მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?
1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?

გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა თით­ქმის გა­სამ­მა­გე­ბუ­ლია. მოხ­მა­რე­ბის ზრდა გა­სულ წლებ­შიც ფიქ­სირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლად გა­ი­ზარ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, სს "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მი­ხელ ბოც­ვა­ძემ დღეს, რუს­თავ­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­დი­ის­თვის, 2019 წლის მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, 2019 წლის დე­კემ­ბრში, მეს­ტი­ის რა­ი­ონ­მა მო­იხ­მა­რა იმ­დე­ნი­ვე ელექტრო­ე­ნერ­გია, რაც იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, ერ­თად აღე­ბულ­მა 19 რა­ი­ო­ნის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, ეს რა­ი­ო­ნე­ბია: ამ­ბრო­ლა­უ­რი, ას­პინ­ძა, ონი, თი­ა­ნე­თი, დმა­ნი­სი, აბა­შა, ხა­რა­გა­უ­ლი, ვანი, ჩხო­რო­წყუ, ცა­გე­რი, ლენ­ტე­ხი, თეთ­რი­წყა­რო, ყაზ­ბე­გი, ჩო­ხა­ტა­უ­რი, ბაღ­და­თი, ქედა, შუ­ა­ხე­ვი, წალ­კა, ხონი.

„ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ესო­დენ გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს უქ­მნის ქსე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბას. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მა­ღა­ლი ძაბ­ვის არა­ერ­თი ქვე­სად­გუ­რი თუ მა­ღა­ლი ძაბ­ვის ხაზი დატ­ვირ­თუ­ლია 100% და მე­ტით, აშ­კა­რაა იმის საფრ­თხე, რომ მოხ­დეს მათი მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს მეს­ტი­ა­ში ათა­სო­ბით აბო­ნენ­ტის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის ხან­გრძლივ შე­ზღუდ­ვას.

კომ­პა­ნი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი ადას­ტუ­რებს, მოხ­მა­რე­ბის დრა­მა­ტუ­ლი ზრდის მი­ზე­ზი არის კრიპ­ტი­ვა­ლუ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი, სა­შუ­ა­ლო თუ მცი­რე, ფერ­მე­ბის მეს­ტი­ა­ში გა­და­ტა­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო, მათ აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­წყვე­ტი­ლი აქვს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა კომ­პა­ნი­ის სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში.

ამავდრო­უ­ლად, მი­უ­ხე­და­ვად მცდე­ლო­ბი­სა, კომ­პა­ნია ვერ ახერ­ხებს, მეს­ტი­ის რა­ი­ონ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ბა­ლან­სო აღ­რი­ცხვის წრე­დე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რაც მარ­ტი­ვად უზ­რუნ­ველ­ჰყოფ­და გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბის კონ­ტროლს და ქსელ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად მი­ერ­თე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნას.

სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ ბოც­ვა­ძე აცხა­დებს, რომ კომ­პა­ნია გა­ნაგ­რძობს ანა­ლიზს, დაკ­ვირ­ვე­ბას და კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლი­სა თუ მას­შტა­ბუ­რი ავა­რი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებს, რათ­ქმა­უნ­და კომ­პა­ნია ამუ­შა­ვებს კომ­პლექ­სურ გეგ­მას იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ გა­მოს­წორ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოვ­ლინ­დეს ყვე­ლა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­თა მავ­ნებ­ლურ­მა ქმე­დე­ბებ­მაც, უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს ზემო სვა­ნე­თის მკვე­ბა­ვი ქსელს, რე­გი­ო­ნი გა­წი­რეს ჩაბ­ნე­ლე­ბის­თვის და საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნეს და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა.

დრო­ის ძა­ლი­ან მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში მო­ვახ­დი­ნეთ რის­კის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცველ სტრუქ­ტუ­რებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, უკვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია არა­ერ­თი მსხი­ლი და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტი, თუმ­ცა კი­დევ ბევ­რი ლო­კა­ცი­აა სა­დაც არ­სე­ბობს მსგავ­სი პრობ­ლე­მა და და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სის გაგ­რძელ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ კრი­ზი­სი­დან უკვე გა­მო­ვე­დით, რე­გი­ო­ნი სტა­ბი­ლუ­რად მა­რაგ­დე­ბა ელექ­რო­ე­ნერ­გი­ით, შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბის სრუ­ლად დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას კი­დევ სჭირ­დე­ბა მოქ­მე­დე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად მო­წეს­რიგ­დე­ბა ყვე­ლა კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მრი­ცხვე­ლი, აგ­რეთ­ვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­დე­ბა სა­ბა­ლან­სო აღ­რი­ცხვის წრე­დე­ბის მონ­ტა­ჟი სატ­რანსფორ­ტმა­ტო­რო პუნ­ქტებ­ზე, რათა მო­მა­ვალ­ში უფრო მარ­ტი­ვად მოხ­დეს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი თუ კომრცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ არა­ლე­გა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა“, - აღი­ნიშ­ნა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, „ენერ­გო-პრო ჯგუ­ფი“ უკვე 13 წე­ლია, სრუ­ლად სა­კუ­თა­რი და­ფი­ნან­სე­ბით, უსას­ყიდ­ლოდ აწ­ვდის ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ზემო სვა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე უსას­ყიდ­ლოდ მი­წო­დე­ბუ­ლია 588 მი­ლი­ო­ნი კვტ/სთ, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლე­ო­ბით 50 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ხაზ­გა­სას­მე­ლია რომ ყო­ვე­ლი მი­წო­დე­ბუ­ლი კი­ლო­ვატ­სა­ა­თი კომ­პა­ნი­ის მიერ შე­ის­ყი­დუ­ლია სხვა­დას­ხვა მომ­წო­დებ­ლის­გან, გა­დახ­დი­ლია ყვე­ლა მო­საკ­რე­ბე­ლი და გა­და­სა­ხა­დე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gera
2

