მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა
"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

„ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი აქვთ, მაგ­რამ მათ­თან რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ არის და ყვე­ლას პროგ­ნო­ზი კე­თილ­სა­ი­მე­დოა“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბათ ახალ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი არ იცი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია, რო­მე­ლი კლას­ტე­რია ან ახა­ლი შემ­თხვე­ვაა თუ არა. რო­გორც ენ­დე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი.

„დღეს მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ე­მა­ტა სამი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. ისი­ნი ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. მათი ეპი­და­ნამ­ნეზს ვერ გეტვით ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ეს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რო­მე­ლი კლას­ტე­რი­დან არის და ახა­ლი შემ­თხვე­ვაა თუ არა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბულ 31 პა­ცი­ენტს, მათი მდგო­მა­რო­ე­ბა სტა­ბი­ლუ­რია. არი­ან მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა სტა­ბი­ლუ­რად არის”, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ყუ­რა­დღე­ბოა 86 წლის პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ასა­კი­სა და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

"ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის, რო­მე­ლიც 86 წლი­საა მდგო­მა­რე­ო­ბა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, სა­ყუ­რა­დღე­ბო ასა­კი­სა და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ნა­ი­რად, რომ ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დეს კარ­გად“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 43-მდე გა­ი­ზარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ მათთან რამე განსაკუთრებული არ არის და ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხებათ ახალ ინფიცირებულებს, მარინა ენდელაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, შესაბამისად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებულები.

„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. მათი ეპიდანამნეზს ვერ გეტვით ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის და ახალი შემთხვევაა თუ არა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომაროება სტაბილურია. არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის”, - განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, საყურადღებოა 86 წლის პაციენტის მდგომარეობა ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.

"ალბათ, გაინტერესებთ ერთ-ერთი ქალბატონის, რომელიც 86 წლისაა მდგომარეობა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებო ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - პრემიერი