პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის დროს? - WHO-ს რეკომენდაციები
როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის დროს? - WHO-ს რეკომენდაციები

ფსი­ქო­ლო­გი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ჟანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე გვი­ზა­რებს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს კო­რო­ნა-ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში, ფსი­ქი­კურ ჯანრმთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის თა­ო­ბა­ზე. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თარ­გმანს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მე­გობ­რე­ბო, ვი­საც და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ვთარ­გმნე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი - რო­გორ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­ორ­ბებ­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის­თვი­საა:

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­რო­ნა-ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში ფსი­ქი­კურ ჯანრმთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის თა­ო­ბა­ზე

ჯან­მოს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მიერ, შე­მუ­შა­ვე­ბულ იქნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის პა­კე­ტი, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის, COVID-19-ის პი­რო­ბებ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად.

ასევე დაგაინტერესებთ
18:19 / 13-03-2020

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

09:29 / 14-03-2020

"80% ამ ვირუსს ალბათ ზედმეტი გართულების გარეშე გადაიტანს..." - რას ამბობს COVID-19-ზე ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკაში ინფექციურ კლინიკას მეთვალყურეობს

12:40 / 16-03-2020

კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი ქვეყნები - რა მდგომარეობაა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

10:02 / 18-03-2020

"რა არის სათაკილო იმაში, რომ დაინფიცირების გეშინიათ?!" - თამარ გაგოშიძის რჩევები კორონავირუსის პანიკის დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად

ზო­გა­დი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის

1. COVID-19 გავ­რცელ­და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ, გთხოვთ, არ და­ა­კავ­ში­როთ ის რო­მე­ლი­მე ეთ­ნი­კურ ჯგუფ­სა თუ ეროვ­ნე­ბას­თან. გა­მო­ი­ჩი­ნეთ თა­ნაგ­რძნო­ბა მათ მი­მართ, ვი­საც ეს პრობ­ლე­მა გა­უჩ­ნდა, მი­უ­ხე­და­ვად რე­გი­ო­ნი­სა და ქვეყ­ნი­სა. მათ, ვინც ავად გახ­დნენ, არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ.

2. ნუ უწო­დებთ და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს “კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებს”, “მსხვერ­პლებს” “კო­რო­ნა­ვირუ­სი­ან ოჯა­ხებს” ან “ავად­მყო­ფებს”. ისი­ნი არი­ან “ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი”, “ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დი­ან მკურ­ნა­ლო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო”, “ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბის პრო­ცეს­ში” და COVID19-სგან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ ისი­ნი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სამ­სა­ხუ­რებს, ოჯა­ხებ­სა და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს.

3. თავი აა­რი­დეთ იმგვა­რი ახა­ლი ამ­ბე­ბი­სა თუ გა­და­ცე­მე­ბის ყუ­რე­ბას, რო­მე­ლიც თქვენ­ში შფოთ­ვას მაღ­ლა წევს. ინ­ფორ­მა­ცია, ძი­რი­თა­დად, მო­ი­ძი­ეთ იმ მიზ­ნით, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი თქვე­ნი და თქვენს გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით. ეძი­ეთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დღე­ში ერთხელ, ან ორ­ჯერ. უე­ცა­რი და თით­ქმის უწყვე­ტი ახა­ლი ამ­ბე­ბის ნა­კა­დი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ნე­ბის­მი­ერს შე­აშ­ფო­თებს. გა­ა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა ფაქ­ტებ­ზე. შე­აგ­რო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია რე­გუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, ჯამნმოს ვებგ­ვერ­დი­დან და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და სან­დო პლატ­ფორ­მე­ბი­დან - იმის­თვის, რომ ფაქ­ტე­ბი ჭო­რე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვოთ.

4. თავი და­ი­ცა­ვით და სხვბსაც გა­უფრ­თხილ­დით. სხვი­სი დახ­მა­რე­ბა ამ­გვა­რი კრი­ზი­სის დროს ეხ­მა­რე­ბა რო­გორც იმას, ვი­საც ეხ­მა­რე­ბი­ან, ასე­ვე თა­ვად დამ­ხმა­რეს.

5. ეცა­დეთ გა­ა­ზი­ა­როთ პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბე­ბი (მა­გა­ლი­თად - გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე) და პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც გა­მო­ი­ა­რეს და­ა­ვა­დე­ბა და გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, ან მათი, ვინც თა­ვის ახ­ლობ­ლებს თა­ნად­გო­მას უწევს.

