მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქოლერის ეპიდემიამ საქართველოში პატრიარქი იმსხვერპლა - უმძიმესი ფაქტები ქართველების ცხოვრებაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების დროს
ქოლერის ეპიდემიამ საქართველოში პატრიარქი იმსხვერპლა - უმძიმესი ფაქტები ქართველების ცხოვრებაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების დროს

სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე­ში არა­ერ­თი ეპი­დე­მია გა­და­ი­ტა­ნა. მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ვირუ­სებ­თან ბრძო­ლა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა და ამის შე­სა­ხებ არა­ერთ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­შია ცნო­ბე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ქვე­ყა­ნას სამ ეპი­დე­მი­ას­თან მო­უხ­და ბრძო­ლა - შავ­მა ჭირ­მა, ქო­ლე­რამ და "ის­პან­კამ" ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი იმ­სხვერ­პლა.

გე­ნე­ა­ლო­გი ქეთი პა­პუ­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს ქარ­თვე­ლე­ბის ყოფა-ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ეპი­დე­მი­ე­ბის დროს:

- ქო­ლე­რას ეპი­დე­მია პირ­ვე­ლად 1840 წელს გავ­რცელ­და რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ეკ­ლე­სიო ჩა­ნა­წე­რებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ორ და სამ დღე­ში იხო­ცე­ბოდ­ნენ მთლი­ა­ნად ოჯა­ხე­ბი. შე­იძ­ლე­ბო­და ერთი გვა­რის ხალ­ხიც კი და­ხო­ცი­ლიყ­ვნენ.

მა­შინ გა­ცი­ლე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და და მსხვერ­პლიც მეტი იყო. ქო­ლე­რა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შიც გან­მე­ორ­და, მაგ­რამ მა­შინ უკვე ხალ­ხს გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და და თან გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო.

მე­ო­რედ ეპი­დე­მია უკვე მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში 1919 წელს და­ი­წყო. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უცხო­ე­ლე­ბის­გან და­ფიქ­სირ­და, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მათი რი­ცხვი არ აღე­მა­ტე­ბო­და 90-ს, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა იყო, გა­და­ე­დოთ სხვა თბი­ლი­სე­ლებ­საც. დად­გა სა­კი­თხი, რომ საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მი­ე­ღოთ.

თბი­ლისს ამა­ზე უფრო რთუ­ლი ეპი­დე­მი­ე­ბიც ახ­სოვ­და, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღეს ზო­მე­ბი: ქარ­ხნე­ბი­სა და ფაბ­რი­კე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს აეკ­რძა­ლათ გა­და­უ­დუ­ღე­ბე­ლი ან ცივი წყლის მი­წო­დე­ბა მუ­შე­ბის­თვის. უფრო მე­ტად კონ­ტროლ­დე­ბო­და სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩარ­თუ­ლი იყო იმ დრო­ინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ღეს.

ქო­ლე­რას დროს ძა­ლი­ან უფრთხოდ­ნენ მწე­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბუ­ზებს. ხალ­ხს აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ მი­ექ­ცი­ათ ყუ­რა­დღე­ბა, არ ეჭა­მათ ისე­თი ხილი, რო­მელ­საც ბუ­ზე­ბი ას­ხდე­ბოდ­ნენ, გა­ე­ტა­ნათ დრო­უ­ლად ნა­გა­ვი, ასე­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ აც­რე­ბი. თუმ­ცა, მა­ში­ნაც იყ­ვნენ აც­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მა­გა­ლი­თად მო­ყავ­დათ ყვა­ვილ­ზე აც­რი­ლი ის 2000 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც კარ­გად გრძნობ­დნენ თავს.

ნელ-ნელა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ე­მორ­ჩილ­ნენ ექი­მებს და აიცრ­ნენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ქო­ლე­რა­ზე აც­რე­ბი იყო უფა­სო. არ­სე­ბობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პუნ­ქტე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და აც­რე­ბის გა­კე­თე­ბა და ამის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო.

- რა ხდე­ბო­და ამ დროს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში?

- ქო­ლე­რა თბი­ლის­ში ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­შიც გავ­რცელ­და და პა­ტიმ­რებს გა­და­ე­დოთ. იზო­ლა­ცი­ებ­ში იყ­ვნენ სა­ეჭ­ვო პა­ტიმ­რე­ბი და და­ე­ნიშ­ნათ უფრო ხში­რად ბა­ნა­ო­ბა. აეკ­რძა­ლათ უმი საკ­ვე­ბი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი. უნდა და­ე­ლი­ათ მხო­ლოდ გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი. ასე­ვე ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­ე­ვა­ლა, რომ პა­ტიმ­რე­ბის თეთ­რე­უ­ლი და ტან­საც­მე­ლი ყო­ფი­ლი­ყო მაქ­სი­მა­ლუ­რად სუფ­თა.

1919-1920 წლებ­ში თბი­ლის­ში გრი­პის ეპი­დე­მია, „ის­პან­კა" და ქო­ლე­რა მძვინ­ვა­რებ­და. ქო­ლე­რას გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი მტკვრის სას­მელ წყლად გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ქო­ლე­რას ეპი­დე­მი­ას ემსხვერ­პლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ლე­ო­ნი­დე (ერის­კა­ცო­ბა­ში ლონ­გი­ნოზ სო­ლო­მო­ნის ძე ოქ­რო­პი­რი­ძე; და­ბა­დე­ბუ­ლი 1861 წლის 15 თე­ბერ­ვალს, დი­სევ­ში (ახ­ლან­დე­ლი ერედ­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ავტ.).

და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით მორ­ჩი­ლებ­მა მთი­დან წყა­როს წყა­ლი ჩა­მო­უ­ტა­ნეს, ლე­ო­ნი­დემ უარი გა­ნა­ცხა­და წყა­როს წყლის მი­ღე­ბა­ზე იმ მო­ტი­ვით, რომ მა­საც ის წყა­ლი უნდა ესვა, რა­საც მისი მრევ­ლი სვამ­და

და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის თქმა, ვინ­მეს­გან გა­და­ე­დო პატ­რი­არ­ქს და­ა­ვა­დე­ბა თუ წყლით და­ა­ვად­და, მაგ­რამ 1921 წლის 11 ივ­ნისს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ლე­ო­ნი­დე, სა­პატ­რი­არ­ქო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სწო­რედ ამ დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი ზა­რალ­დე­ბო­და ეპი­დე­მი­ე­ბის დროს?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად შავი ჭი­რით და­ზა­რალ­და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ და იც­ვლიდ­ნენ სა­ცხოვ­რე­ბელს. ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ მთე­ლი გვა­რი იმე­რე­თი­დან ქარ­თლში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ეპი­დე­მი­ებს მოყ­ვე­ბო­და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და შიმ­ში­ლი. თუ უა­მინ­დო­ბაც და­ე­მა­ტე­ბო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ ფი­ზი­კურ გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ...

"შიმ­ში­ლო­ბა იყო ისე­თი, დე­და­მა შვი­ლი შე­ჭა­მა. ერთი ლიტ­რი ფეტვი ოც­და­ათ თან­გათ იყო, ბერს სა­ფურ­ცლეს ფეტვი ედვა, იქი­დაღ­მა­მოც ისრე იყი­და, მერ­მე სა­ორ­მო­ცეთ ჩვე­ნა მოგ­ვცა, ჩვენ ერთი კარი კი­დე­ვა მი­ვე­ცით და ის კარი მან­გლეს მიცა ... ქელ­ქე­დაშ­ვილს სა­ორ­მო­ცე­თა, ისიც ჩე­მის კონ­და­კი­თა მო­მე­ბი­რა, ვინ­ცა ეს ჩვენ შვილ­თა შე­უც­ვა­ლოს, ჩე­მი­თა", - ვკი­თხუ­ლობთ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ცულ ერთ დო­კუ­მენ­ტში.

გერ­მა­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რი და მეც­ნი­ე­რი იო­ჰან გი­ულ­დენშტე­დტი, სწო­რედ ეპი­დე­მი­ის დროს მოგ­ზა­უ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას აქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­წე­რე­ბი რო­გორ მკურ­ნა­ლობ­დნენ ყვა­ვილ­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის ვირუ­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცე­ნა­რე­ე­ბით.

თუკი ჩვენ ჩა­ნა­წე­რებს გა­დავ­ხე­დავთ 1920-1925 წლამ­დე გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი 70 პრო­ცენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში წე­რია ის­პან­კა ან "ინფლექ­ცია", მა­შინ ინ­ფექ­ცი­ას ასე წერ­დნენ.

- პირ­ვე­ლი აც­რის შე­სა­ხებ რა ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბი­დან ერთ-ერ­თია ყვა­ვი­ლი, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა ევ­რო­პელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და კა­თო­ლი­კე მღვდლებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც ყვა­ვილ­ზე აც­რეს იყო ერეკ­ლე მე­ო­რის შვი­ლი, იუ­ლონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. ეს მოხ­და 1772 წელს და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ამ დროს ეწო­დე­ბო­და "ყვა­ვი­ლის აჭრა".

