საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივიდეთ იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე? - ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ
როგორ მივიდეთ იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე? - ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ

“ხა­რის­ხი სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს­გეგ­მაა“, - ეს სი­ტყვე­ბი კომ­პა­ნია „ეფ­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს ლე­გენ­და­რულ სტივ ჯობსს ეკუთ­ვნის, რომ­ლის სა­ხელ­საც ყველ­გან გა­ი­გო­ნებთ, სა­დაც კრე­ა­ტივ­ზე, ინო­ვა­ცი­ა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­სა და სწორ ბიზ­ნეს­მო­დე­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

სტივ ჯობსს მი­აჩ­ნდა, რომ „ეფლი“ სწო­რედ ხა­რისხზე იდგა. ალ­ბათ კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მის მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი და სერ­ვი­სი მარ­თლაც ჰა­ე­რი­ვით სა­ჭი­როა. ხან­და­ხან კი ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას მხო­ლოდ იმი­ტომ არ უმარ­თლებს, რომ არას­წო­რი ბიზ­ნეს­მო­დე­ლი შე­ი­მუ­შა­ვა.

ინო­ვა­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო სტარ­ტა­პე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ არას­წო­რი ბიზ­ნეს­მო­დე­ლის გამო ვერ ვი­თარ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სტარ­ტა­პე­ბის „ბუმი“ სწო­რედ ახლა და­ი­წყო.

კარგ იდე­ას რომ ჭკვი­ა­ნუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, ამა­ში ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, მაგ­რამ რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თოთ ეს?

სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ბიზ­ნე­საქ­სე­ლე­რა­ტორ „სპარკში“ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია „ჯეპ­რას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი, სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი ისა­უბ­რებს. „ჯეპ­რას­თან“ ერ­თად, შეხ­ვედ­რას ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს „გა­მომ­ცემ­ლო­ბა­პა­ლიტ­რა L-ის“ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­ექ­ტი „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“.

სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რებს შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე: რა იწ­ვევს კომ­პა­ნი­ე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ ეს თა­ვი­დან; ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სტარ­ტა­პებს მის­ცემს რჩე­ვებს, სად ვე­ძე­ბოთ ინო­ვა­ცია; რა არის ბიზ­ნეს­მო­დე­ლის ტილო და რო­გორ გვეხ­მა­რე­ბა ის ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნესმდე­ლის შექ­მნა­ში; რო­გორ და­გეხ­მა­რე­ბათ ბიზ­ნეს­მო­დე­ლი, კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი ბა­ზარ­ზე მყა­რად და­ი­კა­ვოთ; ასე­ვე, გა­გაც­ნობთ მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნეს­მო­დე­ლებ­სა და მათ ინო­ვა­ცი­ებს.

ამას­თან, სპი­კე­რი ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, რო­მე­ლიც სწო­რი ბიზ­ნეს­მო­დე­ლის შექ­მნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ: „რო­გორ შევ­ქმნათ ბიზ­ნეს­მო­დე­ლი“ და „ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბის ნა­ვი­გა­ტო­რი“.

„ამ შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არის ის, რომ ბიზ­ნესს გა­ვაც­ნოთ ის მო­წი­ნა­ვე სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და ჩვენ­თან ჯერ კი­დევ ვერ მო­ი­კი­და ფეხი. ბიზ­ნეს­მო­დე­ლის ტი­ლოს შე­მუ­შა­ვე­ბა არის ის ახა­ლი მიდ­გო­მა, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი სექ­ტო­რის შემ­თხვე­ვა­ში უკვე გა­ა­მარ­თლა, რო­გორც წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე სტარ­ტა­პებ­ში. ამ შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნია, გა­გაც­ნოთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბის და­ნერგვა რო­გორც მოქ­მედ, ისე დამ­წყებ ბიზ­ნე­სებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვაც, რაც სწო­რედ ამ ბიზ­ნეს­მო­დე­ლებს შე­ე­ხე­ბა. მათ შო­რის ერთ-ერთი არის „ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბის ნა­ვი­გა­ტო­რი“, რო­მელ­შიც 55 მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი ბიზ­ნეს­მო­დე­ლია გან­ხი­ლუ­ლი. სოსო გა­ლუ­მაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ბიზ­ნეს­მო­დე­ლებს შო­რის, შე­იძ­ლე­ბა, თავი ბევ­რმა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც ამო­იც­ნოს.

სივ­რცე, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბას მას­პინ­ძლობს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზო­გა­დად ბიზ­ნე­სის კუ­თხით ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბას შექ­მნის დღი­დან უჭერს მხარს. „სპარ­კის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, თამ­თა გვე­ლე­სი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის იდეა და თე­მა­ტი­კა ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა „სპარ­კის“ კონ­ცეფ­ცი­ას.

„ბევრ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბას ვმას­პინ­ძლობ­თხოლ­მე და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ შეგ­ვიძ­ლია, მსგავ­სი ნა­ბი­ჯე­ბით ხელი შე­ვუ­წყოთ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა სურთ.

რე­ა­ლუ­რად, ბიზ­ნეს­მო­დე­ლის ტილო არის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სტარ­ტა­პებს ეხ­მა­რე­ბა, სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ბევ­რი დრო არ და­კარ­გონ. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­მაც ფეხი აუ­წყო სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ის მე­თო­დი, რო­მე­ლიც უმე­ტეს­წი­ლად უფრო სტარ­ტა­პებ­ზე და ძი­რი­თა­დად, ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, სა­დაც სწრა­ფად კე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ და­ნერ­გი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა თამ­თა გვე­ლე­სი­ან­მა.

ტრე­ნინ­გი 6 თე­ბერ­ვალს 19:00 სა­ათ­ზე „სპარ­კის“ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა უნდა შე­ავ­სონ: https://bit.ly/36VRloH

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/478971829458573/

ავტორი:

როგორ მივიდეთ იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე? - ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ

როგორ მივიდეთ იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე? - ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ

“ხარისხი საუკეთესო ბიზნესგეგმაა“, - ეს სიტყვები კომპანია „ეფლის“ დამფუძნებელს ლეგენდარულ სტივ ჯობსს ეკუთვნის, რომლის სახელსაც ყველგან გაიგონებთ, სადაც კრეატივზე, ინოვაციაზე, წარმატებასა და სწორ ბიზნესმოდელებზეა საუბარი.

სტივ ჯობსს მიაჩნდა, რომ „ეფლი“ სწორედ ხარისხზე იდგა. ალბათ კომპანიების უმეტესობა მის მოსაზრებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი მართლაც ჰაერივით საჭიროა. ხანდახან კი ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას მხოლოდ იმიტომ არ უმართლებს, რომ არასწორი ბიზნესმოდელი შეიმუშავა.

ინოვაციური და საინტერესო სტარტაპების უმეტესობა სწორედ არასწორი ბიზნესმოდელის გამო ვერ ვითარდება, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში, სადაც სტარტაპების „ბუმი“ სწორედ ახლა დაიწყო.

კარგ იდეას რომ ჭკვიანურად განხორციელება სჭირდება, ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

სწორედ ამ საკითხზე ბიზნესაქსელერატორ „სპარკში“ საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი ისაუბრებს. „ჯეპრასთან“ ერთად, შეხვედრას ორგანიზებას უწევს „გამომცემლობაპალიტრა L-ის“ბიზნესლიტერატურის პროექტი „ლურჯი ოკეანე“.

სოსო გალუმაშვილი დეტალურად ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან; ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპებს მისცემს რჩევებს, სად ვეძებოთ ინოვაცია; რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმდელის შექმნაში; როგორ დაგეხმარებათ ბიზნესმოდელი, კუთვნილი ადგილი ბაზარზე მყარად დაიკავოთ; ასევე, გაგაცნობთ მსოფლიოში ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელებსა და მათ ინოვაციებს.

ამასთან, სპიკერი ყურადღებას გაამახვილებს ლიტერატურაზე, რომელიც სწორი ბიზნესმოდელის შექმნაში დაგეხმარებათ: „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ და „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“.

„ამ შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის, რომ ბიზნესს გავაცნოთ ის მოწინავე სამეცნიერო ტექნოლოგიები და მეთოდოლოგიები, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი. ბიზნესმოდელის ტილოს შემუშავება არის ის ახალი მიდგომა, რომლებმაც მსოფლიოში არაერთი სექტორის შემთხვევაში უკვე გაამართლა, როგორც წამყვანი კომპანიების შემთხვევაში, ასევე სტარტაპებში. ამ შეხვედრის მიზანია, გაგაცნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნესმოდელების დანერგვა როგორც მოქმედ, ისე დამწყებ ბიზნესებში“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ ლიტერატურის კითხვაც, რაც სწორედ ამ ბიზნესმოდელებს შეეხება. მათ შორის ერთ-ერთი არის „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“, რომელშიც 55 მსოფლიოში ყველაზე უფრო პრაქტიკული ბიზნესმოდელია განხილული. სოსო გალუმაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ბიზნესმოდელებს შორის, შეიძლება, თავი ბევრმა ქართულმა კომპანიამაც ამოიცნოს.

სივრცე, რომელიც ღონისძიებას მასპინძლობს, ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და ზოგადად ბიზნესის კუთხით ცოდნის ამაღლებას შექმნის დღიდან უჭერს მხარს. „სპარკის“ მარკეტინგის მენეჯერი, თამთა გველესიანი აღნიშნავს, რომ ღონისძიების იდეა და თემატიკა ზუსტად შეესაბამება „სპარკის“ კონცეფციას.

„ბევრ მსგავს ღონისძიებას ვმასპინძლობთხოლმე და ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია, მსგავსი ნაბიჯებით ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება სურთ.

რეალურად, ბიზნესმოდელის ტილო არის ინსტრუმენტი, რომელიც სტარტაპებს ეხმარება, სტრატეგიების შემუშავებაში ბევრი დრო არ დაკარგონ. შესაბამისად, რადგან საქართველომაც ფეხი აუწყო სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, უფრო აქტუალური გახდა ის მეთოდი, რომელიც უმეტესწილად უფრო სტარტაპებზე და ძირითადად, ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც სწრაფად კეთების ღირებულებები აქვთ დანერგილი“, - აღნიშნა თამთა გველესიანმა.

ტრენინგი 6 თებერვალს 19:00 საათზე „სპარკის“ სივრცეში გაიმართება. მონაწილეობის მსურველებმა კი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ: https://bit.ly/36VRloH

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/478971829458573/

ორმეფობის ხანა საქართველოში და ორი დავითის შესახებ დეტალურად მოთხრობილი ისტორია

"ბიბლუსი გალერეაში", წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, პაატა ცანკაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?