საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ..." - ეკა ხოფერიას ქალიშვილი ორკვირიან თვითიზოლაციაშია
"ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ..." - ეკა ხოფერიას ქალიშვილი ორკვირიან თვითიზოლაციაშია

ჟურ­ნა­ლისტ ეკა ხო­ფე­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ყვე­ლა წე­სის დაც­ვით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მო­თავ­სდა. ხო­ფე­რია დიდი ხნის უნა­ხა­ვი შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელო­და, თუმ­ცა რო­გორც წერს, წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ანა­ნო ლე­ვი­ძე ორ კვი­რას გა­ა­ტა­რებს იზო­ლა­ცი­ა­ში:

"მი­უნ­ხე­ნი-თბი­ლი­სის რე­ი­სი შეს­რულ­და. ყვე­ლა თბი­ლის­შია. მათ შო­რის, ჩემი შვი­ლიც. პრო­ცე­დუ­რა იყო ასე­თი: დაგ­ვი­რე­კეს გუ­შინ, მო­ვიდ­ნენ, დე­ტა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მეს ბინა, ყვე­ლა­ფე­რი. აგ­ვიხ­სნეს, მოგ­ვცეს ინ­სტრუქ­ცია, რო­გორ და რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. აე­რო­პორ­ტი­დან სპეც. მან­ქა­ნით მო­იყ­ვა­ნეს, აი­ღეს გა­სა­ღე­ბი და ანა­ნო გა­ვი­და ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

ახლა რა მინ­და ვთქვა, მთა­ვა­რი! უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამ მარ­თლაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი შრო­მის­თვის თქვენ ყვე­ლას, ვინც 24 სა­ა­თი და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობთ, ყვე­ლას! ჩვენს სა­ელ­ჩო­ებს, სა­კონ­სუ­ლო­ებს, აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხურს, მე­სა­ზღვრე­ებს, ექი­მებს, მთელ მედ­პერ­სო­ნალს და ზო­გა­დად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს. გავა დრო და ამას ასი­ა­თას­ჯერ დავ­წერთ და ვი­ტყვით.

ჩვე­ნი მად­ლი­ე­რე­ბა კი იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი დო­ნის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ორ სი­ტყვა­ში: დავ­რჩეთ სახ­ლში.

გა­ას­მა­გე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბი­თა და სა­მა­გა­ლი­თოდ სწო­რედ ახ­ლად­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა მო­ვიქ­ცეთ.

ყვე­ლა მშო­ბელს გი­სურ­ვებთ ძა­ლი­ან მალე თქვე­ნი შვი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და ზუს­ტად ვიცი, ეს უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­დე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად და კარ­გად. არ იღელ­ვოთ, რთუ­ლია, მაგ­რამ ეცა­დეთ.

და აი, ახლა ცოტა ყელ­ში ბურ­თი მაქვს გა­ჩხე­რი­ლი, მეტს ვე­ღარ დავ­წერ. მოკ­ლედ, მაგ­რად დავ­დგეთ, მე­გობ­რე­ბო, და დავძლევთ" - წერ ხო­ფე­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე, რო­მე­ლიც პა­რი­ზი­დან ჩა­მოფ­რინ­და, სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გე­გუ­ჩა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ოდს კა­ხეთ­ში, თე­ლავ­ის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში გა­ივ­ლის.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
naTela
182

რა დამსახურებისსთვისაა ამ ქალბატონის შვილი სახლში თვითიზოლაციაში. რა დააშავა ნანუკას გოგომ რადგან დედამისი მთავარ არხზე მუშაობს ან ასობით სხვა მოქალაქემ? აღარ უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი

ნნ
2

თვითიზოლაცია და კარანტინი ნებაყოფლობითია. არაფერ შუაშია აქ შერჩევა გადარჩევა. მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი რჩება სახლში, მართლა თვითიზოლაციაშია და არ გადის გარეთ. თორემ ზოგი ვითომ თვითიზოლაციაში მყოფი კი ვნახეთ, პოლიციის ძალით გახდა კარანტინში გადასაყვანი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ..." - ეკა ხოფერიას ქალიშვილი ორკვირიან თვითიზოლაციაშია

"ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ..." - ეკა ხოფერიას ქალიშვილი ორკვირიან თვითიზოლაციაშია

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ქალიშვილი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და სწავლობს საქართველოში დაბრუნდა და ყველა წესის დაცვით თვითიზოლაციაში მოთავსდა. ხოფერია დიდი ხნის უნახავი შვილის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა, თუმცა როგორც წერს, წესებს ემორჩილებიან და რეკომენდაციების შესაბამისად ანანო ლევიძე ორ კვირას გაატარებს იზოლაციაში:

"მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ, მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეც. მანქანით მოიყვანეს, აიღეს გასაღები და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში.

ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.

ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში.

გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახლადდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ.

ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ.

და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ, მეგობრებო, და დავძლევთ" - წერ ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე, რომელიც პარიზიდან ჩამოფრინდა, სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკარანტინო პერიოდს კახეთში, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე