მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ მორიგი "თრიფისთვის" ღიღინით დაიწყებდეთ ჩემოდნის ჩალაგებას, დაფიქრდით..." - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
"სანამ მორიგი "თრიფისთვის" ღიღინით დაიწყებდეთ ჩემოდნის ჩალაგებას, დაფიქრდით..." - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, ვი­ტერ­ბოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, თაკო ილუ­რი­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს მი­მარ­თავს:

"მეც ვფიქ­რობ, რომ ავად­მყო­ფო­ბა და­სა­მა­ლი არაა და არც კო­რო­ნაა გა­ნა­ჩე­ნი! ამი­ტომ დავ­წერ ამ სტა­ტუსს, რო­მე­ლიც არა შე­ცო­დე­ბის, არა­მედ გაფრ­თხი­ლე­ბის იქ­ნე­ბა. მი­ნი­მუმ და­ფიქ­რე­ბის.

იმ დროს, როცა ჩვენ არ­ტე­რი­ი­დან სის­ხლის აღე­ბით და­ლურ­ჯე­ბულ ხე­ლებს ვე­ღარ ვა­მოძ­რა­ვებთ. იმ დროს, როცა ექთ­ნე­ბის­თვის ჩვე­ნი ვე­ნის პოვ­ნა ხდე­ბა პრობ­ლე­მა, იმი­ტომ რომ ორი­ვე ხელი ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი გვაქვს ანა­ლი­ზე­ბის­გან და იმ დროს, როცა ჩვენ თქვე­ნი, 20 ლა­რად ნა­ყი­დი ბი­ლე­თის გა­უქ­მე­ბის მგლო­ვი­ა­რე ხალ­ხის, მსხვერ­პლე­ბი ვართ, თქვენ მო­რი­გი სა­ნა­ხა­ო­ბით ტკბე­ბით, იმ იმე­დით, "მე კო­რო­ნა არ შემ­ხვდე­ბა, აბა ბი­ლეთს ხომ არ გა­ვა­უქ­მებ, ოც­ნე­ბას ხომ არ და­ვინ­გრევ?!"

რამ­დე­ნი გუ­რამ შე­რო­ზი­აც არ უნდა გა­მო­ვი­დეს თა­ვი­სი ბრძნუ­ლი სი­ტყვით და თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი "გა­გიპ­რა­ვოთ", მე გე­უბ­ნე­ბით, რომ ეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­კუ­თა­რი ეგოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვე­რა­ნა­ირ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მო­გა­ნი­ჭებ­დათ, გვერ­დით პა­ლა­ტე­ბი­დან ამ ვირუ­სის მსხვერ­პლი ადა­მი­ა­ნე­ბის კვნე­სის, ოხვრი­სა და ტი­რი­ლის ხმა რომ გა­გა­გო­ნათ, შვე­ლას რომ ითხო­ვენ უშე­დე­გოდ, იმი­ტომ რომ არა­ვინ იცის, რო­გორ და­ეხ­მა­როს!

ამი­ტომ სა­ნამ მო­რიგ უსინ­დი­სო­ბას ჩა­ი­დენ­დეთ, სა­ნამ მო­რი­გი "თრი­ფის­თვის" ღი­ღი­ნით და­ი­წყებ­დეთ ჩე­მოდ­ნის ჩა­ლა­გე­ბას, და­ფიქ­რდით, რის­თვის სწი­რავთ თქვენს გარ­შე­მო ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს, იქ­ნებ არც გი­ღირ­დეთ, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ლარი ამ ტან­ჯვად, რა­საც ჩვენ გან­ვიც­დით და გავ­დი­ვართ? მა­შინ, როცა ჩვენ ყვე­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის წესს ვი­ცავ­დით, რომ თავი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა!

ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც შემ­თხვე­ვე­ბი შე­და­რე­ბით ბევ­რია. ამ ვირუ­სის მას­შტა­ბი დიდი ხა­ნია გას­ცდა 80 ქვეყ­ნის სა­ზღვრებს, ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად მი­დი­ხართ, იტა­ლი­ა­ში თუ სად­მე სხვა­გან.

მე კარ­გად ვარ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით ახალ­გაზ­რდებს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად შე­უძ­ლი­ათ გა­და­ტა­ნა, მაგ­რამ გთხოვთ, ნურც სა­კუ­თარ თავს და ნურც ნუ­რა­ვის გა­წი­რავთ თქვე­ნი რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა თუ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, უბ­რა­ლოდ გა­და­დეთ! მად­ლო­ბა", - წერს თაკო ილუ­რი­ძე.

თაკო ილუ­რი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი 4 მარტს და­უდ­გინ­და, ის რო­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 12 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ იტა­ლი­ა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს. რო­გორც და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე მან უნდა გა­ი­ა­როს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე.

