სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე
"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

რო­დე­საც ზე­ი­ნაბ დვა­ლიშ­ვი­ლი სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ელ­ვი­რის დე­დის როლ­ზე და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ, მის სი­ძეს, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას უხუმ­რია: ზე­ი­კო, ისე არ ითა­მა­შო, ტე­ლე­ფონ­ში შენი ნო­მე­რი ამოვ­შა­ლოო.

ქალ­ბა­ტო­ნი ზე­ი­კო ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას სი­დედ­რია და თავი შე­ირ­ცხვი­ნა კი არა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლა ჭირ­ვე­უ­ლი და "ტვი­ნისმჭა­მე­ლი" დე­დის როლი.

"ამ სი­ბე­რე­ში, 25 წლის შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დი ჩემს პრო­ფე­სი­ას. ერთ დღეს მი­რე­კავს ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, არ გინ­დათ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­და­გი­ღოთ, ხვალ ქას­თინგზე მობ­რძან­დი­თო. ისე­თი შოკი მი­ვი­ღე, ენა ჩა­მი­ვარ­და. იმი­სი არ იყოს, ლა­ტა­რი­ის გა­თა­მა­შე­ბი­სას, პირ­და­პირ ეთერ­ში მან­ქა­ნებს რომ იგე­ბენ და უხ­მოდ ხვდე­ბი­ან, ამა­ზე სულ ვგიჟ­დე­ბო­დი, ვამ­ბობ­დი, მე რომ მო­ვი­გო, ალ­ბათ, ჩემი კი­ვი­ლი წა­ი­ღებს მთელ თბი­ლისს-მეთ­ქი და ახლა სი­ხა­რუ­ლის­გან მეც დავ­მუნჯდი.

მერე, რო­გორც იქნა, ამოვ­ღერ­ღე, ახლა გული გა­მი­ჩერ­დე­ბა-მეთ­ქი. მე­უღ­ლეს რომ ვამ­ცნე, ირო­ნი­უ­ლად გა­მო­ი­ხე­და, სი­ტყვაც არ უთ­ქვამს. მერე ჩემს დას და­ვუ­რე­კე, მულ­საც, ვკი­ო­დი... მოკ­ლედ, ქას­თინგზე ტექ­სტი წა­მა­კი­თხეს, მე­ო­რე დღეს კი და­მი­რე­კეს, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარო.

- ეკ­რა­ნულ შვილს რო­გორ შე­ე­წყვეთ?

- ძა­ლი­ან კარ­გად. სკეტ­ჩე­ბით კი ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობს.

- ისე­თი დუ­ე­ტი ხართ, გი­ყუ­რებთ და ვფიქ­რობ, მტე­რი შე­მო­ვი­და თქვენს ოჯახ­ში­ რძლად-მეთ­ქი...

- ზუს­ტად ეგე­თე­ბი ვართ. ჩემი შვი­ლე­ბი დამ­ცი­ნი­ან: დედა, შენ თა­მა­ში არ გინ­და, ცხოვ­რე­ბა­შიც ეგე­თი ხარო. ძა­ლი­ან მკაც­რი დედა ვარ, მო­ფე­რე­ბა, ენის მო­ჩლე­ქა არ შე­მიძ­ლია. გო­გოს­თან ვი­ყა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი. აბა, 9 სა­ათ­ზე შინ არ ყო­ფი­ლი­ყო! სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის წამ­ყვა­ნი მო­ცეკ­ვა­ვე რომ გახ­და და გას­ტრო­ლებ­ზე და­დი­ო­და, იქაც კი ვა­კონ­ტრო­ლებ­დი.

- მკაც­რი დედა გა­სა­გე­ბია, სი­დედ­რი რო­გო­რი ხართ?

- გა­და­სა­რე­ვი. სხვაგ­ვა­რად არც შე­იძ­ლე­ბო­და, ისე­თი სიძე შემ­ხვდა. ზა­ზას ბევრ და­დე­ბით­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი აქვს. სულ მა­შა­ყი­რებს და ვგიჟ­დე­ბი ამა­ზე. პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვე­დი მათ­თან, "ატ­ლან­ტა­ში" თა­მა­შობ­და მა­შინ. სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი დიდი აქვს - მა­გი­და, თა­ვი­სი ზომა სა­წო­ლი, სკა­მე­ბი...

სტუმ­რე­ბი­ მო­იწ­ვია. ვა­წყობ სუფ­რას და ბევ­რმა სტუ­მარ­მა მო­ი­ყა­რა თავი, არ ეტე­ოდ­ნენ სუფ­რას­თან. მა­შინ ვუ­თხა­რი, - იცი, რა, ცოტა პა­ტა­რა სკა­მე­ბი თუ გექ­ნე­ბა, ყვე­ლა და­ე­ტე­ვა-მეთ­ქი. ამ სახ­ლში პა­ტა­რას ვე­რა­ფერს ნა­ხავთ,­ სი­დედ­რის გარ­დაო, სხარ­ტად მი­პა­სუ­ხა.

პირ­ვე­ლად რომ მო­ვი­და ჩვენ­თან, ავ­ხე­დე, ავ­ხე­დე და აღარ დამ­თავ­რდა, იმ­ხე­ლა­ზე გა­დავ­წიე თავი, აბა­დო­კი მომ­ძვრა. მერე ვი­ფიქ­რე, არა უშავს, ახლა ჩემი ბი­ჭე­ბი გა­მოვ­ლენ, ერთი 1.86-ია, მე­ო­რე - 1.88 და დე­დას ამო­უდ­გე­ბი­ან ღირ­სე­უ­ლად-მეთ­ქი, გა­მო­ვიდ­ნენ და ისი­ნიც არ გა­მოჩ­ნდნენ ზა­ზას გვერ­დით.

- თქვენ­ზე რას მი­ამ­ბობთ?

- ძი­რძვე­ლი ნა­ხა­ლოვ­კე­ლი ვარ, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი­ა­ნად. სა­დაც ახლა მეტ­რო "ნა­ძა­ლა­დე­ვია", იქ იდგა კერ­ძო სახ­ლე­ბი და იყო ტყი­ბუ­ლის, ხა­შუ­რის, სა­ჩხე­რის, ხვან­ჭკა­რის ქუ­ჩე­ბი. მე სა­ჩხე­რის პირ­ველ ნო­მერ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. დღეს სულ სხვა სუ­ლია აქ...

დე­და­ჩემს მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დო­და და რად­გან ოც­ნე­ბა ვერ აიხ­დი­ნა, მე მი­წყობ­და ხელს. თა­ვი­დან რკი­ნიგ­ზელ­თა სახ­ლში წრე­ზე შე­მიყ­ვა­ნა. იქ ვნა­ხე პირ­ვე­ლად სცე­ნა. მე-8 კლა­სი­დან არ­ტოს ბაღ­ში, მხატ­ვრუ­ლი აღ­ზრდის სახ­ლში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და მიშა ჭი­ა­უ­რელ­თან, ვასო გო­ძი­აშ­ვილ­თან...

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­დან" მო­ნო­ლოგს ვკი­თხუ­ლობ­დი და სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან შე­მა­ქო მიშა ჭი­ა­უ­რელ­მა, გო­ძი­აშ­ვილ­მა კი მი­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მოხ­ვი­დეო. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ­ში, იმ წელს მხო­ლოდ 2 ხუ­თი­ა­ნი და­ი­წე­რა, ერთი მე მი­ვი­ღე, მე­ო­რე - მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძემ. თე­ატ­რა­ლუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­ში ვსწავ­ლობ­დი, არ­ფა­ზე.

მე და ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სო­ხუ­მის თე­ატ­რში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს.­ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდით. სო­ხუ­მი­დან 1984 წელს წა­მო­ვე­დი, რად­გან ოჯა­ხი და­მენგრა და მშობ­ლებ­მა აღარ გა­მა­ჩე­რეს. მერე მე­ო­რედ გავ­თხოვ­დი.

ჩემს თა­ნაკ­ლა­სელს გავ­ყე­ვი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და როცა სი­სუ­ლე­ლის გამო ვი­ჩხუ­ბეთ, მა­შინ მი­ვი­ღე ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - გავ­თხოვ­დი... მოკ­ლედ, მე­ო­რე მე­უღ­ლემ, ახლა ოჯახს მივ­ხე­დოთ და სი­ბე­რე­ში, ბე­ბია რომ გახ­დე­ბი, მა­შინ წადი სა­თა­მა­შო­დო... არ ამიხ­და?! წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

როდესაც ზეინაბ დვალიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ელვირის დედის როლზე დაუმტკიცებიათ, მის სიძეს, ზაზა ფაჩულიას უხუმრია: ზეიკო, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი ამოვშალოო.

ქალბატონი ზეიკო ზაზა ფაჩულიას სიდედრია და თავი შეირცხვინა კი არა, შესანიშნავად შეასრულა ჭირვეული და "ტვინისმჭამელი" დედის როლი.

"ამ სიბერეში, 25 წლის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს პროფესიას. ერთ დღეს მირეკავს ეკა მჟავანაძე, არ გინდათ, "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაგიღოთ, ხვალ ქასთინგზე მობრძანდითო. ისეთი შოკი მივიღე, ენა ჩამივარდა. იმისი არ იყოს, ლატარიის გათამაშებისას, პირდაპირ ეთერში მანქანებს რომ იგებენ და უხმოდ ხვდებიან, ამაზე სულ ვგიჟდებოდი, ვამბობდი, მე რომ მოვიგო, ალბათ, ჩემი კივილი წაიღებს მთელ თბილისს-მეთქი და ახლა სიხარულისგან მეც დავმუნჯდი.

