დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კომპანიებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში სადეზინფექციო საშუალებები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება.
"ჩვენთან ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ დეზინფექტორები და სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები - მათი გამოყენებით რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ხელები. ხშირად სველი წესით დაალაგეთ მაგიდები" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე განმარტა, რომ ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა
მე ვᲗვლი რომ Ჩვენს ქვეყანაᲨი დროებიᲗ მაინც სავალდებულო გახდეს პირბადის ტარება. ვისაც ექნება ეგ ვირუსი ქემაინც სხვას არ დაავირუსებს.
სასწრაფოდ!!! თუ გიყვართ სამშობლო და გეცოდებათ ხალხი, ან ჩაკეტეთ ყველა საზღვარი ან ყველა ჩამოსული, ვიმეორებ (ყველა!!!) უკლებლივ, გადაიყვანეთ კარანტინზე, ყველას აუღეთ ანლიზები და თუ არ დაუდასტურდათ არაფერი მხოლოდ ამის შემდეგ გაწერეთ საავადმყოფოდან. დროზე სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, თქვენ სხვა შემთხევაში ვერ აიცილებთ მასობრივ ეპიდემიას.