სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის  ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?
როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის  ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?

ყო­ველ დი­ლით, როცა გაღ­ვი­ძე­ბას ჭიქა ყა­ვით ვი­წყებთ, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან მის კავ­ში­რებ­ზე სუ­ლაც არ ვფიქ­რობთ. ყა­ვის სა­სარ­გებ­ლო და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა რომც მო­ვინ­დო­მოთ, ინ­ტერ­ნეტ­ში ბევრ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ მო­საზ­რე­ბას წა­ვა­წყდე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს სან­დო წყა­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო სარ­წმუ­ნოა, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად, ღრმად პა­ტივ­ცე­მუ­ლი „ვი­კი­პე­დია“, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ თურ­მე ყო­ველ­დღი­უ­რად, მსოფ­ლი­ო­ში 2.25 მი­ლი­არდ ჭიქა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ყა­ვას ვსვამთ. გან­ვი­თა­რე­ბად და გარ­და­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა ხსნად ყა­ვა­ზეა. ის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

რა არის ხსნა­დი ყავა?

ხსნა­დი ყავა დე­ვიდ სტრან­გმა გა­მო­ი­გო­ნა და 1890 წელს და­ა­პა­ტენ­ტა. მას შემ­დეგ, ის Strang’s Coffee-ის სა­ხე­ლით იყი­დე­ბო­და. ხსნა­დი ყავა აპა­რა­ტის ყა­ვის დაფ­ქუ­ლი, უკვე „მო­ხარ­შუ­ლი“, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­აა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ცხე­ლი წყლის და­მა­ტე­ბა და რამ­დე­ნი­მე წამი სჭირ­დე­ბა, რომ მომ­ზად­დეს.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ხსნა­დი ყა­ვის ერთჯე­რად შე­ფუთ­ვებ­ში, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გვხვდე­ბა ყველ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 1,8 გრა­მი ყა­ვაა ჩაყ­რი­ლი. არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მას და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს ბარ­და, სოიო, შვრია, ქე­რის ალაო, სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე, სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, სინ­თე­ტი­კუ­რი კო­ფე­ი­ნი და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მელ­თა სინ­თე­ზიც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე­ბე­ლია. ამას­თან, ხსნა­დი ყავა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში შე­ი­ცავს, ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­გო­რიც არის კა­კაო და და­რი­ჩი­ნი, რაც ხში­რად გვხვდე­ბა ჭი­ქა­ში და­ლექ­ვი­სას.

ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ნა­წი­ლი იუ­წყე­ბა, რომ ხსნა­დი ყა­ვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­მა­რე­ბას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გულ­თან, ღვიძლთან და კუ­ჭთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

Healthguide.net-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს, ხსნა­დი ყავა ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მხო­ლოდ 15%-ს შე­ი­ცავს, და­ნარ­ჩე­ნი კი სხვა და­ნა­მა­ტებ­ზე მო­დის.

ხსნა­დი ყა­ვის წარ­მო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პრო­ცე­სად გა­ყინ­ვის მე­თო­დით გა­მოშ­რო­ბა მი­იჩ­ნე­ვა - ყა­ვას ყი­ნა­ვენ, მცი­რე ნა­წი­ლა­კე­ბად ჭრი­ან, რო­მე­ლიც ვა­კუ­უმ­ში, და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შრე­ბა.

ხსნად ყა­ვას მწი­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს

ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ნამ­დვი­ლი ყა­ვის გე­მოს „ყალ­ბის­გან“ყო­ველ­თვის გა­ნარ­ჩე­ვენ. ხსნა­დი ყავა მწარ­მო­ე­ბელ­მა უკვე „მო­გი­ხარ­შათ“ და მხო­ლოდ წყლის დას­ხმა­ღა და­ტო­ვა სა­ჭი­რო, სწო­რედ ეს უკარ­გავს მას რო­გორც გე­მოვ­ნურ, ისე სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის ნა­წილს. ის ნედლ ყა­ვას­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლებ კო­ფე­ინს შე­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გვიჩ­ნდე­ბა, რომ კო­ფე­ი­ნის დღი­უ­რი დო­ზის მი­სა­ღე­ბად, უფრო მეტი მო­ვიხ­მა­როთ. მოხ­მა­რე­ბის ზრდა კი ორ­გა­ნიზ­მში მეტი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბას უწყობს ხელს.

კო­ფე­ი­ნი მო­თხოვ­ნას­თან ერ­თად, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა­ცაა. მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა რომ გა­მო­ით­ვა­ლოთ, თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დე­ბით, რა რა­ო­დე­ნო­ბით კო­ფე­ინს შე­ი­ცავს ნედ­ლი ყავა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის­თვის მი­ღე­ბის დო­ზაა და რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ის ხსნად პრო­დუქ­ტში შეგ­ვხვდეს. მა­გა­ლი­თად, კა­ფე­ში შეკ­ვე­თი­ლი 450 მი­ლი­ლიტ­რი ყავა, რო­მელ­შიც სა­შუ­ა­ლოდ, 2$-ს ვიხ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით, 330 მი­ლიგ­რამ კო­ფე­ინს შე­ი­ცავს, თითო მი­ლიგ­რამ­ზე კი 0,61 ცენ­ტი მო­დის.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხსნა­დი ყა­ვის ერთჯე­რა­დი შე­ფუთ­ვა ან თუნ­დაც მთე­ლი ქილა მისი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ერ­თოდ შე­ი­ცავ­დეს კო­ფე­ინს და არ იყოს სინ­თე­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი?!

რა­ტომ ღირს ხსნა­დი ყავა იაფი?

გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ხსნა­დი ყავა იაფ პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა. ევ­რო­პა­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. და­ბა­ლი ფა­სის მი­ზე­ზი კი მისი ხა­რისხთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სწო­რედ და­ბა­ლი ფა­სის გამო არის ხსნად ყა­ვა­ზე უფრო მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დონე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
1

..და როგორ გამოვიცნოთ კარგი ხარისხის ყავა?

ქეთი
4

მემგონი კაფსულის ყავაა ყველაზე ხარისხიანი და გემრიელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის  ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?

როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის  ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?

ყოველ დილით, როცა გაღვიძებას ჭიქა ყავით ვიწყებთ, ჩვენს ჯანმრთელობასთან მის კავშირებზე სულაც არ ვფიქრობთ. ყავის სასარგებლო და უარყოფით თვისებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება რომც მოვინდომოთ, ინტერნეტში ბევრ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებას წავაწყდებით.

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს სანდო წყაროები, რომლებიც უფრო სარწმუნოა, ვიდრე მაგალითად, ღრმად პატივცემული „ვიკიპედია“, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე ყოველდღიურად, მსოფლიოში 2.25 მილიარდ ჭიქა სხვადასხვა სახეობის ყავას ვსვამთ. განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი ყველაზე მაღალი მოთხოვნა ხსნად ყავაზეა. ის პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც.

რა არის ხსნადი ყავა?

ხსნადი ყავა დევიდ სტრანგმა გამოიგონა და 1890 წელს დააპატენტა. მას შემდეგ, ის Strang’s Coffee-ის სახელით იყიდებოდა. ხსნადი ყავა აპარატის ყავის დაფქული, უკვე „მოხარშული“, დამუშავებული ვერსიაა, რომელსაც მხოლოდ ცხელი წყლის დამატება და რამდენიმე წამი სჭირდება, რომ მომზადდეს.

საინტერესო ფაქტია, რომ ხსნადი ყავის ერთჯერად შეფუთვებში, რომელიც აქტიურად გვხვდება ყველგან დაახლოებით 1,8 გრამი ყავაა ჩაყრილი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას დამატებული აქვს ბარდა, სოიო, შვრია, ქერის ალაო, სხვადასხვა მცენარე, სტაბილიზატორები, სინთეტიკური კოფეინი და სხვა ნივთიერებები, რომელთა სინთეზიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამასთან, ხსნადი ყავა რიგ შემთხვევებში შეიცავს, ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის კაკაო და დარიჩინი, რაც ხშირად გვხვდება ჭიქაში დალექვისას.

ავტორიტეტული გამოცემების ნაწილი იუწყება, რომ ხსნადი ყავის დიდი რაოდენობით მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, განსაკუთრებით კი გულთან, ღვიძლთან და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

Healthguide.net-ის ინფორმაციით, დღეს, ხსნადი ყავა ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის.

ხსნადი ყავის წარმოებისთვის ყველაზე გავრცელებულ პროცესად გაყინვის მეთოდით გამოშრობა მიიჩნევა - ყავას ყინავენ, მცირე ნაწილაკებად ჭრიან, რომელიც ვაკუუმში, დაბალ ტემპერატურაზე შრება.

ხსნად ყავას მწირი გემოვნური თვისებები აქვს

ყავის მოყვარულები ნამდვილი ყავის გემოს „ყალბისგან“ყოველთვის განარჩევენ. ხსნადი ყავა მწარმოებელმა უკვე „მოგიხარშათ“ და მხოლოდ წყლის დასხმაღა დატოვა საჭირო, სწორედ ეს უკარგავს მას როგორც გემოვნურ, ისე სასარგებლო თვისებების ნაწილს. ის ნედლ ყავასთან შედარებით, ნაკლებ კოფეინს შეიცავს. შესაბამისად, მოთხოვნილება გვიჩნდება, რომ კოფეინის დღიური დოზის მისაღებად, უფრო მეტი მოვიხმაროთ. მოხმარების ზრდა კი ორგანიზმში მეტი მავნე ნივთიერების დაგროვებას უწყობს ხელს.

კოფეინი მოთხოვნასთან ერთად, ძვირადღირებული ნივთიერებაცაა. მისი ღირებულება რომ გამოითვალოთ, თავადაც დარწმუნდებით, რა რაოდენობით კოფეინს შეიცავს ნედლი ყავა, რომელიც ადამიანისთვის მიღების დოზაა და რამდენად არის შესაძლებელი ის ხსნად პროდუქტში შეგვხვდეს. მაგალითად, კაფეში შეკვეთილი 450 მილილიტრი ყავა, რომელშიც საშუალოდ, 2$-ს ვიხდით, დაახლოებით, 330 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, თითო მილიგრამზე კი 0,61 ცენტი მოდის.

წარმოიდგინეთ, მისი ღირებულებიდან გამომდინარე, რამდენად არის შესაძლებელი, ხსნადი ყავის ერთჯერადი შეფუთვა ან თუნდაც მთელი ქილა მისი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, საერთოდ შეიცავდეს კოფეინს და არ იყოს სინთეტიკური ნივთიერებით ჩანაცვლებული?!

რატომ ღირს ხსნადი ყავა იაფი?

განვითარებულ ქვეყნებში ხსნადი ყავა იაფ პროდუქტად მიიჩნევა. ევროპაში მასზე მოთხოვნა შემცირებულია. დაბალი ფასის მიზეზი კი მისი ხარისხთან არის დაკავშირებული. სწორედ დაბალი ფასის გამო არის ხსნად ყავაზე უფრო მაღალი მოთხოვნა ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ცხოვრების დონე ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე - „ტერასა ბაკურიანის“ აქცია 31 მარტამდე გრძელდება

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია

სილქნეტი საიუბილეო დღეებში სილქფესტის 4 აქციას სთავაზობს მომხმარებლებს!