მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს" - ბოლო ცნობები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"ერთ-ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს" - ბოლო ცნობები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­ო­თხე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა, თუმ­ცა, სტა­ბი­ლუ­რი.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ფილ­ტვე­ბის ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია აქვს და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი მსუ­ბუ­ქი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით ვლინ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ინ­ფექ­ცი­ურ კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზით 12 პა­ცი­ენ­ტი წევს.

"პირ­ვე­ლი სამი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რია, ჯერ-ჯე­რო­ბით არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა, მე­ო­თხე პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც შე­მო­ვი­და ჩვენ­თან და მას მძი­მედ გა­მო­ხა­ტუ­ლი კლი­ნი­კა ჰქონ­და, ჯერ-ჯე­რო­ბით მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა, სტა­ბი­ლუ­რი. ცხე­ლე­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით გრძელ­დე­ბა. რენდგო­ნო­ლო­ი­გი­უ­რად მას­თან პნევ­მო­ნი­ის ნიშ­ნე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მისი სიმ­ძი­მე შე­ფა­სე­ბუ­ლი იქნა, რო­გორც მა­ინც ფილ­ტვის ან­თე­ბა და და­წყე­ბულ იქნა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და დი­ნა­მი­კა­ში ცხე­ლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გამო ჩა­ტარ­და გულ-მკერ­დის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კვლე­ვა , რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ აქ არის ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია.

მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით, კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მას­თან არის ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ მათი კო­რე­გი­რე­ბა ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია და ჩვე­უ­ლებ­რივ მას მკურ­ნა­ლო­ბა უგ­რძელ­დე­ბა.

და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა პა­ცი­ნე­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ვლინ­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ზოგ­თან ცხე­ლე­ბა გვაქვს და­ბა­ლი 37-დან 37.4-მდე, ზოგ­თან იშ­ვი­ა­თი ხვე­ლა გვაქვს, ზოგ­თან სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა და კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ყვე­ლას­თან შე­ი­ნიშ­ნე­ბა ერთ-ორი ნი­შა­ნი ცვლი­ლე­ბის რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად დი­ნა­მი­უ­რად არ ღრმავ­დე­ბა და არ უა­რეს­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე ჩემ­თან წევს 12 პა­ცი­ენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 13 შემ­თხვე­ვა დას­ტურ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

ღმერთო,უშველე ყველას...

ზურაბ
0

ღმერთო, დაგვიფარე, ყველა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ერთ-ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს" - ბოლო ცნობები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ერთ-ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს" - ბოლო ცნობები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, სტაბილური.

მისი ინფორმაციით, მას ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი მსუბუქი კლინიკური ნიშნებით ვლინდება. მისივე თქმით, ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 12 პაციენტი წევს.

"პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მას მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერ-ჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება ჯერ-ჯერობით გრძელდება. რენდგონოლოიგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებული იქნა, როგორც მაინც ფილტვის ანთება და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა და დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა , რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია.

მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერ-ჯერობით, კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით მასთან არის ცვლილებები, მაგრამ მათი კორეგირება ამ ეტაპზე შესაძლებელია და ჩვეულებრივ მას მკურნალობა უგრძელდება.

დანარჩენი ყველა პაცინეტის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი 37-დან 37.4-მდე, ზოგთან იშვიათი ხველა გვაქვს, ზოგთან სხვა გამოვლინება და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით ყველასთან შეინიშნება ერთ-ორი ნიშანი ცვლილების რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურად არ ღრმავდება და არ უარესდება. ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 13 შემთხვევა დასტურდება.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"