მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამის შე­სა­ხებ ენ­დე­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა­ზე", "გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის ფორ­მუ­ლა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან 5 უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს.

"ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ შეც­ვლი­ლა, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­ში არის უფრო მა­ტე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის. იმე­დი მაქვს, მი­ღე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, შე­დეგს მოგ­ვცემს. პირ­ვე­ლი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი ის მინ­და გი­თხრათ, რომ 2 პა­ცი­ენ­ტი დღეს კი­დევ გავ­წე­რეთ. გარ­და ამი­სა, ცოტა ხნის წინ მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ დაგ­ვე­მა­ტა ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ხვალ ყვე­ლა ვერ გავ­წე­როთ, ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე და­ტო­ვებს კლი­ნი­კას, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ დღეს მი­ვი­ღეთ 5 უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი.

ამ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებ­ში ერთ-ერთი ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, ძა­ლი­ან გვე­ში­ნო­და, რომ ცუდი პროგ­ნო­ზით დამ­თავ­რდე­ბო­და. ახ­ლაც გვყავს მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი, სა­ყუ­რა­დღე­ბო, დი­ნა­მი­კა­ში და­საკ­ვირ­ვე­ბე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­გა­ლი­თად გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში, სიმპტო­მე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ვლინ­დე­ბა, ამ ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ეს ასე არ არის, იწყე­ბა და დი­ნა­მი­კა­ში თან­და­თან მა­ტუ­ლობს სიმტპო­მა­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა ისე დამ­ძიმ­დეს მსუ­ბუ­ქად და­წყე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც დად­გეს“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 54 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ამ­ჟა­მად სულ 8 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რად­გა­ნაც აქამ­დე უკვე გვქონ­და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
0

თქვენ გენაცვალეთ! მაგრები ხართ და მაგრად დადექით! იმედია მთავრობაც და ხალხიც დააფასებს თქვენს თავდადებას!

გაიხარეთ!!!

მოქალაქე
0

ე კორონა რა ყოფილა ასეთი რა ჩქარჩქარა ჯანმრთელდებიან.კორონა საქართველოა ჩვენ სიმები ვართ ყველაო.სხვადასხვა კუთხის კორონა ოდელადელა დელაოო.თქვენ გენაცვალეთ მე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ენდელაძემ ტელეკომპანია "ფორმულაზე", "გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს.

"ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ ბოლო დღეებში არის უფრო მატება ახალი შემთხვევების. იმედი მაქვს, მიღებული ღონისძიებები, შედეგს მოგვცემს. პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი.

ამ გამოჯანმრთელებულებში ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო, ძალიან გვეშინოდა, რომ ცუდი პროგნოზით დამთავრდებოდა. ახლაც გვყავს მძიმე პაციენტები, საყურადღებო, დინამიკაში დასაკვირვებელი. მოგეხსენებათ, მაგალითად გრიპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაფერი ერთად ვლინდება, ამ ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის, იწყება და დინამიკაში თანდათან მატულობს სიმტპომატიკა. შეიძლება ისე დამძიმდეს მსუბუქად დაწყებული პაციენტის მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგიც დადგეს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი დაინფიცირდა. ზემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით კი, პაციენტებიდან ამჟამად სულ 8 გამოჯანმრთელებული ადამიანია, რადგანაც აქამდე უკვე გვქონდა გამოჯანმრთელების 3 დადასტურებული ფაქტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 155-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"