მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ
ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

კო­ვიდ-19-მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და უკვე პან­დე­მი­ად იწო­დე­ბა, მი­ლი­ო­ნო­ბით კომ­პა­ნია გა­ა­ჩე­რა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აი­უ­ძუ­ლა სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სწო­რედ სახ­ლში დარ­ჩე­ნით ებ­რძვის პან­დე­მი­ას.

სახ­ლში დარ­ჩე­ნით არა მხო­ლოდ ჩვენს, არა­მედ სხვე­ბის უსაფრ­თხო­ებ­საც უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ოჯა­ხი­დან ერთ წევ­რს მა­ინც მო­უ­წევს, სულ მცი­რე, კვი­რა­ში ერთხელ გა­რეთ გას­ვლა და პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა. გა­რეთ გას­ვლი­სას კი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვა უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

იმი­სათ­ვის, რომ უსაფრ­თხოდ ვი­ყოთ სახ­ლშიც და მა­ში­ნაც, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გამო გა­რეთ გავ­დი­ვართ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სახ­ლში ყვე­ლა ის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტი გვქონ­დეს, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის დროს გა­მოგ­ვად­გე­ბა.

მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის პირ­ბა­დე

პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ქუ­ჩა­შიც და სახ­ლშიც, რო­დე­საც თავს ცუ­დად გრძნობთ და არ გსურთ ოჯა­ხის წევ­რებს რამე გა­დას­დოთ. ვი­ნა­ი­დან მსოფ­ლი­ო­ში ერთჯე­რა­დი პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტია, არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რეთ მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის პირ­ბა­დე­ზე, რომ­ლის გა­რე­ცხვა და ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნია სა­იტ­ზე www.ebg.ge, სა­დაც შეკ­ვე­თის შემ­დეგ სა­სურ­ველ ნივთს სახ­ლში მო­გი­ტა­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­რეთ გას­ვლა­საც აი­რი­დებთ თა­ვი­დან.

ხე­ლის ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რი

მაქ­სი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ხე­ლე­ბის და­ბა­ნის გარ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ატი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რო­მელ­შიც ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა 60-70%-ია. ხე­ლე­ბის ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­დი­ხართ და მა­ში­ნაც კი, თუ სა­ერ­თოდ არა­ვის­თან არ გექ­ნე­ბათ კონ­ტაქ­ტი, რად­გან ვირუ­სის დროს უსუ­ლო საგ­ნე­ბიც ძა­ლი­ან სა­ში­შია. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ას­კვნი­ან, ვირუ­სე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის უსუ­ლო სა­გან­ზე 4-72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ხე­ლე­ბის ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა.

ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი

ხე­ლე­ბი ორ­მა­გად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, თუკი გა­რეთ გას­ვლი­სას ერთჯე­რად ხელ­თათ­მა­ნებ­საც გა­მო­ი­ყე­ნებთ. ისი­ნი კარ­გად ფა­რავს ხე­ლებს, ნე­ბის­მი­ერ ზე­და­პირს თა­ვი­სუფ­ლად შე­ე­ხე­ბით და არც მა­ღა­ზი­ის კა­რის გა­ღე­ბის შე­გე­შინ­დე­ბათ. ვი­ნა­ი­დან ხელ­თათ­მა­ნე­ბი ერთჯე­რა­დია, მათი ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, მათი გარ­კვე­უ­ლი მა­რა­გი გქონ­დეთ.

უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი

პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, იზ­რდე­ბა ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბის რის­კი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ჰგო­ნი­ათ, თით­ქოს, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვთ და თავს სუს­ტად გრძნო­ბენ, მაგ­რამ ტემ­პე­რა­ტუ­რას იზო­მა­ვენ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სი­ცხე არ აქვთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ნამ ექიმს გა­მო­ი­ძა­ხებ­დეთ, არ გა­ნერ­ვი­უ­ლეთ, ეცა­დეთ სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ და პირ­ველ ყოვ­ლი­სა, თა­ვად გა­ი­ზო­მეთ სი­ცხე. ასე რომ, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ად­ვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნებ­ლი უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი იმ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­დის, რომ­ლე­ბიც სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ.

სა­მე­დი­ცი­ნო ჩან­თა

ყვე­ლა ნივთსა თუ მე­დი­კა­მენტს, რო­მელ­საც იყე­ნებთ, ერ­თად მო­უ­ყა­რეთ თავი და სა­მე­დი­ცი­ნო ჩან­თა­სა თუ ყუთ­ში მო­ა­თავ­სეთ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „წი­თე­ლი ჯვა­რი“ გვირ­ჩევს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ქო­ნი­ოთ ისე­თი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მა­ნე­ბი, პლას­ტი­რე­ბი, სახ­ვე­ვე­ბი, ელას­ტი­უ­რი დოლ­ბან­დი, პინ­ცე­ტი და სხვ.

ასე­ვე, დარ­წმუნ­დით, რომ ერთჯე­რა­დი ხელ­სა­ხო­ცე­ბის საკ­მა­რი­სი მა­რა­გი გაქვთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია მკაც­რად გვაფრ­თხი­ლებს, და­ცე­მი­ნე­ბი­სა თუ ხვე­ლე­ბის დროს ავი­ფა­როთ ერთჯე­რა­დი ხელ­სა­ხო­ცი ან მოხ­რი­ლი იდაყ­ვი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ხე­ლის­გუ­ლი.

და ბო­ლოს, თუკი გსურთ ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი თა­ვი­სი ჩან­თით მარ­ტი­ვად და სწრა­ფად შე­ი­ძი­ნოთ, მა­შინ უნი­ვერ­სა­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ჩან­თას გირ­ჩევთ, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რია ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად და 217 ნივთს აერ­თი­ა­ნებს, ესე­ნია: დამ­ცა­ვი კომ­ბი­ნი­ზო­ნი, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი, ბა­ხი­ლე­ბი, დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სხვა 200-ზე მეტი პრო­დუქ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

კოვიდ-19-მა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და უკვე პანდემიად იწოდება, მილიონობით კომპანია გააჩერა და მოქალაქეები აიუძულა სახლში დარჩენილიყვნენ. ბევრი ჩვენგანი სწორედ სახლში დარჩენით ებრძვის პანდემიას.

სახლში დარჩენით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვების უსაფრთხოებსაც უზრუნველვყოფთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახიდან ერთ წევრს მაინც მოუწევს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ გარეთ გასვლა და პროდუქტების შეძენა. გარეთ გასვლისას კი უსაფრთხოების ზომების დაცვა უპირველესი მოვალეობაა.

იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ სახლშიც და მაშინაც, როდესაც აუცილებელი საჭიროებების გამო გარეთ გავდივართ, აუცილებელია სახლში ყველა ის საჭირო პროდუქტი გვქონდეს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დროს გამოგვადგება.

მრავალჯერადი გამოყენების პირბადე

პირბადეების გამოყენება მიზანშეწონილია ქუჩაშიც და სახლშიც, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ და არ გსურთ ოჯახის წევრებს რამე გადასდოთ. ვინაიდან მსოფლიოში ერთჯერადი პირბადეების დეფიციტია, არჩევანი შეაჩერეთ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეზე, რომლის გარეცხვა და ხელმეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დიდი არჩევანია საიტზე www.ebg.ge, სადაც შეკვეთის შემდეგ სასურველ ნივთს სახლში მოგიტანენ. შესაბამისად, გარეთ გასვლასაც აირიდებთ თავიდან.

ხელის ანტიბაქტერიული ხსნარი

მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ხელების დაბანის გარდა აუცილებელია ატიბაქტერიული ხსნარის გამოყენებაც, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 60-70%-ია. ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება აუცილებელია, როდესაც სახლიდან გადიხართ და მაშინაც კი, თუ საერთოდ არავისთან არ გექნებათ კონტაქტი, რადგან ვირუსის დროს უსულო საგნებიც ძალიან საშიშია. როგორც ექსპერტები ასკვნიან, ვირუსები სხვადასხვა სახის უსულო საგანზე 4-72 საათის განმავლობაში რჩება. შესაბამისად, მიზანშეწონილია ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება.

ერთჯერადი ხელთათმანები

ხელები ორმაგად დაცული იქნება, თუკი გარეთ გასვლისას ერთჯერად ხელთათმანებსაც გამოიყენებთ. ისინი კარგად ფარავს ხელებს, ნებისმიერ ზედაპირს თავისუფლად შეეხებით და არც მაღაზიის კარის გაღების შეგეშინდებათ. ვინაიდან ხელთათმანები ერთჯერადია, მათი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ, უმჯობესია, მათი გარკვეული მარაგი გქონდეთ.

უკონტაქტო თერმომეტრი

პანდემიის დროს, როდესაც უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება, იზრდება ნერვული აშლილობების რისკი. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ჰგონიათ, თითქოს, მაღალი ტემპერატურა აქვთ და თავს სუსტად გრძნობენ, მაგრამ ტემპერატურას იზომავენ და აღმოჩნდება, რომ სიცხე არ აქვთ. აქედან გამომდინარე, სანამ ექიმს გამოიძახებდეთ, არ განერვიულეთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პირველ ყოვლისა, თავად გაიზომეთ სიცხე. ასე რომ, მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებლი უკონტაქტო თერმომეტრი იმ საჭირო ნივთების ჩამონათვალში შედის, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

სამედიცინო ჩანთა

ყველა ნივთსა თუ მედიკამენტს, რომელსაც იყენებთ, ერთად მოუყარეთ თავი და სამედიცინო ჩანთასა თუ ყუთში მოათავსეთ. საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ გვირჩევს აუცილებლად ვიქონიოთ ისეთი პირველადი დახმარების ნივთები, როგორიცაა: სამედიცინო ხელთათმანები, პლასტირები, სახვევები, ელასტიური დოლბანდი, პინცეტი და სხვ.

ასევე, დარწმუნდით, რომ ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი მარაგი გაქვთ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად გვაფრთხილებს, დაცემინებისა თუ ხველების დროს ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი და არავითარ შემთხვევაში - ხელისგული.

და ბოლოს, თუკი გსურთ ყველა საჭირო ნივთი თავისი ჩანთით მარტივად და სწრაფად შეიძინოთ, მაშინ უნივერსალურ სამედიცინო ჩანთას გირჩევთ, რომელიც ეფექტურია ვირუსისგან თავის დასაცავად და 217 ნივთს აერთიანებს, ესენია: დამცავი კომბინიზონი, პირველადი დახმარების ნივთები, ბახილები, დამცავი სათვალე, ხელთათმანები და სხვა 200-ზე მეტი პროდუქტი.

სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პროდუქციაზე ფასები უცვლელი რჩება

"ბეკო" ერთგულ მომხმარებლებს საუკეთესო გადაწყვეტილებას სთავაზობს: საოჯახო ტექნიკის ექსკლუზიური შერჩევის, ონლაინ და სატელეფონო კონსულტაცია-მიწოდების სერვისი

სილქნეტი არსებული და ახალი აბონენტებისთვის „ბუსტის“ აქციას იწყებს