1811 წელს მა­სობ­რივ შიმ­ში­ლო­ბას მოყ­ვა შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­აც, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხის მხრი­დან გავ­რცელ­და (ამ­ბო­ბენ, გე­ნე­რალ­მა ტორ­მა­სოვ­მა შე­მო­ი­ტა­ნა ახალ­ცი­ხი­და­ნო).

შიმ­ში­ლო­ბამ და ეპი­დე­მი­ამ მარ­ტო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 32 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ხალ­ხი რკო­სა და წა­ლამს ფქვავ­და, ხის ძი­რე­ბი­თა და ბა­ლა­ხით იკ­ვე­ბე­ბო­და. მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი აი­ყა­რა და გა­და­სახ­ლდა

კავ­კა­სი­ის მთა­ვარ­მარ­თე­ბე­ლი ალექ­სი ერ­მო­ლო­ვი იმე­რეთ­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას, ასე ახა­სი­ა­თებს: "იმე­რეთ­ში მძვინ­ვა­რე უძ­ლი­ე­რე­სი შავი ჭირი და შიმ­ში­ლი იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლი იყო, რომ მა­მე­ბი თა­ვი­ანთ შვი­ლებს სა­მუ­და­მოდ მო­ნო­ბა­ში ყი­დიდ­ნენ ლუკ­მა-პუ­რის­თივს, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დე­დე­ბი კი შიმ­ში­ლი­სა­გან გა­ლე­ულ ბავ­შვებს ტყე­ში და შა­რაგ­ზა­ზე ტო­ვებ­დნე­ნო".

- რა ხდე­ბო­და ეპი­დე­მი­ე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში?

- მთა­ში ეპი­დე­მი­ე­ბი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რად­გან მის­ვლა-მოს­ვლა ჰქონ­დათ მთი­სა და ბა­რის მო­სახ­ლე­ო­ბას, ისი­ნიც არ იყ­ვნენ და­ცულ­ნი. მთის მო­სახ­ლე­ო­ბა ეპი­დე­მი­ებს ღვთის რის­ხვად და სას­ჯე­ლად მი­იჩ­ნევ­და.

გვაქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვა ანა­ტო­რის, რო­დე­საც მთე­ლი სო­ფე­ლი ამო­წყდა, იქ ძი­რი­თა­დად სი­სა­უ­რებს უცხოვ­რი­ათ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სიმპტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდე­ბო­დათ, სპე­ცი­ა­ლურ აკ­ლდა­მებ­ში მი­დი­ოდ­ნენ და იქ ელო­დე­ბოდ­ნენ სიკ­ვდილს. ადრე გარ­დაც­ვლი­ლებს სა­წო­ლი თა­რო­ე­ბი­დან ძირს გად­მო­ად­გებ­დნენ და მში­ერ-მწყურ­ვალ­ნი, გან­მარ­ტო­ე­ბით ელოდ­ნენ სიკ­ვდილს... ეს სო­ფე­ლი მთლი­ა­ნად გა­წყდა, შვი­დი ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
16

ძალიან დროული და იმედის მომცემი სტატიაა.

Mari
63

არ გადააქციონ ბნელმა ზოგიერთმა მღვდელმა საქართველოს ეკლესია სექტად!! სექტაში უნერგავენ ხალხს, რომ საშიში ვირუსი მრევლს არ დაემართება ,ხალხმრავალ ეკლესიაში წირვის დროს!! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქოლერის ეპიდემიამ საქართველოში პატრიარქი იმსხვერპლა - უმძიმესი ფაქტები ქართველების ცხოვრებაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების დროს

ქოლერის ეპიდემიამ საქართველოში პატრიარქი იმსხვერპლა - უმძიმესი ფაქტები ქართველების ცხოვრებაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების დროს

საქართველომ ბოლო რამდენიმე საუკუნეში არაერთი ეპიდემია გადაიტანა. მომაკვდინებელ ვირუსებთან ბრძოლა მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ არაერთ ისტორიულ წყაროშია ცნობები შემორჩენილი. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანას სამ ეპიდემიასთან მოუხდა ბრძოლა - შავმა ჭირმა, ქოლერამ და "ისპანკამ" ათასობით ქართველი იმსხვერპლა.

გენეალოგი ქეთი პაპუნაშვილი AMBEBI.GE-ს უყვება საინტერესო დეტალებს ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ ეპიდემიების დროს:

- ქოლერას ეპიდემია პირველად 1840 წელს გავრცელდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საეკლესიო ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ორ და სამ დღეში იხოცებოდნენ მთლიანად ოჯახები. შეიძლებოდა ერთი გვარის ხალხიც კი დახოცილიყვნენ.

მაშინ გაცილებით ბევრი ადამიანი დაზარალდა და მსხვერპლიც მეტი იყო. ქოლერა მეოცე საუკუნის დასაწყისშიც განმეორდა, მაგრამ მაშინ უკვე ხალხს გამოცდილება ჰქონდა და თან გაითვალისწინეთ, რომ აცრის შესაძლებლობა იყო.

მეორედ ეპიდემია უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში 1919 წელს დაიწყო. პირველი შემთხვევები უცხოელებისგან დაფიქსირდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ, მათი რიცხვი არ აღემატებოდა 90-ს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გადამდები დაავადება იყო, გადაედოთ სხვა თბილისელებსაც. დადგა საკითხი, რომ საპრევენციო ღონისძიებები მიეღოთ.

თბილისს ამაზე უფრო რთული ეპიდემიებიც ახსოვდა, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღეს ზომები: ქარხნებისა და ფაბრიკების მეპატრონეებს აეკრძალათ გადაუდუღებელი ან ცივი წყლის მიწოდება მუშებისთვის. უფრო მეტად კონტროლდებოდა სანიტარული მდგომარეობა, ჩართული იყო იმ დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ არ მომხდარიყო წესების დარღვევა, რომელიც შემოიღეს.

ქოლერას დროს ძალიან უფრთხოდნენ მწერებს, განსაკუთრებულად ბუზებს. ხალხს აფრთხილებდნენ, რომ მიექციათ ყურადღება, არ ეჭამათ ისეთი ხილი, რომელსაც ბუზები ასხდებოდნენ, გაეტანათ დროულად ნაგავი, ასევე გაეკეთებინათ აცრები. თუმცა, მაშინაც იყვნენ აცრების მოწინააღმდეგეები, რის საწინააღმდეგოდაც სამედიცინო პერსონალს მაგალითად მოყავდათ ყვავილზე აცრილი ის 2000 ადამიანი, რომლებიც კარგად გრძნობდნენ თავს.

ნელ-ნელა ადამიანები დაემორჩილნენ ექიმებს და აიცრნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქოლერაზე აცრები იყო უფასო. არსებობდა სპეციალური პუნქტები, სადაც შეიძლებოდა აცრების გაკეთება და ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო.

- რა ხდებოდა ამ დროს საპატიმროებში?

- ქოლერა თბილისში ორთაჭალის ციხეშიც გავრცელდა და პატიმრებს გადაედოთ. იზოლაციებში იყვნენ საეჭვო პატიმრები და დაენიშნათ უფრო ხშირად ბანაობა. აეკრძალათ უმი საკვები, ხილი და ბოსტნეული. უნდა დაელიათ მხოლოდ გადადუღებული წყალი. ასევე ციხის ადმინისტრაციას დაევალა, რომ პატიმრების თეთრეული და ტანსაცმელი ყოფილიყო მაქსიმალურად სუფთა.

1919-1920 წლებში თბილისში გრიპის ეპიდემია, „ისპანკა" და ქოლერა მძვინვარებდა. ქოლერას გავრცელების მიზეზი დაბინძურებული მტკვრის სასმელ წყლად გამოყენება უნდა ყოფილიყო.

ქოლერას ეპიდემიას ემსხვერპლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დაბადებული 1861 წლის 15 თებერვალს, დისევში (ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი), ავტ.).

დაავადების თავიდან აცილების მიზნით მორჩილებმა მთიდან წყაროს წყალი ჩამოუტანეს, ლეონიდემ უარი განაცხადა წყაროს წყლის მიღებაზე იმ მოტივით, რომ მასაც ის წყალი უნდა ესვა, რასაც მისი მრევლი სვამდა

დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, ვინმესგან გადაედო პატრიარქს დაავადება თუ წყლით დაავადდა, მაგრამ 1921 წლის 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, საპატრიარქო რეზიდენციაში, სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა.

- განსაკუთრებულად რომელი რეგიონი ზარალდებოდა ეპიდემიების დროს?

- ყველაზე მეტად შავი ჭირით დაზარალდა დასავლეთ საქართველო, რის გამოც, ადამიანები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადიოდნენ და იცვლიდნენ საცხოვრებელს. ერთ-ერთ დოკუმენტში წერია, რომ მთელი გვარი იმერეთიდან ქართლში გადავიდა საცხოვრებლად.

