სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებით
11 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ პი­რებს დე­ტა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.

ზა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა გა­ნე­სა­ზღვრე­ბათ, სახ­ლში და­მო­უ­კი­დე­ბელ ოთახ­ში გან­თავ­სდნენ და ოჯა­ხის წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი და სა­ერ­თო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დონ.

"ამ პე­რი­ოდ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცია და იზო­ლა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა იმის­თვის, რომ მოხ­დეს ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა. წე­სე­ბი შედ­გე­ბა 11 პუნ­ქტის­გან, რომ­ლის დაც­ვაც არაა სირ­თუ­ლე. ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნებს არ შე­უქ­მნის და­მა­ტე­ბით დის­კომ­ფორ­ტს. მო­გე­ბა ამ წე­სე­ბის დაც­ვის­გან იქ­ნე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ამი­ტომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც გა­ნე­სა­ზღვრე­ბა, რომ ისი­ნი უნდა იყ­ვნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ასე­თე­ბი არი­ან ინ­ფექ­ცი­ის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­ვე და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან ახ­ლო­კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ჩა­მოს­ვლი­დან ან ამ კონ­ტაქ­ტი­დან შემ­დგო­მი 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში - რა­საც ვურ­ჩევთ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ეს არის:

  1. დარ­ჩით სახ­ლში. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა დარ­ჩნენ სახ­ლში, არ უნდა ია­რონ სკო­ლებ­ში, სამ­სა­ხურ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, არ უნდა მო­ახ­დი­ნონ გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რაც გვიდ­გე­ბა ხოლ­მე, მა­გა­ლი­თის­თვის სა­ყიდ­ლე­ბი, და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, ან ინ­ტერ­ნეტშეკ­ვე­თე­ბით და მი­უ­თი­თონ, რომ მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საგ­ნე­ბი დარ­ჩეს მათ კა­რებ­თან.
  2. შე­ზღუ­დონ კონ­ტაქ­ტე­ბი მათ­თან ერ­თად მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­თან. თუ ერთ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უნდა იყოს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, უნდა იყოს გან­ცალ­კე­ვე­ბულ სა­ძი­ნე­ბელ­ში და ეცა­დოს, რაც შე­იძ­ლე­ბა იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ო­დეს ოთა­ხი­დან. სა­ერ­თო სივ­რცე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას უნდა ეცა­დოს, რომ ამ სირ­ცე­ებ­ში შე­ხე­ბა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი და თუ მა­ინც ხდე­ბა შეხ­ვედ­რა, გა­მო­ი­ყე­ნოს ნი­ღა­ბი.
  3. თუ ასეთ ადა­მი­ანს, ვინც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზით, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უ­კავ­შირ­დეს იმ ექიმს, ვის­თა­ნაც აპი­რებს ვი­ზიტს, გა­აფრ­თხი­ლოს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, რათა კარ­გად და­ი­გეგ­მოს მისი ვი­ზი­ტი. იქ მის­ვლი­სას გა­მო­ი­ყე­ნოს ნი­ღა­ბი.
  4. მე­ო­თხე რჩე­ვა არის ის, რომ მი­თი­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ი­ყე­ნოს ნი­ღა­ბი.
  5. ხვე­ლი­სა და ცე­მი­ნე­ბის ეტი­კე­ტი. ცხვირ­ზე აი­ფა­რონ ერთჯე­რა­დი ცხვირ­სა­ხო­ცი და გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მა­შინ­ვე უნდა გა­და­აგ­დონ უსაფრ­თხოდ.
  6. ცე­მი­ნე­ბის, ხვე­ლის, ხე­ლის და­ბინ­ძუ­რე­ბის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის, ტუ­ა­ლე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი საპ­ნი­თა და გამ­დი­ნა­რე წყლით.
  7. არ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ზი­ა­რო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საგ­ნე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფს უნდა ჰქონ­დეს თა­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თეფ­ში, ჭიქა, ჩან­გა­ლი, კოვ­ზი და ა.შ. მათ გა­რე­ცხვა უნდა მოხ­დეს გან­ცალ­კე­ვე­ბით.
  8. და­აკ­ვირ­დნენ თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სიმპტო­მებს. თუ შე­იმ­ჩნე­ვა გა­უ­ა­რე­სე­ბა, აქვთ ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­მა­ტე­ბუ­ლი, გა­უჩ­ნდე­ბათ ხვე­ლა ან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სას­წრა­ფოდ და­უ­კავ­შირ­დნენ სა­კონ­ტაქ­ტო პი­რებს.
  9. ნუ მი­ი­ღებთ ამ პე­რი­ოდ­ში სტუმ­რებს. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის სტუმ­რო­ბის­გან შე­ი­კა­ვეთ თავი.
  10. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, თუ გყავთ ასე­თი ცხო­ვე­ლე­ბი, ეცა­დეთ, რომ მათ­თან კონ­ტაქ­ტი შე­ზღუ­დოთ. თუ იძუ­ლე­ბუ­ლი ხართ, რომ გქონ­დეთ კონ­ტაქ­ტი, და­ი­ბა­ნეთ ხელი კონ­ტაქტს შემ­დეგ.
  11. ნარ­ჩე­ნებს შე­ე­ხე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ხელ­სა­ხო­ცე­ბი და ნიღ­ბე­ბი უნდა მო­თავ­სდეს ცე­ლოფ­ნის პარკში, შევ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პარკს გა­და­ეკ­ვრე­ბა თავი, მო­თავ­სდე­ბა გან­მე­ო­რე­ბით მე­ო­რე პარკში, ამა­საც გა­და­ეკ­ვრე­ბა თავი და ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბულ იქ­ნას სა­ერ­თო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად და ასე­თი ნარ­ჩე­ნე­ბის პარკში არ მო­ა­თავ­სოთ საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
0

