მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC: არის თუ არა კორონავირუსი რეალურად "მკვლელი"? - სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ პანიკაში არ უნდა იყოთ
BBC: არის თუ არა კორონავირუსი რეალურად "მკვლელი"? - სტატისტიკა, რომელიც  ამტკიცებს, რომ პანიკაში არ უნდა იყოთ

ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სის 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ვაქ­ცი­ნა, ამი­ტო­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პა­ნი­კა­შია და თვლი­ან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.

მაგ­რამ ვნა­ხოთ რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა და არის თუ არა მარ­თლაც ისე­თი სა­ში­ში, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს?

პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ის, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2 პრო­ცენ­ტია და რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი წე­რენ, ამ კომ­პო­ნენ­ტში ბოლო დღე­ებ­ში კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გა­ცი­ლე­ბით დი­დია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 80 000-მდე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 45 130 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რია ისე­თი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კა­ში აღ­წე­რი­ლი არაა, რად­გა­ნაც ვირუსს ხში­რად მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბი აქვს და ექიმ­თან მი­მარ­თვა სა­ჭი­რო არ ხდე­ბა.

BBC მე­დი­კო­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ასაკ­ზე, სქეს­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი კო­რო­ნა­ვირუსს ისე ამარ­ცხე­ბენ, რომ ექიმ­თან არ მი­დი­ან, რად­გა­ნაც სიმპტო­მე­ბი არ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა აღ­წე­რი­ლი არ არის, ამი­ტო­მაც უც­ნო­ბია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა იმის თქმა კი შეგ­ვიძ­ლია, რომ მათი რი­ცხვი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კა­ში წე­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს - ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 44 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ათ­ჯერ უფრო მა­ღა­ლია ხან­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებ­ში, სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით. ამას­თან, სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, კა­ცებ­ში უფრო მე­ტია გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ვიდ­რე ქა­ლებ­ში.

BBC ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით აქ­ვეყ­ნებს ინ­ფოგ­რა­ფი­კას, სა­დაც აღ­წე­რი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასა­კი­სა და სქე­სის მი­ხედ­ვით.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასა­კის მი­ხედ­ვით

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა ქა­ლებ­სა და კა­ცებს შო­რის

გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 30 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ში. კონ­კრე­ტუ­ლად კი, 4 500 ინ­ფი­ცი­რე­ბულს შო­რის, გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რულ­და რვა შემ­თხვე­ვა.

ამას­თან, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ უფრო მა­ღა­ლია დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში, ასე­ვე იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი წნე­ვა, გუ­ლის, ან სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­დათ.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, 80 წლის ასა­კის ჩი­ნელ მა­მა­კაც­თა ჯგუფს სულ სხვა რის­კი აქვს და სხვაგ­ვა­რია რის­კე­ბი ევ­რო­პე­ლი, ან აფ­რი­კე­ლი ამა­ვე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს შო­რის. და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე, იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მზა­დაა ქვე­ყა­ნა.

გრი­პი უფრო სა­ხი­ფა­თოა თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი?

გა­დაჭ­რით ამის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი გრი­პის სიმპტო­მე­ბით, რო­გორც წესი, ექიმ­თან არ მი­დის. ამი­ტო­მაც, ზუს­ტად არ ვი­ცით, გრი­პის ვირუ­სის რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა გვაქვს წე­ლი­წად­ში. მაგ­რამ უნდა ვთქვათ, რომ გრი­პი არის ის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე იწ­ვევს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, ისეთ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა დიდი ბრი­ტა­ნე­თი და აშშ.

ამას­თან, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში გრი­პის ვირუს­მა The Washington Post-ის ცნო­ბით, 2019 წელს 4 თვეში 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ასე რომ, კო­რო­ნა­ვირუს­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ვირუ­სი, თუ დრო­უ­ლად არ იმ­კურ­ნა­ლებთ.

რო­გორც CNN წერს, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი უკვე გა­მოვ­ლინ­და, მაგ­რამ ის არ იყო ისე­თი სიმ­ძი­მით, რო­გორც ჩი­ნეთ­ში, ექ­სპერ­ტე­ბი ამას იმით ხსნი­ან, რომ ჩი­ნეთ­ში ვირუ­სი რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი წყა­რო­დან გაჩ­ნდა, ხოლო ამე­რი­კა­ში ისე­ვე, რო­გორც ჩი­ნეთს მიღ­მა სხვა ქვეყ­ნებ­ში, ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­და, სწო­რედ ამი­ტომ, შე­და­რე­ბით იოლ ფორ­მებ­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

მთა­ვა­რი რჩე­ვა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია გას­ცემს არამ­ხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან, არა­მედ, ზო­გა­დად რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, ხე­ლე­ბის ხში­რად და­ბა­ნაა.

ასე­ვე, მო­ე­რი­დეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ახ­ვე­ლე­ბენ, აცე­მი­ნე­ბენ, არ შე­ე­ხოთ ხე­ლე­ბით თვა­ლებს, ცხვირ­სა და პირს, და­ი­ცა­ვით ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი, იყა­ვით მშვი­დად და არ აჰ­ყვეთ პა­ნი­კას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
13

პრობლემა კორონავირუსის მომაკვდინებლობაში არ არის. ეგ ვირუსი დაავადებულთა 2%-ს კლავს (არც ისეთი დაბალი პროცენტულობაა, არადა), ხოლო ინფიცირებულთა 70%-ს არ აღენიშნება სიმპტომები თითქმის, რაც სწორედ ამ დაავადების სივერაგის ნიშანია - ისე შეიძლება გადასდოთ ხალხს ეგ ვირუსი, რომ არც იცით რომ ვირუსის გადამდები ხართ, ხოლო თქვენ გამოჯანმრთელდებით და ის ვიღაც შეიძლება იმ 2%-ში აღმოჩნდეს, ვინც კვდება

ვოოტ
19

თქვენი არ ვიცი და მე ეს ვირუსი თანდათანობით უფრო მომწონს... ლარი მყარდება, ბენზინი იაფდება, უამრავი ფრენა გადაიდო და ჰაერი (მათ შორის საქართველოშიც) უფრო სუფთა ხდება, ხალხმა კარგა ხნის წინ მივიწყებული ელემენტარული ჰიგიენის წესები გაიხსენა და ზოგიერთი იმაზეც კი დაფიქრდა, რომ იქნებ არც ღირდეს ერთი ნაგვის ბუნკერიდან მეორისკენ მოლასლასე მაწანწალა ძაღლივით ბორიალი ქვეყნიდან ქვეყანაში... ყველაზე ცუდი სცენარითაც რომ განვითარდეს მოვლენები, საქართველოში შესაძლოა, 4-5%-ით შემცირდეს პენსიონერთა რაოდენობა, თუმცა ჩვენს პენსიონერებს კორონაზე ბევრად უარესი ვირუსები და მთავრობები გადაუტანიათ და ახლა ბელორუსებს კი მაყურებლის გარეშეც უნდა მოვუგოთ თბილისში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

BBC: არის თუ არა კორონავირუსი რეალურად "მკვლელი"? - სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ პანიკაში არ უნდა იყოთ

BBC: არის თუ არა კორონავირუსი რეალურად "მკვლელი"? - სტატისტიკა, რომელიც  ამტკიცებს, რომ პანიკაში არ უნდა იყოთ

ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯერჯერობით არ არსებობს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მედიკამენტები და ვაქცინა, ამიტომაც საზოგადოების ნაწილი პანიკაშია და თვლიან, რომ კორონავირუსი მომაკვდინებელია.