ეპიდემიებს მოყვებოდა ეკონომიკური კრიზისი და შიმშილი. თუ უამინდობაც დაემატებოდა, ადამიანები მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენას ცდილობდნენ...

"შიმშილობა იყო ისეთი, დედამა შვილი შეჭამა. ერთი ლიტრი ფეტვი ოცდაათ თანგათ იყო, ბერს საფურცლეს ფეტვი ედვა, იქიდაღმამოც ისრე იყიდა, მერმე საორმოცეთ ჩვენა მოგვცა, ჩვენ ერთი კარი კიდევა მივეცით და ის კარი მანგლეს მიცა ... ქელქედაშვილს საორმოცეთა, ისიც ჩემის კონდაკითა მომებირა, ვინცა ეს ჩვენ შვილთა შეუცვალოს, ჩემითა", - ვკითხულობთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ერთ დოკუმენტში.

გერმანელი მოგზაური და მეცნიერი იოჰან გიულდენშტედტი, სწორედ ეპიდემიის დროს მოგზაურობდა საქართველოში, მას აქვს ძალიან საინტერესო ჩანაწერები როგორ მკურნალობდნენ ყვავილსა და სხვადასხვა ტიპის ვირუსებს საქართველოში მცენარეებით.

თუკი ჩვენ ჩანაწერებს გადავხედავთ 1920-1925 წლამდე გარდაცვლილ ადამიანებს გარდაცვალების მიზეზი 70 პროცენტის შემთხვევაში წერია ისპანკა ან "ინფლექცია", მაშინ ინფექციას ასე წერდნენ.

- პირველი აცრის შესახებ რა ინფორმაცია გვაქვს?

- საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ინფექციებიდან ერთ-ერთია ყვავილი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყვავილის ვაქცინა ევროპელმა მეცნიერებმა და კათოლიკე მღვდლებმა შემოიტანეს საქართველოში და ერთ-ერთი პირველი, ვინც ყვავილზე აცრეს იყო ერეკლე მეორის შვილი, იულონ ბატონიშვილი. ეს მოხდა 1772 წელს და ვაქცინაციას ამ დროს ეწოდებოდა "ყვავილის აჭრა".

1811 წელს მასობრივ შიმშილობას მოყვა შავი ჭირის ეპიდემიაც, რომელიც ახალციხის მხრიდან გავრცელდა (ამბობენ, გენერალმა ტორმასოვმა შემოიტანა ახალციხიდანო).

შიმშილობამ და ეპიდემიამ მარტო ერთი წლის განმავლობაში 32 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ხალხი რკოსა და წალამს ფქვავდა, ხის ძირებითა და ბალახით იკვებებოდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი აიყარა და გადასახლდა

კავკასიის მთავარმართებელი ალექსი ერმოლოვი იმერეთში შექმნილ მდგომარეობას, ასე ახასიათებს: "იმერეთში მძვინვარე უძლიერესი შავი ჭირი და შიმშილი იმდენად საშინელი იყო, რომ მამები თავიანთ შვილებს სამუდამოდ მონობაში ყიდიდნენ ლუკმა-პურისთივს, სასოწარკვეთილი დედები კი შიმშილისაგან გალეულ ბავშვებს ტყეში და შარაგზაზე ტოვებდნენო".

- რა ხდებოდა ეპიდემიების დროს საქართველოს მთაში?

- მთაში ეპიდემიები შედარებით ნაკლებად უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან მისვლა-მოსვლა ჰქონდათ მთისა და ბარის მოსახლეობას, ისინიც არ იყვნენ დაცულნი. მთის მოსახლეობა ეპიდემიებს ღვთის რისხვად და სასჯელად მიიჩნევდა.

გვაქვს ძალიან საინტერესო შემთხვევა ანატორის, როდესაც მთელი სოფელი ამოწყდა, იქ ძირითადად სისაურებს უცხოვრიათ. ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, სპეციალურ აკლდამებში მიდიოდნენ და იქ ელოდებოდნენ სიკვდილს. ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოადგებდნენ და მშიერ-მწყურვალნი, განმარტოებით ელოდნენ სიკვდილს... ეს სოფელი მთლიანად გაწყდა, შვიდი ადამიანი გადარჩა სასწაულებრივად...

"გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ... თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან, გექნებათ მესამე ძალა!" - მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

KIU-ში სტუდენტთა საგაზაფხულო მობილობა იწყება

"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?