სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

5 მარტს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ას­რუ­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. ბ., დამ­ნა­შა­ვედ სცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის სა­მარ­თლებ­რივ ინ­ტე­რე­სებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის- HRC კა­ხე­თის ოფი­სის იუ­რის­ტი ლია ხუ­როშ­ვი­ლი იცავს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი­დან“ აც­ნო­ბეს, 40 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 16 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2019 წლის ივ­ნის­ში და­ა­კა­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში 16 წლის არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას­თან, მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, რის შე­დე­გა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ფეხ­მძიმ­და. მან ბავ­შვი 2019 წლის 31 მა­ისს გა­ა­ჩი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი ი. ბ. ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მაა.

მომ­ხდა­რის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, დამ­ნა­შა­ვის სას­ჯე­ლის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან გო­გოს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის 14 წლის შვილ­ზე და­ნიშ­ვნა შეს­თა­ვა­ზეს, იმ დათ­ქმით, რომ „ბიჭი 16 წლის რომ გახ­დე­ბა, გო­გოს ცო­ლად მერე მო­იყ­ვანს“.

გა­მო­ძი­ე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც 10-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლე­ბი კვლავ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. პრობ­ლე­მა, მეტ­წი­ლად, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბუ­ნე­ბი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მყა­რად ფეს­ვგად­გმუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულს მე­ტად არ­თუ­ლებს ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის პრობ­ლე­მა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­სა­ჩი­ნო ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებ­შია.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ მი­ე­სალ­მე­ბა რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გა­სახ­სნე­ლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, ისე სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მსგავ­სი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა რე­ა­გი­რე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­ქცია აქვს, მაგ­რამ ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­აძ­ლი­ე­როს ქალ­თა და გო­გო­ნა­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას­თან ბრძო­ლის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, სის­ტე­მუ­რი და კომ­პლექ­სუ­რი მე­თო­დე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დეს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ქა­ლებ­ზე და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­გეგ­მოს მათი სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
5

პირდაპირ დაწერეთ რომ აზერბაიჯანელები არიან... თავს ნუ ჭრით კახელებს!

გიო-ს
2

  აზერები არიან და რატომ არ წერენ იმათ კითხე. ჯერ გაერკვიე და კახელებს თავი დაანებე. უკვე მერამდენეთ აბრალებთ მათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

5 მარტს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე. სასამართლომ ბრალდებული 1979 წელს დაბადებული ი. ბ., დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებული არასრულწლოვნის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის- HRC კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი იცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, 40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა. მან ბავშვი 2019 წლის 31 მაისს გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ი. ბ. ბავშვის ბიოლოგიური მამაა.

მომხდარის გახმაურების შემდეგ, დამნაშავის სასჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ „ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს“.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

„საქართველოში ქალთა და არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრობლემა, მეტწილად, მსგავსი დანაშაულების ბუნებიდან და საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპებიდან მომდინარეობს. აღნიშნულს მეტად ართულებს ენობრივი ბარიერი და ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და სოფლებშია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიესალმება როგორც აღნიშნული საქმის გასახსნელად საგამოძიებო უწყების აქტიურ მუშაობას, ისე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მსგავსი სახის დანაშაულების პრევენციისთვის სამართალდამცავთა რეაგირებასა და დამნაშავეთა დასჯას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, მაგრამ ასევე აუცილებელია, ხელისუფლებამ გააძლიეროს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პრევენციული მექანიზმები, სისტემური და კომპლექსური მეთოდებით. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე და აღნიშნულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დაიგეგმოს მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით'', - ნათქვამია ინფორმაციაში.

"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს

"ერეკლე ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა" - რას ყვება 18 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი, რომლის საქმეზეც გიორგი კანდელაკის ვაჟია დაკავებული