მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია, გართულება... შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც" - მარინა ეზუგბაია
"ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია, გართულება... შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც" - მარინა ეზუგბაია

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და მი­უ­ხე­და­ვად ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, "ცუდი გა­მო­სა­ვა­ლიც".

"ეს ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვი­სი რის­კე­ბის გამო, არის პროგ­ნო­ზუ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი და მძი­მე. მას ასაკ­თან ერ­თად აქვს ძა­ლი­ან მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რის გა­მოც ამ ქალ­ბა­ტონ­თან მი­უ­ხე­და­ვად და­წყე­ბუ­ლი სწო­რი, ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა , მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ცუდი პროგ­ნო­ზუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლიც, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ამას გა­და­ვურ­ჩეთ.

და­ნარ­ჩენ 2 პა­ცი­ენტზე, რომ­ლებ­ზეც ვლა­პა­რა­კობთ, რომ არი­ან რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მათი მდგო­მა­რო­ე­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით სტა­ბი­ლუ­რია, დი­ნა­მი­კა­ში გა­უ­ა­რე­სე­ბა და პროგ­რე­სი­რე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ მათ­გან­თან არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გვქონ­დეს და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა, არის სტა­ბი­ლუ­რად და „ვე­ლო­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის გას­ვლას, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, 14 დღი­დან 20 დღემ­დე გაგ­რძელ­დეს" - აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
1

ᲦმერᲗმა უᲨველოს

ნინო
1

ღმერთმა ყველა გამოაჯანმრთელოს! ისედაც ცოტანი ვართ, გავუფრთხილდეთ ხალხო ერთმანეთს! დარჩით სახლში და ვინც თვითიზოლაციაშია , ნუ დაარღვევთ წესებს! გაუფრთხილდით პირველ რიგში თქვენი ოჯახის წევრებს და ახლობლებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია, გართულება... შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც" - მარინა ეზუგბაია

"ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია, გართულება... შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა მოსალოდნელია დაავადების გართულება.

მისივე თქმით, შესაძლებელია, "ცუდი გამოსავალიც".

"ეს ქალბატონი თავისი რისკების გამო, არის პროგნოზულად სერიოზული და მძიმე. მას ასაკთან ერთად აქვს ძალიან მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რის გამოც ამ ქალბატონთან მიუხედავად დაწყებული სწორი, ადეკვატური მკურნალობისა , მოსალოდნელია დაავადების გართულება და შესაძლებელია, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება ამას გადავურჩეთ.

დანარჩენ 2 პაციენტზე, რომლებზეც ვლაპარაკობთ, რომ არიან რთული პაციენტები მათი მდგომაროება ჯერ-ჯერობით სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება და პროგრესირება არ შეინიშნება, თუმცა შესაძლებელია, თითოეულ მათგანთან არსებული რისკების გათვალისწინებით გვქონდეს დაავადების გართულებები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობაზეც ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, არის სტაბილურად და „ველოდებით დაავადების ხანგრძლივობის გასვლას, რაც შესაძლებელია, 14 დღიდან 20 დღემდე გაგრძელდეს" - აღნიშნა ეზუგბაიამ.

"1-ელ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია ოჯახი, რომელიც შეკრებაზე იყო, ასევე ცოლ-ქმარი და 80 წლის ქალი, რომელიც ცოლ-ქმრის კლასტერს წარმოადგენს"

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა