მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?
მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

მარ­ნე­ულ­ში 15 000 ადა­მი­ანს სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და, ხოლო ბოლ­ნის­ში 3 400 ადა­მი­ა­ნი შე­მოწ­მდა, - ამის შე­სა­ხებ ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა შოთა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ორ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ ადა­მი­ანს არ და­უ­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი.

„რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტი­რე­ბებს, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი­დან აღე­ბუ­ლი ნა­ცხე­ბის პა­სუ­ხე­ბი ნაც­ვლად 6 სა­ა­თი­სა, გვექ­ნე­ბა საათ-ნა­ხე­ვარ­ში, რაც აად­ვი­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას და თვი­თონ ჰოს­პი­ტა­ლის პერ­სო­ნა­ლის­თვის ზრდის კომ­ფორ­ტს. ამი­ტომ, რი­გე­ბი არ არის. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­შია და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე არ გვაქვს. სა­კა­რან­ტი­ნო ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა.

დღეს ჩვე­ნი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი ორი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას. მარ­ნე­ულ­ში 15 ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­მოწ­მდა. მათ­გან მხო­ლოდ ოთხს ჰქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, თუმ­ცა არა­ვი­თა­რი სიმპტო­მა­ტი­კა გა­მო­ხა­ტუ­ლი არ ჰქონ­დათ და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო კო­რო­ნა­ვირუს­თან კავ­ში­რი. ბოლ­ნის­ში შე­მოწ­მდა 3 400 ადა­მი­ა­ნი და იქაც არა­ვი­თა­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. ამ­დე­ნად რამე ცუდი მო­ლო­დი­ნი დღეს არ გვაქვს,“ - გა­ნა­ცხა­და შოთა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს 10 000 პირ­ბა­დე და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს და­უ­რიგ­დე­ბათ, რომ­ლებ­საც სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში უწევთ საქ­მი­ა­ნო­ბა.

„ამ ეტა­პის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა და­სახ­ლე­ბა­ში პრო­დუქ­ტი, საწ­ვა­ვი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არის. დღეს მი­ვი­ღეთ 10 000 ნი­ღა­ბი და სა­ჭი­რო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გა­ნა­წილ­და და პირ­ველ რიგ­ში, იმ ადა­მი­ა­ნებს და­უ­რიგ­და, ვი­საც ამ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა უწევს“, - გა­ნა­ცხა­და რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

მარ­ნე­უ­ლის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა, თა­მაზ ნა­ვე­რი­ან­მა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ქა­ლაქ მარ­ნე­უ­ლის ქუ­ჩებ­სა და ახლო მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შტა­ბით მო­მა­ვალ დღე­ებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­ვე­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი.

„დრო­ე­ბით გამ­შვებ პუნ­ქტთან გა­მარ­თულ თათ­ბირ­ზე გა­ი­წე­რა გეგ­მა, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის შე­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ. ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბით და ეფექ­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით ვპა­სუ­ხობთ, რათა და­ვიც­ვათ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და ავი­ცი­ლოთ ვირუ­სის მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნა­ვე­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
3

აი რა გამოიწვია ერთი მარნეულელი ქალის აღმა-დაღმა სიარულმა. ამდენი ტესტი დაიხარჯა იმის გამო, რაც იმ ქალმა ქნა თავისი უპასუხისმგებლობით თუ უცოდინრობით. რამდენ ხანს გვეყოფოდა ეს სწრაფი ტესტები სხვადასხვა უბნებზე ვირუსის გამოსავლენად. ახლა დგანან და იძახიან ქართული არ ვიცითო. ნორმალურია ახლა ეს? ახლა მაინც ვერ ხვდებიან რამხელა პრობლემა შექმნეს?

ნინო
0
მიუხედავად ჩვენი უგუნურებისა უფალი გვწყალობს. დიდება და მადლობა მას....
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ორ მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„რაც შეეხება ტესტირებებს, საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხების პასუხები ნაცვლად 6 საათისა, გვექნება საათ-ნახევარში, რაც აადვილებს საქმიანობას და თვითონ ჰოსპიტალის პერსონალისთვის ზრდის კომფორტს. ამიტომ, რიგები არ არის. მომართვიანობა ჩვეულებრივ რეჟიმშია და კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს. საკარანტინო ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

დღეს ჩვენი მობილური ჯგუფები ორივე მუნიციპალიტეტში აგრძელებენ ტესტირებას. მარნეულში 15 ათასი ადამიანი შემოწმდა. მათგან მხოლოდ ოთხს ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა არავითარი სიმპტომატიკა გამოხატული არ ჰქონდათ და გამორიცხული იყო კორონავირუსთან კავშირი. ბოლნისში შემოწმდა 3 400 ადამიანი და იქაც არავითარი გართულება არ ყოფილა. ამდენად რამე ცუდი მოლოდინი დღეს არ გვაქვს,“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 10 000 პირბადე და სხვა აუცილებელი აქსესუარები იმ ადამიანებს დაურიგდებათ, რომლებსაც საკარანტინო ზონაში უწევთ საქმიანობა.

„ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები არის. დღეს მივიღეთ 10 000 ნიღაბი და საჭირო აქსესუარები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განაწილდა და პირველ რიგში, იმ ადამიანებს დაურიგდა, ვისაც ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა უწევს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ახლო მდებარე სოფლებში. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ნავერიანმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„დროებით გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე გაიწერა გეგმა, მომდევნო დღეებში, მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტის შემოტანის შესახებ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმის პირობებში, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება“, - აღნიშნა ნავერიანმა.

"მიცვალებულთა შაბათი მოდის და გთხოვთ, საკურთხს აქ ნუ მოიტანთ, მეზობლებს დაურიგეთ" - მამა შალვა მრევლს მიმართავს

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა