მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის - რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან
ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის - რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თენ­გიზ კა­ლან­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბის საფრ­თხეს არ ქმნის.

"არ­სად მსოფ­ლი­ო­ში სურ­სა­თით ვაჭ­რო­ბა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა, არც იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც პიკი გა­და­ი­ა­რეს და სა­ი­და­ნაც ეს და­ა­ვა­დე­ბა წა­მო­ვი­და. არც ერთი ფაქ­ტი, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის ამ ვირუ­სის სურ­სა­თის­მი­ე­რი გა­და­ცე­მის.

რო­გორც იმ­პორ­ტით შე­მო­დის სურ­სა­თი, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - თბი­ლი­სი­დან სა­კა­რან­რი­ნო ზო­ნა­ში, ბოლ­ნის­სა და მარ­ნე­ულ­ში შე­დის პრო­დუქ­ცია და იქე­და­ნაც სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბი გა­მო­დის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ეს არის ხილი და ბოსტნე­უ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ რე­გი­ონ­ში ბევ­რი სა­წარ­მოა, ეს არის ხილ­ბოსტნე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა, რძის წარ­მო­ე­ბა, მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა, კვერ­ცხის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­და­სახ­ვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თუმ­ცა, კონ­ტროლ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი თვი­თონ პი­როვ­ნე­ბე­ბი.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე და არა სხვა ნივ­თე­ბი­დან და სურ­სა­თით. ამი­ტომ გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ნა­კა­დის მოძ­რა­ო­ბა .რო­გორც მძღო­ლე­ბი, ასე­ვე დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი უნდა იყ­ვნენ ეკი­პი­რე­ბუ­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლი პირ­ბა­დით, ხელ­თათ­მა­ნით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით. მათ გა­და­ად­გი­ლე­ბას აკონ­ტრო­ლებს პატ­რუ­ლი.

ის, რომ ვირუ­სი მოხ­ვდეს სურ­სა­თის ზე­და­პირს და იქე­დან ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მოჩ­ნდეს, ეს არის თე­ო­რი­უ­ლი რის­კი, რაც პრაქ­ტი­კა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ამი­ტომ ჩვენ, ექი­მე­ბი მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, რომ არა მარ­ტო ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა­მედ სა­ერ­თოდ, უნდა და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ხილი და ბოსტნე­უ­ლი საპ­ნით უნდა გა­რე­ცხონ.

"ვიძ­ლე­ვი რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ხილ-ბოსტნე­უ­ლი გა­ი­რე­ცხოს საპ­ნით, რომ ჩა­მო­ვა­შო­როთ ბაქ­ტე­რი­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია ასე­ვე, რომ პრო­დუქტმა გა­ი­ა­როს თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა. პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც უმად მი­ვირ­თმევთ, კარ­გად უნდა გავ­რე­ცხოთ, და­ვა­მუ­შა­ვოთ და შე­ვი­ნა­ხოთ. უმი ბოსტნე­უ­ლი - სტა­ფი­ლო და ჭარ­ხა­ლი არა­ნა­ირ სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, უნდა გავ­რე­ცხოთ, გავ­თა­ლოთ და კვლავ გავ­რე­ცხოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის რისკს არ წარ­მო­ად­გენს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ კა­ლან­და­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი ნაკ­ლე­ბად არის აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ზე.

ამას­თან, კა­ლან­და­ძის თქმით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა ღია და და­ხუ­რულ აგ­რა­რულ ბა­ზარს მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია, კონ­კრე­ტუ­ლი წე­სე­ბი და­იც­ვან.

"შე­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლელ­ში უნდა გა­ნა­თავ­სონ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რაც უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლია, უნდა გა­ა­ორ­მა­გონ რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს ჰქონ­დეს პირ­ბა­დე და ხელ­თათ­მა­ნი და ხში­რად იტა­რებ­დნენ ჰი­გი­ე­ნის პრო­ცე­დუ­რას. ამის კონ­ტრო­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს კონ­ტროლს, არ მოვ­დუ­ნე­ბულ­ვართ.

ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი, დახ­ლებ­ზე პრო­დუქ­ტის გან­თავ­სე­ბა, სა­მა­ცივ­რე პრო­დუქ­ტის სწო­რად გან­თავ­სე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა. ასე­ვე, მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ვე­ცით დის­ტან­ცი­ის დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცია, რაც ყო­ველ 2-3 წუთ­ში ცხად­დე­ბა ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბით და ამას აკონ­ტრო­ლებს კი­დეც დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

მან უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­ლე­ბი­დან ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცია გა­ი­ყი­და. „ასე­თი ფაქ­ტზე მე არ მსმე­ნია. ვა­და­გადსუ­ლი პრო­დუქ­ცია ჩვენ იქ არ შეგ­ვი­ნიშ­ნავს. მაგ­რამ მო­ვუ­წო­დებ მომ­ხმა­რე­ბელს, თუ მათ რა­ი­მე ფაქ­ტი ექ­ნე­ბათ ვა­და­გა­სულ ან გა­ფუ­ჭე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენს ცხელ ხაზ­ზე - 15 01 დაგ­ვირ­ე­კონ და გვაც­ნო­ბონ, რა­ზეც მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

ჟანა დარკი.
0

როგორ შეიძლება საფრთხეს არ ჰქმნიდეს, როდესაც მყარი საგნებიდან ადვილად გადადის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის - რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან

ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის - რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინე ზონიდან გამოტანილი სასურსათო პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის.

"არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, არც იმ ქვეყნებში, სადაც პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. არც ერთი ფაქტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული არ არის ამ ვირუსის სურსათისმიერი გადაცემის.

როგორც იმპორტით შემოდის სურსათი, ასევე საქართველოს შიდა ტერიტორიაზე - თბილისიდან საკარანრინო ზონაში, ბოლნისსა და მარნეულში შედის პროდუქცია და იქედანაც სხვადასხვა პროდუქტები გამოდის ჩვეულებრივად. ეს არის ხილი და ბოსტნეული. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ბევრი საწარმოა, ეს არის ხილბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასახვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზეა აყვანილი თვითონ პიროვნებები.

როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულია ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა .როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული.

ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, მომხმარებლებმა ხილი და ბოსტნეული საპნით უნდა გარეცხონ.

"ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ხილ-ბოსტნეული გაირეცხოს საპნით, რომ ჩამოვაშოროთ ბაქტერიები. სასურველია ასევე, რომ პროდუქტმა გაიაროს თერმული დამუშავება. პროდუქტი, რომელსაც უმად მივირთმევთ, კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ. უმი ბოსტნეული - სტაფილო და ჭარხალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უნდა გავრეცხოთ, გავთალოთ და კვლავ გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში ის რისკს არ წარმოადგენს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებად არის აგრარულ ბაზრებზე.

ამასთან, კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა ღია და დახურულ აგრარულ ბაზარს მისცა რეკომენდაცია, კონკრეტული წესები დაიცვან.

"შესასვლელ-გამოსასვლელში უნდა განათავსონ სადეზინფექციო ხსნარით მოწყობილობები, რაც უკვე განთავსებულია, უნდა გააორმაგონ რეცხვა-დეზინფექციის პროცედურები, ასევე, სასურველია მომსახურე პერსონალს ჰქონდეს პირბადე და ხელთათმანი და ხშირად იტარებდნენ ჰიგიენის პროცედურას. ამის კონტროლი მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს კონტროლს, არ მოვდუნებულვართ.

ტემპერატურული რეჟიმები, დახლებზე პროდუქტის განთავსება, სამაცივრე პროდუქტის სწორად განთავსებაზე კონტროლი ჩვეულებრივ გრძელდება. ასევე, მაღაზიებში გავეცით დისტანციის დაცვის რეკომენდაცია, რაც ყოველ 2-3 წუთში ცხადდება ხმოვანი შეტყობინებით და ამას აკონტროლებს კიდეც დაცვის სამსახური“, - განაცხადა კალანდაძემ.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დახლებიდან ვადაგასული პროდუქცია გაიყიდა. „ასეთი ფაქტზე მე არ მსმენია. ვადაგადსული პროდუქცია ჩვენ იქ არ შეგვინიშნავს. მაგრამ მოვუწოდებ მომხმარებელს, თუ მათ რაიმე ფაქტი ექნებათ ვადაგასულ ან გაფუჭებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენს ცხელ ხაზზე - 15 01 დაგვირეკონ და გვაცნობონ, რაზეც მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა კალანდაძემ.

"ეზოებში მოქალაქეების სიმჭიდროვე შეინიშნება, ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობით, ცეცხლს ვეთამაშებით"

სემეკმა შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

"მედიკამენტების დასახელება იწვევს იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, დაიტაცეს აფთიაქებიდან" - პაატა იმნაძე