6. აღ­ნიშ­ნეთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ღვაწ­ლი, ვინც ეხ­მა­რე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და ზრუ­ნავს თე­მის/სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­ზე.

ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბის­თვის

7. ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი ამ­ჟა­მად იღე­ბენ ისეთ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მას­ტრე­სი­რე­ბე­ლია. ამი­ტომ, მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია იგ­რძნოთ სტრე­სი. სტრე­სი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი/გრძნო­ბე­ბი არ არის იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ საქ­მის კე­თე­ბა, ან რომ სუს­ტი ხართ. პი­რი­ქით. სა­კუ­თა­რი სტრე­სის მარ­თვა ასეთ დროს იმ­დე­ნად­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც თქვე­ნი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვა.

8. და­უკ­ვირ­დით და შე­ე­ცა­დეთ და­იკ­მა­ყო­ფი­ლოთ თქვე­ნი სა­ბა­ზო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნოთ სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი: აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცით თავს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა - რო­გორც სა­მუ­შაო დღის მსვლე­ლო­ბა­ში, ასე­ვე მო­რი­გე­ო­ბებს შო­რის ინ­ტერ­ვალ­ში, იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად, იყა­ვით ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, იყა­ვით კონ­ტაქ­ტში მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან. თავი აა­რი­დეთ სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბის სა­ზი­ა­ნო სტრა­ტე­გი­ებს: თამ­ბა­ქოს. ალ­კოჰოლს და სხვა ნარ­კო­ტი­კებს. გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით, ამას შე­უძ­ლია თქვე­ნი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა. ეს უნი­კა­ლუ­რი და უპ­რე­ცენ­დენ­ტო გა­მოც­დი­ლე­ბაა ბევ­რი ჯან­დაც­ვის მუ­შა­კის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვებ­ში თუ მათ არ აქვთ მსგავ­სი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წარ­სულ­ში გა­მოც­დი­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გამ­კლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ.

9. ზო­გი­ერ­თმა თქვენ­გან­მა შე­საძ­ლოა გა­მოს­ცა­დოს ახ­ლობ­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის მხრი­დან თა­ვის არი­დე­ბის ქცე­ვა - სტიგ­მი­სა და ში­შის გამო. ამან, შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო და­გიმ­ძი­მოთ სტრე­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყა­ვით კავ­შირ­ში თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან დი­გი­ტა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ასე­ვე, ეძი­ეთ სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა კო­ლე­გე­ბის წრე­ში, თქვენს მე­ნე­ჯერ­თან, ან სხვა სან­დო ადა­მი­ა­ნებ­თან - თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი, შე­საძ­ლოა, იგი­ვე სირ­თუ­ლე­ებს გა­ნიც­დი­ან რა­საც თქვენ, და ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა და­გეხ­მა­რე­ბათ, უკეთ იგ­რძნოთ თავი.

10. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი (ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, შე­მეც­ნე­ბი­თი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი) სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას ვირუს­ზე გა­მო­ი­ყე­ნეთ მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენა. თუ ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ, არ შე­ი­ზღუ­დოთ თავი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მხო­ლოდ წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით.

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის და სამ­კურ­ნა­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რებ­სა და ლი­დე­რებს

11. შე­ე­ცა­დეთ და­იც­ვათ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სის­გან და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის­გან - ამ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი უკეთ შეძ­ლე­ბენ თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

12. უზ­რუნ­ველ­ყა­ვით თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კარ­გი ხა­რის­ხი და ინ­ფორ­მა­ცი­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა. გა­ა­კე­თეთ მუ­შა­კე­ბის რო­ტა­ცია მუ­შა­ო­ბის მა­ღა­ლი სტრე­სი­სა და და­ბა­ლი სტრსის პი­რო­ბე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბით. ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამუ­შა­ვეთ პარტნი­ო­რო­ბა­ში უფრო გა­მოც­დილ კო­ლე­გებ­თან. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში/გუნდში წა­ა­ხა­ლი­სეთ უერ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის კლი­მა­ტი - ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს მხარ­და­ჭე­რას, ერ­თმა­ნე­თის სტრე­სის მო­ნი­ტო­რინგსა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვას. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც თემ­ში გა­დი­ან სა­მუ­შა­ოდ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მუ­შა­ობ­დნენ წყვი­ლებ­ში. წა­ა­ხა­ლი­სეთ, გა­უ­წი­ეთ მო­ნი­ტო­რინ­გი და თა­ვად გა­ა­კე­თეთ ინი­ცი­ი­რე­ბა სა­მუ­შაო შეს­ვე­ნე­ბე­ბი­სა, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. გა­ა­კე­თეთ მოქ­ნი­ლი გრა­ფი­კი იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ვინც უშუ­ა­ლოდ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მას­ტრე­სი­რე­ბელ მოვ­ლე­ნებს, ან ვისი ოჯა­ხიც და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ამ­გვარ მოვ­ლე­ნებს.

