სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ევ­რო­პუ­ლი არხი შე­მო­დის, ჯერ კი­დევ გა­სულ წელს ზა­ფხულ­ში აც­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას "სილ­ქნეტ­მა". ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო მა­უ­წყებ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად ემ­ზა­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­იკლ პი­ტერ­სი. იგი თბი­ლისს ამ­ჯე­რად ნა­ხევ­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეს­ტუმ­რა და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა. მან შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს სა­ქარ­თე­ლო­ში ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლოს მზა­დე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეც აუ­წყა: ევ­რო­ნი­უს­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ხის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი შე­არ­ჩია. ეს გახ­ლავთ ვა­სი­ლის ბი­ცი­სი, რო­მელ­საც ევ­რო­ნი­უს­ში მუ­შა­ო­ბის ხან­გრძლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ამ­ჟა­მად იგი ევ­რო­ნი­უ­სის ბერ­ძნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე სილ­ქნე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი რა­მიშ­ვლმა აღ­ნიშ­ნა, ეს ტე­ლე­ვი­ზია ყვე­ლას­თვის იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი ეს პარტნი­ო­რო­ბა ევ­რო­ნი­უს­თან იქ­ნე­ბა ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში, ისე­ვე რო­გორც სილქ როუდ ჯგუ­ფის წევ­რი ყვე­ლა კომ­პა­ნია. მჯე­რა, რომ ეს პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ ეს იქ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო ტე­ლე­ვი­ზია, ყვე­ლა აზ­რი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის, რა­საც ევ­რო­ნი­უ­სი ამ­ბობს: ანუ-all views, all voices, all welcome (იგუ­ლის­ხმა ევ­რო­ნი­უ­სის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა).

ევ­რო­ნი­უ­სის პო­ლი­ტი­კის თა­ნახ­მად, არ­ხის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში თა­ვად ევ­რო­ნი­უ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ნიშ­ნავს და ამით ევ­რო­ნი­უ­სის უმ­თავ­რეს ფა­სე­უ­ლო­ბას იცავს - არ­ხის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბას. „ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა, ყვე­ლა ხმა - All News All Views”, ევ­რო­ნი­უ­სის ამ უმ­თავ­რეს გა­ნა­ცხადს ეფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ნი­უ­სიც - Euronews Georgia.

მა­იკლ პი­ტერ­სის გრა­ფი­კი ნო­მერ პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­თვის შე­სა­ფე­რი­სია - საკ­მა­ოდ გა­დატ­ვირ­თუ­ლი. თუმ­ცა, იგი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვი­საც პო­უ­ლობს დროს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მო­ზე მი­სულ სტუმ­რებს სი­ურპრი­ზი დახ­ვდათ. მას შემ­დეგ, რაც არ­ხის ად­გი­ლობ­რივ მე­ნე­ჯმენ­ტთან და სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან, გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­თან ერ­თად არ­ხის სი­ახ­ლე აუ­წყა და წა­რუდ­გი­ნა ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, DJ-ის პულტთან თა­ვად დად­გა და სტუმ­რებს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­სი მიქ­სი შეს­თა­ვა­ზა.

რო­გორც აღ­მონ­და, მა­იკ­ლის­თვის ეს მხო­ლოდ ჰობი არ არის და იგი სხვა­დას­ხვა დროს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დი­ჯე­ე­ბის გვერ­დით კლუ­ბებ­ში­ში „დიიფ ჰა­უსს“ უკ­რავს. ხოლო თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ღა­მოს სტუმ­რებს გა­სარ­თო­ბი რე­პერ­ტუ­ა­რი შე­ურ­ჩია, რი­თაც იზ­რუ­ნა, იმა­ზე, რომ მუ­სი­კის ნე­ბის­მი­ე­რი მოყ­ვა­რუ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი ყო­ფი­ლი­ყო. სტუმ­რე­ბი ევ­რო­ნი­უ­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ამ უც­ნო­ბი მხა­რის აღ­მო­ჩე­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩნენ და რო­გორც გა­ირ­კვა, კლუბს შა­ბათ­საც ეწ­ვე­ვი­ან, სა­დაც მა­იკ­ლი უკვე მოწ­ვე­უ­ლი DJ-ის ფორ­მატ­ში და­უკ­რავს.