მიდი სეთური დააბრუნე ედიკასდროინდელი უშუქობა, მონებს შუქი რად უნდათ? სიბნელეში უკეთესად ილოცებენ შენზე.

დათო
9

ვისი ჯიბიდან იღებთ უფასო ენერგიის ხარჯებს მერე.ისევ გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან არაა? თქვენ არავის არაფერს მისცემთ უფასოდ. ვაი თქვენს პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?

1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა, - აღნიშნული პრობლემის შესახებ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ დღეს, რუსთავში რეგიონალური მედიისთვის, 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისივე თქმით, 2019 წლის დეკემბრში, მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერი, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი.

„ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100% და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას.

კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი არის კრიპტივალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე, ფერმების მესტიაში გადატანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში.

ამავდროულად, მიუხედავად მცდელობისა, კომპანია ვერ ახერხებს, მესტიის რაიონში განახორციელოს საბალანსო აღრიცხვის წრედების დამონტაჟება, რაც მარტივად უზრუნველჰყოფდა გაზრდილი მოხმარების კონტროლს და ქსელზე არალეგალურად მიერთებული მომხმარებლების გამოვლენას.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ კომპანია განაგრძობს ანალიზს, დაკვირვებას და კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლისა თუ მასშტაბური ავარიების პრევენციის მიზნით. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, რათქმაუნდა კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გეგმას იმის შესახებ თუ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, გამოვლინდეს ყველა არაკეთილსინდისიერი მომხმარებელი, რომელთა მავნებლურმა ქმედებებმაც, უკვე სერიოზული ზიანი მიაყენეს ზემო სვანეთის მკვებავი ქსელს, რეგიონი გაწირეს ჩაბნელებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენეს დასახლებული პუნქტების ელექტრომომარაგება.

დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოვახდინეთ რისკის იდენტიფიცირება, გაზრდილი მოხმარების გაანალიზება და ადგილობრივი სამართალდამცველ სტრუქტურებთან კოორდინირებული ქმედებების შედეგად, უკვე აღმოჩენილია არაერთი მსხილი დატაცების ფაქტი, თუმცა კიდევ ბევრი ლოკაციაა სადაც არსებობს მსგავსი პრობლემა და დაწყებული პროცესის გაგრძელდება კრიტიკულად აუცილებელია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კრიზისიდან უკვე გამოვედით, რეგიონი სტაბილურად მარაგდება ელექროენერგიით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საკურორტო სეზონი, თუმცა მდგომარეობის სრულად დასტაბილურებას კიდევ სჭირდება მოქმედება. აუცილებლად მოწესრიგდება ყველა კომერციული მომხმარებლის მრიცხველი, აგრეთვე განხორციელედება საბალანსო აღრიცხვის წრედების მონტაჟი სატრანსფორტმატორო პუნქტებზე, რათა მომავალში უფრო მარტივად მოხდეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი თუ კომრციული ორგანიზაციების მიერ არალეგალური მოხმარების აღმოჩენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება“, - აღინიშნა პრესკონფერენციაზე.

ინფორმაციისთვის, „ენერგო-პრო ჯგუფი“ უკვე 13 წელია, სრულად საკუთარი დაფინანსებით, უსასყიდლოდ აწვდის ელექტროენერგიას ზემო სვანეთის მოსახლეობას, ამ წლების განმავლობაში უკვე უსასყიდლოდ მიწოდებულია 588 მილიონი კვტ/სთ, რომლის ღირებულება დაახლეობით 50 მილიონ ლარს აჭარბებს. ხაზგასასმელია რომ ყოველი მიწოდებული კილოვატსაათი კომპანიის მიერ შეისყიდულია სხვადასხვა მომწოდებლისგან, გადახდილია ყველა მოსაკრებელი და გადასახადები.

რა გახდა თბილისსა და რეგიონებში დენის გათიშვის მიზეზი - "შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი..."

"რუსეთის ფასი იმდენად ძვირია..." - რა ტარიფით შემოაქვს ექსპრემიერ ნოღაიდელის კომპანიას ელექტრენერგია აზერბაიჯანიდან?

ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნა აქვთ - "გადადგეს ნათია თურნავა"