13. თუ გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ - უზ­რუნ­ველ­ყა­ვით ის, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებს ჰქონ­დეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მე­ნე­ჯე­რე­ბი­ცა და გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც სტრე­სორ­თა იგი­ვე სის­ტე­მის ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­ნიც­დი­ან, რა­საც მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, და ზოგ­ჯერ - გა­მომ­დი­ნა­რე მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან, კიდე უფრო მეტს. ამი­ტომ, მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნია, ერთ მხრივ, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, და მე­ო­რე მხრივ - მე­ნე­ჯე­რებ­მა პი­რა­დი მა­გა­ლი­თით უჩ­ვე­ნონ თა­ნამ­შორმ­ლებს სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი.

14. გა­ათ­ვიც­ნო­ბი­ე­რეთ პირ­ვე­ლა­დი ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის მე­თო­დებ­ში და პრაქ­ტი­კულ ხერ­ხებ­ში მედ­პერ­სო­ნა­ლი, სას­წრა­ფოს მძღო­ლე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისი­ნი ვინც შემ­თხვე­ვებს ავ­ლე­ნენ და კა­რან­ტი­ნის მუ­შა­კე­ბი.

ბავ­შვებ­ზე მზრუნ­ველ პირ­თათ­ვის (მშობ­ლე­ბი, სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ძი­ძე­ბი და ა.შ.)

15. და­ეხ­მა­რეთ ბავ­შვებს რათა მო­ნა­ხონ პო­ზი­ტი­უ­რი გზე­ბი (მაგ., ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით და სხვ.), რომ გა­მო­ხა­ტონ შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი გრძნო­ბე­ბი - მაგ., შიში და სევ­და. თი­თო­ე­ულ ბავ­შვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სი გზა აქვს. ზოგ­ჯერ ამა­ში ეხ­მა­რე­ბა ისეთ შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა, რო­გო­რი­ცაა თა­მა­ში, ხატ­ვა, და ა.შ. შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა/კო­მუ­ნი­კა­ცია უსაფრ­თხო და მხარ­დამ­ჭერ გა­რე­მო­ში ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს, გა­უმკლავ­დნენ სტრესს.

16. ამ­ყო­ფეთ ბავ­შვე­ბი ახ­ლოს თა­ვის მშობ­ლებ­თან და ოჯახ­თან, თუ ეს უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის­თვის, და რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, თავი აა­რი­დეთ ბავ­შვე­ბი­სა და მათ­ზე მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის (მშობ­ლე­ბის, ძი­ძე­ბის და ა.შ.) და­ცი­ლე­ბას. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ბავ­შვის და­შო­რე­ბა მის ძი­რი­თად მზრუნ­ველ­თან, მა­შინ დარ­წმუნ­დით, რომ მას კარგ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ზრუნ­ვას უწე­ვენ და რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ან მისი ექ­ვი­ვა­ლენ­ტი რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­ა­მოწ­მებს ბავ­შვის კე­თილ­დღე­ო­ბას. ამას­თან, და­შო­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, უზ­რუნ­ველ­ყა­ვით ბავ­შვის რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტაქ­ტი თა­ვის ოჯა­ხის წევ­რებ­თან/მზრუნ­ვე­ლებ­თან - იქ­ნე­ბა ეს დღე­ში ორ­ჯერ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, ან ვი­დეო ზარი, თუ სხვა, ასა­კის­თვის შე­სა­ფე­რი­სი კო­მა­ნუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მა­ტის (მაგ, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია) სა­შუ­ა­ლე­ბით.

17. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ჩვე­უ­ლი რუ­ტი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ბავ­შვი სახ­ლშია იზო­ლი­რე­ბუ­ლი. ჩარ­თეთ ბავ­შვი ასა­კის­თვის შე­სა­ფე­რის აქ­ტი­ვო­ბებ­ში. რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, წა­ა­ხა­ლი­სეთ ბავ­შვი, იურ­თი­ერ­თოს და ითა­მა­შოს სხვებ­თან - თუნ­დაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, თუ ოჯა­ხი იზო­ლა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

18. სტრე­სი­სა და კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში, ბავ­შვებს მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა სჭირ­დე­ბათ და ისი­ნი ითხო­ვენ კი­დე­ვაც მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. გა­ნი­ხი­ლეთ კო­რო­ნა­ვირუ­სი თქვენს შვი­ლებ­თან გულ­წრფე­ლად და მათი ასა­კის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მით. თუ შე­ა­ტყობთ, რომ ბავ­შვი წუხს, გა­ნი­ხი­ლეთ მისი წუ­ხი­ლი ერ­თობ­ლი­ვად, ამან შე­საძ­ლოა შე­ამ­სუ­ბუ­ქოს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ბავ­შვე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან ზრდას­რულ­თა ემო­ცი­ებ­სა და ქცე­ვას და მათ­გან სწავ­ლო­ბენ რე­ა­გი­რე­ბას და ემო­ცი­ე­ბის მარ­თვას გან­საც­დე­ლის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

მათ­თვის, ვინც ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე ზრუ­ნავს

19. ხან­დაზ­მუ­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, ან ვინც დე­მენ­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, შე­საძ­ლოა მე­ტად იშ­ფო­თონ, გა­ნი­ცა­დონ ბრა­ზი, სტრე­სი, აჟი­ტა­ცია, ან გა­ი­თი­შონ ამ­გვა­რი კრი­ზი­სის/კა­რან­ტი­ნის დროს. გა­უ­წი­ეთ პრაქ­ტი­კუ­ლი და ემო­ცი­უ­რი დახ­მა­რე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის (ოჯა­ხის) და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით.

20. გა­უ­ზი­ა­რეთ მარ­ტი­ვი ფაქ­ტე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა ხდე­ბა და გა­უ­ზი­ა­რეთ მკა­ფიო ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, თუ რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კის დაქ­ვე­ი­თე­ბა - ისე­თი ფორ­მით, ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი იყოს შე­მეც­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მო­ხუ­ცე­ბის­თვი­საც. რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, გა­ი­მე­ო­რეთ ინ­ფორ­მა­ცია. ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი უნდა იყოს არ­ტი­კუ­ლი­რე­ბუ­ლი მკა­ფი­ოდ, მოთ­მი­ნე­ბით და პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვით. შე­საძ­ლოა და­გეხ­მა­როთ, ასე­ვე, წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით, ან ნა­ხა­ტე­ბის სა­ხით გა­მო­ხატ­ვაც. ჩარ­თეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სხვა დამ­ხმა­რე­ე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცეს­ში და აგ­რეთ­ვე, თავ­დაც­ვი­თი ქცე­ვის გა­ვარ­ჯი­შე­ბის მიზ­ნით (მაგ., ხე­ლე­ბის და­ბან­ვის).

21. წა­ა­ხა­ლი­სეთ ხან­დაზ­მუ­ლე­ბი (მაგ., კე­თილ­დღე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ონ­რე­ბი), რომ იმო­ხა­ლი­სე­ონ თემ­ში - გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ნა­ტოლ­თა დახ­მა­რე­ბა, მე­ზობ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის შვი­ლებ­ზე ზრუნვდა და ა.შ.

მათ­თვის, ვინც იზო­ლა­ცი­ა­შია

22. დარ­ჩით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თქვენს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­თან. იზო­ლა­ცი­ა­შიც კი, შე­ე­ცა­დეთ რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ თქვე­ნი პი­რა­დი სა­ყო­ველ­დღეო ჩვე­უ­ლი რუ­ტი­ნა. თუ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, რომ ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი შე­ზღუ­დოთ, რათა გა­და­დე­ბის საფრ­თხე შემ­ცირ­დეს, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იყოთ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის, იმე­ი­ლის, ვი­დეო-კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით.