ევ­რო­ნი­უ­სის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს მალე და­ტო­ვებს. მას და ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლოს დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვთ. არც ისე დიდი დრო დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხის მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე.

R

ავტორი:

"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა

"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა

ის, რომ საქართველოში ახალი საინფორმაციო ევროპული არხი შემოდის, ჯერ კიდევ გასულ წელს ზაფხულში აცნობა საზოგადოებას "სილქნეტმა". ევრონიუს საქართველო მაუწყებლობის დასაწყებად ემზადება. საქართველოში იმყოფება არხის გენერალური დირექტორი მაიკლ პიტერსი. იგი თბილისს ამჯერად ნახევრად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეკრებილ სტუმრებს საქართელოში ევრონიუს საქართველოს მზადების შესახებ უამბო და მნიშვნელოვანი სიახლეც აუწყა: ევრონიუსმა საქართველოში არხის მთავარი რედაქტორი შეარჩია. ეს გახლავთ ვასილის ბიცისი, რომელსაც ევრონიუსში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამჟამად იგი ევრონიუსის ბერძნული სამსახურის ხელმძღვანელია.

როგორც შეხვედრაზე სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვლმა აღნიშნა, ეს ტელევიზია ყველასთვის იქნება. ჩვენი ეს პარტნიორობა ევრონიუსთან იქნება ხალხის სამსახურში, ისევე როგორც სილქ როუდ ჯგუფის წევრი ყველა კომპანია. მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება წარმატებული და განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს იქნება საყოველთაო ტელევიზია, ყველა აზრისა და შეხედულების მქონე ადამიანისთვის, რასაც ევრონიუსი ამბობს: ანუ-all views, all voices, all welcome (იგულისხმა ევრონიუსის მთავარი ფასეულობა).

ევრონიუსის პოლიტიკის თანახმად, არხის მთავარ რედაქტორს ყველა ქვეყანაში თავად ევრონიუსის ხელმძღვანელობა ნიშნავს და ამით ევრონიუსის უმთავრეს ფასეულობას იცავს - არხის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას. „ყველა მოსაზრება, ყველა ხმა - All News All Views”, ევრონიუსის ამ უმთავრეს განაცხადს ეფუძნება საქართველოს ევრონიუსიც - Euronews Georgia.

მაიკლ პიტერსის გრაფიკი ნომერ პირველი ევროპული საინფორმაციო არხის გენერალური დირექტორისთვის შესაფერისია - საკმაოდ გადატვირთული. თუმცა, იგი სრულიად განსხვავებული საქმიანობისთვისაც პოულობს დროს. არაოფიციალურ კოქტეილის საღამოზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ. მას შემდეგ, რაც არხის ადგილობრივ მენეჯმენტთან და სილქნეტის დამფუძნებელთან, გიორგი რამიშვილთან ერთად არხის სიახლე აუწყა და წარუდგინა ახლად დანიშნული მთავარი რედაქტორი, DJ-ის პულტთან თავად დადგა და სტუმრებს ყველასთვის ცნობილი ჰიტების არაჩვეულებრისი მიქსი შესთავაზა.

როგორც აღმონდა, მაიკლისთვის ეს მხოლოდ ჰობი არ არის და იგი სხვადასხვა დროს პროფესიონალი დიჯეების გვერდით კლუბებშიში „დიიფ ჰაუსს“ უკრავს. ხოლო თბილისში გამართული საღამოს სტუმრებს გასართობი რეპერტუარი შეურჩია, რითაც იზრუნა, იმაზე, რომ მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის მისაღები ყოფილიყო. სტუმრები ევრონიუსის გენერალური დირექტორის ამ უცნობი მხარის აღმოჩენით აღფრთოვანებული დარჩნენ და როგორც გაირკვა, კლუბს შაბათსაც ეწვევიან, სადაც მაიკლი უკვე მოწვეული DJ-ის ფორმატში დაუკრავს.

ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მალე დატოვებს. მას და ევრონიუს საქართველოს დატვირთული გრაფიკი აქვთ. არც ისე დიდი დრო დარჩა საქართველოში ახალი საინფორმაციო არხის მაუწყებლობის დაწყებამდე.

R

90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?

მოიგე 250 000 ლარი 5 წუთში ერთხელ! - "კენო", მოგების 288 შანსი 24 საათში

20 თებერვალს "ღვინის ქარხანაში" PechaKucha Night Tbilisi გაიმართება