მაგრამ ვნახოთ როგორია რეალობა და არის თუ არა მართლაც ისეთი საშიში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი 2 პროცენტია და როგორც მკვლევარები წერენ, ამ კომპონენტში ბოლო დღეებში კლების ტენდენცია შეინიშნება. გაცილებით დიდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 80 000-მდე დაინფიცირებულიდან 45 130 გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაში აღწერილი არაა, რადგანაც ვირუსს ხშირად მსუბუქი ფორმები აქვს და ექიმთან მიმართვა საჭირო არ ხდება.

BBC მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვალების რისკი დაკავშირებულია კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის ასაკზე, სქესზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

ხშირ შემთხვევაში ადამიანები კორონავირუსს ისე ამარცხებენ, რომ ექიმთან არ მიდიან, რადგანაც სიმპტომები არ არის გამოხატული და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად, ყველა შემთხვევა აღწერილი არ არის, ამიტომაც უცნობია გამოჯანმრთელებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ მათი რიცხვი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაში წერია.

რაც შეეხება გარდაცვალების რისკს - ჩინეთში კორონავირუსის 44 000-ზე მეტი შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათჯერ უფრო მაღალია ხანში შესულ ადამიანებში, საშუალო ასაკის ადამიანებთან შედარებით. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, კაცებში უფრო მეტია გარდაცვალების შემთხვევები, ვიდრე ქალებში.

BBC ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფოგრაფიკას, სადაც აღწერილია კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების გარდაცვალების მაჩვენებელი ასაკისა და სქესის მიხედვით.

კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ასაკის მიხედვით

კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ქალებსა და კაცებს შორის

გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელია 30 წლამდე ადამიანებში. კონკრეტულად კი, 4 500 ინფიცირებულს შორის, გარდაცვალებით დასრულდა რვა შემთხვევა.

ამასთან, გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერ უფრო მაღალია დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც მაღალი წნევა, გულის, ან სუნთქვის პრობლემები აწუხებდათ.

როგორც გამოცემა წერს, 80 წლის ასაკის ჩინელ მამაკაცთა ჯგუფს სულ სხვა რისკი აქვს და სხვაგვარია რისკები ევროპელი, ან აფრიკელი ამავე ასაკის ადამიანებს შორის. დაავადების გართულება დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე, იმაზე, თუ რამდენად მზადაა ქვეყანა.

გრიპი უფრო სახიფათოა თუ კორონავირუსი?

გადაჭრით ამის თქმა შეუძლებელია, რადგანაც ადამიანების დიდი ნაწილი გრიპის სიმპტომებით, როგორც წესი, ექიმთან არ მიდის. ამიტომაც, ზუსტად არ ვიცით, გრიპის ვირუსის რამდენი შემთხვევა გვაქვს წელიწადში. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ გრიპი არის ის დაავადება, რომელიც დღემდე იწვევს გარდაცვალებას ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და აშშ.

ამასთან, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, აშშ-ში გრიპის ვირუსმა The Washington Post -ის ცნობით, 2019 წელს 4 თვეში 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ასე რომ, კორონავირუსზე არანაკლებ სახიფათო შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი, თუ დროულად არ იმკურნალებთ.

როგორც CNN წერს, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები უკვე გამოვლინდა, მაგრამ ის არ იყო ისეთი სიმძიმით, როგორც ჩინეთში, ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ ჩინეთში ვირუსი რაღაც კონკრეტული წყაროდან გაჩნდა, ხოლო ამერიკაში ისევე, როგორც ჩინეთს მიღმა სხვა ქვეყნებში, ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა, სწორედ ამიტომ, შედარებით იოლ ფორმებში გამოიხატა.

მთავარი რჩევა, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს არამხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ, ზოგადად რესპირატორული დაავადებებისგან თავის დასაცავად, ხელების ხშირად დაბანაა.

ასევე, მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ, არ შეეხოთ ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს, დაიცავით ჰიგიენის წესები, იყავით მშვიდად და არ აჰყვეთ პანიკას.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"