23. სტრე­სის დროს, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა თქვებს სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და გრძნო­ბებს. ჩა­ერ­თეთ ჯან­საღ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­მე­ლიც გსი­ა­მოვ­ნებთ და მა­რე­ლაქ­სი­რე­ბე­ლია. ივარ­ჯი­შეთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ძი­ლის ჩვე­უ­ლი რუ­ტი­ნა, იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად. შე­ხე­დეთ მოვ­ლე­ნებს პერ­სპექ­ტი­ვა­ში. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბენ, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ სა­უ­კე­თე­სო ზრუნ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მათ­თვის, ვინც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

24. თით­ქმის უწყვე­ტი ახა­ლი ამ­ბე­ბის ნა­კად­მა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა აგ­რძნო­ბი­ნოს შფოთ­ვა და დის­ტრე­სი. ეძი­ეთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დრო­ის კონ­კრე­ტულ/გარ­კვე­ულ პე­რი­ო­დებ­ში ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან და ჯან­მოს ვებგ­ვერ­დზე, და თავი აა­რი­დეთ მოს­მე­ნას ჭო­რე­ბი­სა, რაც დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

არაფერი არ არის საპანიკო,სისტემა მუშაობს.

ლილი
0

გაიხარეთ, ქალბატონო, ეს ინფორმაცია რომ მოგვაწოდეთ, ასეთ საქმეებს უნდა აკეთებს ახლა ყველა ნორმალური და კარგი ადამიანი:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის დროს? - WHO-ს რეკომენდაციები

როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის დროს? - WHO-ს რეკომენდაციები

ფსიქოლოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ჟანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გვიზარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს კორონა-ვირუსის პირობებში, ფსიქიკურ ჯანრმთელობაზე ზრუნვის თაობაზე. რეკომენდაციების თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო, ვისაც დაგაინტერესებთ: ვთარგმნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პიორბებში. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვისაა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონა-ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანრმთელობაზე ზრუნვის თაობაზე

ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების მიერ, შემუშავებულ იქნა რეკომენდაციების პაკეტი, სხვადასხვა ჯგუფებისთვის, COVID-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

ზოგადი მოსახლეობისთვის

1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.

2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს “კორონავირუსის შემთხვევებს”, “მსხვერპლებს” “კორონავირუსიან ოჯახებს” ან “ავადმყოფებს”. ისინი არიან “ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, “ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.

3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯამნმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ.

4. თავი დაიცავით და სხვბსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.

5. ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.

6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

ჯანდაცვის მუშაკებისთვის

7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც მასტრესირებელია. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა.

8. დაუკვირდით და შეეცადეთ დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება - როგორც სამუშაო დღის მსვლელობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს. ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით, ამას შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება. ეს უნიკალური და უპრეცენდენტო გამოცდილებაა ბევრი ჯანდაცვის მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.

9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა - სტიგმისა და შიშის გამო. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან, ან სხვა სანდო ადამიანებთან - თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იგივე სირთულეებს განიცდიან რასაც თქვენ, და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.

10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.

ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს

11. შეეცადეთ დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავისი მოვალეობების განხორციელებას.

12. უზრუნველყავით თქვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის კარგი ხარისხი და ინფორმაციის რეგულარული განახლება. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრსის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან. ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი - ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, გაუწიეთ მონიტორინგი და თავად გააკეთეთ ინიციირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება მასტრესირებელ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც დაექვემდებარა ამგვარ მოვლენებს.

13. თუ გუნდის ხელმძღვანელი ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ - უზრუნველყავით ის, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა იგივე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ - გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, კიდე უფრო მეტს. ამიტომ, მნიშვენლოვანია, ერთ მხრივ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ - მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშორმლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.

14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები, ისინი ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები.

ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.)

15. დაეხმარეთ ბავშვებს რათა მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის, და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეო ზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომანუნიკაციის ფორმატის (მაგ, სოციალური მედია) საშუალებით.

17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, იურთიერთოს და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.

18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში, ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდევაც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.

მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს

19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან, ან ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა მეტად იშფოთონ, განიცადონ ბრაზი, სტრესი, აჟიტაცია, ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირების (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით.

20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, თუ რა ხდება და გაუზიარეთ მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება - ისეთი ფორმით, ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, გაიმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებით და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა დაგეხმაროთ, ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატების სახით გამოხატვაც. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გავარჯიშების მიზნით (მაგ., ხელების დაბანვის).

21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონრები), რომ იმოხალისეონ თემში - განახორციელონ თანატოლთა დახმარება, მეზობლების მდგომარეობის გადამოწმება, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე ზრუნვდა და ა.შ.

მათთვის, ვინც იზოლაციაშია

22. დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ ქსელებთან. იზოლაციაშიც კი, შეეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდირებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.

23. სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვებს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე, და თავი აარიდეთ მოსმენას ჭორებისა, რაც დისკომფორტს იწვევს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"