სადააა პირბადე თორე მოვახერხებდით გამოყენებაას ეჰ

Tbilisi
0

აშკარაა რომ საკმაოდ რთულია თვითიზოლაციაში ყველა პირობის დაცვა. ასე რომ უმჯობესია ყველა საეჭვო შემთხვევა იყოს ბინიდან გადაყვანილი შესაბამის დაცულ ადგილას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

11 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებით

11 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დეტალური რეკომენდაციებით მიმართავს.

ზახაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ადამიანები, რომელთაც იზოლაციაში ყოფნა განესაზღვრებათ, სახლში დამოუკიდებელ ოთახში განთავსდნენ და ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდონ.

"ამ პერიოდში თვითიზოლაცია და იზოლაცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმისთვის, რომ მოხდეს ინფექციის შემდგომი გავრცელების შეკავება. წესები შედგება 11 პუნქტისგან, რომლის დაცვაც არაა სირთულე. ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ შეუქმნის დამატებით დისკომფორტს. მოგება ამ წესების დაცვისგან იქნება წარმოუდგენლად დიდი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც განესაზღვრება, რომ ისინი უნდა იყვნენ თვითიზოლაციის მდგომარეობაში და ასეთები არიან ინფექციის მაღალი გავრცელების არეალებიდან დაბრუნებული ადამიანები, ასევე დადასტურებულ შემთხვევასთან ახლოკონტაქტირებული პირები, ჩამოსვლიდან ან ამ კონტაქტიდან შემდგომი 14 დღის განმავლობაში - რასაც ვურჩევთ ასეთ ადამიანებს ეს არის:

  1. დარჩით სახლში. ასეთი ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში, არ უნდა იარონ სკოლებში, სამსახურში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არ უნდა მოახდინონ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუ შესაძლებელია, 14 დღის განმავლობაში, ის საჭიროებები, რაც გვიდგება ხოლმე, მაგალითისთვის საყიდლები, დაიკმაყოფილონ სხვა ადამიანების დახმარებით, ან ინტერნეტშეკვეთებით და მიუთითონ, რომ მათთვის განკუთვნილი საგნები დარჩეს მათ კარებთან.
  2. შეზღუდონ კონტაქტები მათთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან. თუ ერთ ბინაში ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი, ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს თვითიზოლაციაში, უნდა იყოს განცალკევებულ საძინებელში და ეცადოს, რაც შეიძლება იშვიათად გამოდიოდეს ოთახიდან. საერთო სივრცეების გაზიარებისას უნდა ეცადოს, რომ ამ სირცეებში შეხება და ოჯახის წევრებთან შეხვედრა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და თუ მაინც ხდება შეხვედრა, გამოიყენოს ნიღაბი.
  3. თუ ასეთ ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება, ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, რაიმე სხვა მიზეზით, ის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს იმ ექიმს, ვისთანაც აპირებს ვიზიტს, გააფრთხილოს მოგზაურობის ისტორიის შესახებ, რათა კარგად დაიგეგმოს მისი ვიზიტი. იქ მისვლისას გამოიყენოს ნიღაბი.
  4. მეოთხე რჩევა არის ის, რომ მითითების შესაბამისად, გამოიყენოს ნიღაბი.
  5. ხველისა და ცემინების ეტიკეტი. ცხვირზე აიფარონ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ მაშინვე უნდა გადააგდონ უსაფრთხოდ.
  6. ცემინების, ხველის, ხელის დაბინძურების საკვების მიღების, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.
  7. არ გამოიყენონ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები სხვა ადამიანებთან ერთად. თვითიზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს თავისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ. მათ გარეცხვა უნდა მოხდეს განცალკევებით.
  8. დააკვირდნენ თავიანთ ჯანმრთელობასა და სიმპტომებს. თუ შეიმჩნევა გაუარესება, აქვთ ტემპერატურა მომატებული, გაუჩნდებათ ხველა ან სუნთქვის გაძნელება, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს.
  9. ნუ მიიღებთ ამ პერიოდში სტუმრებს. უცხო ადამიანების სტუმრობისგან შეიკავეთ თავი.
  10. რაც შეეხება შინაურ ცხოველებს, თუ გყავთ ასეთი ცხოველები, ეცადეთ, რომ მათთან კონტაქტი შეზღუდოთ. თუ იძულებული ხართ, რომ გქონდეთ კონტაქტი, დაიბანეთ ხელი კონტაქტს შემდეგ.
  11. ნარჩენებს შეეხება, გამოყენებული ხელსახოცები და ნიღბები უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში, შევსების შემთხვევაში პარკს გადაეკვრება თავი, მოთავსდება განმეორებით მეორე პარკში, ამასაც გადაეკვრება თავი და ამის შემდეგ შეიძლება განადგურებულ იქნას საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად და ასეთი ნარჩენების პარკში არ მოათავსოთ საკვების ნარჩენები“,- განაცხადა ზახაშვილმა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"