„იცით, რომ იტა­ლი­ა­ში გვყავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სით, ის გა­დი­ო­და შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე უკვე გა­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, ეს ძა­ლი­ან კარ­გი ცნო­ბაა ჩვენ­თვის. სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე, მან მა­ინც უნდა გა­ი­ა­როს სა­კა­რან­ტი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ჯან­მრთე­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ოჯახს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

სა­კუ­თარ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თაკო ილუ­რი­ძე ბლოგს აქ­ვეყ­ნებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც, სა­თა­უ­რით "კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­ნა­ჩე­ნი არ არის". პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში თა­კოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ულო­ცავს:

"მი­ხა­რია, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ"

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დი. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ"

"პირ­ველ­მა ქარ­თველ­მა და­ა­მარ­ცხე ეს ვირუ­სი. გი­სურ­ვებთ ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვი"

"ეს რა სტრე­სი და სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­გი­ტა­ნია! ყო­ჩა­ღი გოგო, სულ ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნი­ე­რი იყა­ვი, კარ­გო გოგო, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკან დარ­ჩა და მალე დაბ­რუნ­დე­ბი შენ სამ­შობ­ლო­ში და ოჯახ­ში", - წე­რენ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
0

300 ევროიანი ბილეთი გავაუქმე,მგონი არ დამიბრუნებენ და არც მინდა,ოღონდაც ყველა კარგად იყოს

ირაკლი
0

ძალიან ლამაზი და კარგი გოგო ხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სანამ მორიგი "თრიფისთვის" ღიღინით დაიწყებდეთ ჩემოდნის ჩალაგებას, დაფიქრდით..." - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"სანამ მორიგი "თრიფისთვის" ღიღინით დაიწყებდეთ ჩემოდნის ჩალაგებას, დაფიქრდით..." - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იტალიაში მყოფი ქართველი გოგონა, ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტი, თაკო ილურიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოგზაურობის მსურველებს მიმართავს:

"მეც ვფიქრობ, რომ ავადმყოფობა დასამალი არაა და არც კორონაა განაჩენი! ამიტომ დავწერ ამ სტატუსს, რომელიც არა შეცოდების, არამედ გაფრთხილების იქნება. მინიმუმ დაფიქრების.

იმ დროს, როცა ჩვენ არტერიიდან სისხლის აღებით დალურჯებულ ხელებს ვეღარ ვამოძრავებთ. იმ დროს, როცა ექთნებისთვის ჩვენი ვენის პოვნა ხდება პრობლემა, იმიტომ რომ ორივე ხელი ჩალურჯებული გვაქვს ანალიზებისგან და იმ დროს, როცა ჩვენ თქვენი, 20 ლარად ნაყიდი ბილეთის გაუქმების მგლოვიარე ხალხის, მსხვერპლები ვართ, თქვენ მორიგი სანახაობით ტკბებით, იმ იმედით, "მე კორონა არ შემხვდება, აბა ბილეთს ხომ არ გავაუქმებ, ოცნებას ხომ არ დავინგრევ?!"

რამდენი გურამ შეროზიაც არ უნდა გამოვიდეს თავისი ბრძნული სიტყვით და თქვენი საქციელი "გაგიპრავოთ", მე გეუბნებით, რომ ეგ შეუძლებელია. საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებდათ, გვერდით პალატებიდან ამ ვირუსის მსხვერპლი ადამიანების კვნესის, ოხვრისა და ტირილის ხმა რომ გაგაგონათ, შველას რომ ითხოვენ უშედეგოდ, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორ დაეხმაროს!

ამიტომ სანამ მორიგ უსინდისობას ჩაიდენდეთ, სანამ მორიგი "თრიფისთვის" ღიღინით დაიწყებდეთ ჩემოდნის ჩალაგებას, დაფიქრდით, რისთვის სწირავთ თქვენს გარშემო ათეულობით ადამიანს, იქნებ არც გიღირდეთ, თუნდაც რამდენიმე ასეული ლარი ამ ტანჯვად, რასაც ჩვენ განვიცდით და გავდივართ? მაშინ, როცა ჩვენ ყველა უსაფრთხოების წესს ვიცავდით, რომ თავი გადაგვერჩინა!

ეს არ ეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც შემთხვევები შედარებით ბევრია. ამ ვირუსის მასშტაბი დიდი ხანია გასცდა 80 ქვეყნის საზღვრებს, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა სად მიდიხართ, იტალიაში თუ სადმე სხვაგან.

მე კარგად ვარ, საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით ახალგაზრდებს შედარებით მსუბუქად შეუძლიათ გადატანა, მაგრამ გთხოვთ, ნურც საკუთარ თავს და ნურც ნურავის გაწირავთ თქვენი რამდენიმე დღიანი სიამოვნებისა თუ სამუშაოს შესრულებისათვის, უბრალოდ გადადეთ! მადლობა", - წერს თაკო ილურიძე.

თაკო ილურიძეს კორონავირუსი 4 მარტს დაუდგინდა, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. 12 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან უნდა გაიაროს სავალდებულო საკარანტინე სივრცე.

„იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობაა ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე, მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საკუთარ გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით, თაკო ილურიძე ბლოგს აქვეყნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზეც, სათაურით "კორონავირუსი განაჩენი არ არის". პოსტის კომენტარებში თაკოს გამოჯანმრთელებას უამრავი ადამიანი ულოცავს:

"მიხარია, რომ გამოჯანმრთელი, ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებ"

"მოხარული ვარ, რომ გამოჯანმრთელდი. წარმატებებს გისურვებ"

"პირველმა ქართველმა დაამარცხე ეს ვირუსი. გისურვებთ ყოველთვის პირველი ყოფილიყავი"

"ეს რა სტრესი და სირთულეები გადაგიტანია! ყოჩაღი გოგო, სულ ჯანმრთელი და ბედნიერი იყავი, კარგო გოგო, ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი უკან დარჩა და მალე დაბრუნდები შენ სამშობლოში და ოჯახში", - წერენ პოსტის კომენტარებში.

"ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ - გევედრებით..." - რა მიმართვას უგზავნის გიგი უგულავა პატრიარქს ციხიდან

რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი