პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხვა­ლი­დან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით მოძ­რა­ო­ბა იკ­რძა­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და:

"დღეს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის ფარ­გლებ­ში იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ხვა­ლი­დან აიკ­რძა­ლე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­რცე­ლე­ბის კერა, ამი­ტომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

დარ­ჩე­ბა ქა­ლაქ­ში მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი, ისე­ვე რო­გორც მეტ­რო, მაგ­რამ მათ და­ე­ვა­ლათ და ექ­ნე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ახ­დი­ნონ ამ ტრან­სპორ­ტის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, აქ რის­კე­ბის მარ­თვა უკეთ შეგ­ვიძ­ლია...

დღეს ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მკა­ფი­ოდ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო და მთავ­რო­ბა ეფექ­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის, იმ­პორ­ტი­რე­ბის და შე­ჩე­რე­ბის ფუნ­ქცი­ას, დღეს უკვე ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დავ­დი­ვართ გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე, რაც პირ­და­პირ ნიშ­ნავს იმას, რომ რა­ო­დე­ნო­ბა შემ­თხვე­ვე­ბის გაგ­ვეზ­რდე­ბა.

ეს არის ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა და ამა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ ღიად. გარ­და ამი­სა, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ზო­გა­დად მე­ნე­ჯმენ­ტი და მიდ­გო­მე­ბი პრო­ცე­სის უნდა შე­იც­ვა­ლოს. პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ ჩვენ შე­ჩე­რე­ბის ეტა­პი­დან გა­დავ­დი­ვართ გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე.

ეს გა­დას­ვლა არის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩვენ მზად უნდა ვი­ყოთ ამის­თვის და პირ­ველ რიგ­ში მზად უნდა იყოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა. ჯან­და­ცის სის­ტე­მის მზა­ო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა იყოს მზად გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პო­ა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბის აკ­რძალ­ვა­ზე მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორც თბი­ლისს, ისე რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებს ეხე­ბა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გუ­ბერ­ნა­ტო­რებს მო­უ­წო­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად იყოს აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ისე­ვე, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ყვე­ლა სხვა რე­კო­მენ­და­ცია.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
34

და აზრი? დიდი ავტობუსები გადავსებულია ისე - ხალხი ერთმანეთს ეხუტება

ანი
31

კონტროლიორებს რატომ არ ასვენებთ?? რატოომ . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა:

"დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ამ ტრანსპორტის დეზინფიცირება და შესაბამისად, აქ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია...

დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების, იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება.

ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მენეჯმენტი და მიდგომები პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე.

ეს გადასვლა არის ძალზე მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და პირველ რიგში მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პოაციენტების მომსახურებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.

კახა კალაძის ემოციური მიმართვა იტალიელებს - "როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ..."

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია

მთავრობა Georgian Airways-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანისთვის დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს