სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება
რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ მი­ვი­და პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე.

რო­გორც მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში ვრცლად ისა­უბ­რა თე­მებ­ზე, რომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კო­მი­ტეტ­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი.

„მე არ და­ვარ­ქმევ­დი, რომ პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლას თავი ავა­რი­დე. მეს­მის, რომ რეგ­ლა­მენ­ტით შე­იძ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი ვარ მი­ვი­დე, თუმ­ცა ჩემი აზ­რით, ამ სა­კითხს უნდა შევ­ხე­დოთ შემ­დეგ­ნა­ი­რად: სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ „მი­ნის­ტრის სა­ა­თის" ფარ­გლებ­ში ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში და დრო­ის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და­ვუთ­მე და მა­ნამ­დე წე­რი­ლიც კი გა­ვაგ­ზავ­ნე კო­მი­ტეტ­ში, რომ გა­მოვ­დი­ო­დი „მი­ნის­ტრის სა­ათ­ზე“ და იქ გავ­ცემ­დი ყვე­ლა­ფერს პა­სუხს, თუ რამე და­მა­ტე­ბი­თაც იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო, თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი კი­დევ მივ­სუ­ლი­ყა­ვი. თქვენ ნა­ხეთ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, დარ­ბა­ზი და­ტო­ვეს, არც კი იყ­ვნენ და არა­ნა­ი­რი შე­კი­თხვა არ დას­ვეს. ეს ნიშ­ნავს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, პა­სუ­ხი არ აინ­ტე­რე­სებ­დათ, უფრო სწო­რად მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნის ფორ­მა­ტი ალ­ბათ, იძ­ლე­ვა მეტი სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

მე­ო­რე, რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ, რომ ესაა პარ­ლა­მენ­ტის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, გე­ტყვით, რომ გა­და­ხე­დეთ და მო­ი­კი­თხეთ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, ბოლო 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 4-ჯერ ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში - გინ­დათ, ბოლო 6 თვე აი­ღეთ, გინ­დათ, 2019 წელი აი­ღეთ და ნა­ხეთ, ამ კი არა, რო­მე­ლი­მე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ამ­დენ­ჯერ თუ იყო მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში? ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ ვარ მი­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მატ­ში.

რო­დე­საც სამი დღის წინ ზუს­ტად იგი­ვე სა­კი­თხებ­ზე დე­ტა­ლუ­რად ვსა­უბ­რობ­დი, ერთ კით­ვა­საც არ გის­ვა­მენ, დარ­ბაზ­ში არ ჩერ­დე­ბი­ან, რომ მო­გის­მი­ნონ“... - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა და ეს მისი პა­რალ­მენ­ტში მის­ვლე­ბის სტა­ტის­ტი­კი­და­ნაც ჩანს. „ფაქ­ტია, რომ ეს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის არ არის. ესაა რა­ღა­ცის მო­სა­წყო­ბად და ცირ­კე­ბი მო­ა­წყონ რამ­დე­ნიც უნ­დათ“,-აცხა­დებს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი არ მი­ვი­და. რო­გორც დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მო­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე რო­მან კა­კუ­ლი­ამ გან­მარ­ტა, ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა არ­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას ამ დი­ლით აც­ნო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
7

იმიტომ რომ კიდია. ასე უნდა დაარქვა ყველაფერს თავის სახელი. კაკულიას კიდევ უნდა უთხრას კაცმა, შენ ვის უნდა უჯიკო შენ თვითონ საჯიკებელი ხარ იმ კარგი ქრთული ფილმის სიუჟეტის არ იყოს ))))

რატომ
19

რატომ უნდა იაროს მინისტრმა პარლამენტში ყოველდღე და დამოუკიდებელი დეპუტატების პოზირებას უყუროს , როგორ იწონებენ თავს ერთი და იმავე ვითომ "მწვავე" შეკითხვებით. ან ვინ აირჩია ისინი დამოუკიდებელ დეპუტატებად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფორმატში ვრცლად ისაუბრა თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომიტეტზე იყო დაბარებული.

„მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის" ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას.

მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ გადახედეთ და მოიკითხეთ ჟურნალისტებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ ვიყავი პარლამენტში - გინდათ, ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში.

როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ“... - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის განცხადებით, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება არაერთხელ დაამტკიცა და ეს მისი პარალმენტში მისვლების სტატისტიკიდანაც ჩანს. „ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის. ესაა რაღაცის მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“,-აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებაზე: "მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას"