მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა
გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

"ეს გახ­ლავთ ის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვა, რა­საც ყო­ველ­თვის ვე­ძახ­დით გავ­რცე­ლე­ბის შიდა ეტაპ­ზე გა­დას­ვლას და ყვე­ლა მომ­ზა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მარ­ნე­ულ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს მოხ­და, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, იყო წლის­თა­ვი.

"ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის პროგ­ნო­ზით, შიდა გა­და­ცე­მა მოხ­და სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, უნდა გვეს­მო­დეს რომ ის, რომ ჩვენ­მა ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბა და­ად­გი­ნეს 90 სა­კონ­ტაქ­ტო პირი, ჯერ ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს და სი­ტუ­ა­ცია არის რთუ­ლი.

ეს გახ­ლავთ ის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვა, რა­საც ყო­ველ­თვის ვე­ძახ­დით გავ­რცე­ლე­ბის შიდა ეტაპ­ზე გა­დას­ვლას და რომ­ლის­თვი­საც ვცდი­ლობ­დით მაქ­სი­მა­ლუ­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი და რომ­ლის­თვი­საც ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვართ მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა ყვე­ლა ამ მომ­ზა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბამ ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­და, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ იზღუ­დე­ბა შეს­ვლა და გა­მოს­ვლა, იხუ­რე­ბა ყვე­ლა ობი­ექ­ტი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, სურ­სა­თის და კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სხვა ობი­ექ­ტე­ბი.

ცნო­ბის­თვის, მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რებ ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სი დღეს და­უდ­გინ­და, ის მარ­ნე­უ­ლი­დან თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

"ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ყველა მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. პრემიერმა განმარტა, რომ ეს ღონისძიება, იყო წლისთავი.

"ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს რომ ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული.

ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოაცხადა, რაც გულისხმობს იმას, რომ იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

LIVE "ნიუსრუმიდან" - კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული სიახლეები

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი კი, ინფექციურიდან უკვე გაწერეს

როგორ გამოიყურება საველე ჰოსპიტალი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში მოაწყო (ფოტოები)