ირანში კორონავისრუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობა 28 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან ხუთი გარდაიცვალა.
ირანში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ პირველი ინფორმაცია 19 თებერვალს გავრცელდა.
ამ დროისთვის, ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია პროვინციებში - ყუმში, მარქაზისა და მაზენდერანში.
რას უცდის ჩვენი მთავრობა? რატომ არ უკეტავს საზღვრებს ირანის მოქალაქეებს? დავიჯერო, თურქეთზე უფრო ძლიერი ჯანდაცვა გვაქვს, რომ არაფრის არ ეშინიათ
ამდენი ფიქრი და განხილვა რად უნდა ამ საკითხს, რომ საზღვარი უნდა ჩაიკეტოს! ერის ჯანმრთელობა უნდა იყოს ყველა საკითხზე მაღლა!