მერე, როგორც იქნა, ამოვღერღე, ახლა გული გამიჩერდება-მეთქი. მეუღლეს რომ ვამცნე, ირონიულად გამოიხედა, სიტყვაც არ უთქვამს. მერე ჩემს დას დავურეკე, მულსაც, ვკიოდი... მოკლედ, ქასთინგზე ტექსტი წამაკითხეს, მეორე დღეს კი დამირეკეს, დამტკიცებული ხარო.

- ეკრანულ შვილს როგორ შეეწყვეთ?

- ძალიან კარგად. სკეტჩებით კი ვიცნობდი, მაგრამ როგორც მსახიობი არაჩვეულებრივად თამაშობს.

- ისეთი დუეტი ხართ, გიყურებთ და ვფიქრობ, მტერი შემოვიდა თქვენს ოჯახში რძლად-მეთქი...

- ზუსტად ეგეთები ვართ. ჩემი შვილები დამცინიან: დედა, შენ თამაში არ გინდა, ცხოვრებაშიც ეგეთი ხარო. ძალიან მკაცრი დედა ვარ, მოფერება, ენის მოჩლექა არ შემიძლია. გოგოსთან ვიყავი განსაკუთრებით მკაცრი. აბა, 9 საათზე შინ არ ყოფილიყო! სუხიშვილების წამყვანი მოცეკვავე რომ გახდა და გასტროლებზე დადიოდა, იქაც კი ვაკონტროლებდი.

- მკაცრი დედა გასაგებია, სიდედრი როგორი ხართ?

- გადასარევი. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ისეთი სიძე შემხვდა. ზაზას ბევრ დადებითთან ერთად არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. სულ მაშაყირებს და ვგიჟდები ამაზე. პირველად რომ ჩავედი მათთან, "ატლანტაში" თამაშობდა მაშინ. სახლში ყველაფერი დიდი აქვს - მაგიდა, თავისი ზომა საწოლი, სკამები...

სტუმრები მოიწვია. ვაწყობ სუფრას და ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი, არ ეტეოდნენ სუფრასთან. მაშინ ვუთხარი, - იცი, რა, ცოტა პატარა სკამები თუ გექნება, ყველა დაეტევა-მეთქი. ამ სახლში პატარას ვერაფერს ნახავთ, სიდედრის გარდაო, სხარტად მიპასუხა.

პირველად რომ მოვიდა ჩვენთან, ავხედე, ავხედე და აღარ დამთავრდა, იმხელაზე გადავწიე თავი, აბადოკი მომძვრა. მერე ვიფიქრე, არა უშავს, ახლა ჩემი ბიჭები გამოვლენ, ერთი 1.86-ია, მეორე - 1.88 და დედას ამოუდგებიან ღირსეულად-მეთქი, გამოვიდნენ და ისინიც არ გამოჩნდნენ ზაზას გვერდით.

- თქვენზე რას მიამბობთ?

- ძირძველი ნახალოვკელი ვარ, ბებია-ბაბუებიანად. სადაც ახლა მეტრო "ნაძალადევია", იქ იდგა კერძო სახლები და იყო ტყიბულის, ხაშურის, საჩხერის, ხვანჭკარის ქუჩები. მე საჩხერის პირველ ნომერში ვარ დაბადებული. დღეს სულ სხვა სულია აქ...

დედაჩემს მსახიობობა უნდოდა და რადგან ოცნება ვერ აიხდინა, მე მიწყობდა ხელს. თავიდან რკინიგზელთა სახლში წრეზე შემიყვანა. იქ ვნახე პირველად სცენა. მე-8 კლასიდან არტოს ბაღში, მხატვრული აღზრდის სახლში დავიწყე სიარული. შეხვედრები გვქონდა მიშა ჭიაურელთან, ვასო გოძიაშვილთან...

მეუღლესთან ერთად

"ოთარაანთ ქვრივიდან" მონოლოგს ვკითხულობდი და სხვათა შორის, ძალიან შემაქო მიშა ჭიაურელმა, გოძიაშვილმა კი მითხრა, აუცილებლად მსახიობი უნდა გამოხვიდეო. სკოლა რომ დავამთავრე, ჩავაბარე თეატრალურში, იმ წელს მხოლოდ 2 ხუთიანი დაიწერა, ერთი მე მივიღე, მეორე - მარინა საღარაძემ. თეატრალურის პარალელურად მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი, არფაზე.

მე და ჩემი პირველი მეუღლე ჯგუფელები ვიყავით და ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სოხუმის თეატრში გაგვანაწილეს. 8 წლის განმავლობაში წამყვანი მსახიობი გახლდით. სოხუმიდან 1984 წელს წამოვედი, რადგან ოჯახი დამენგრა და მშობლებმა აღარ გამაჩერეს. მერე მეორედ გავთხოვდი.

ჩემს თანაკლასელს გავყევი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და როცა სისულელის გამო ვიჩხუბეთ, მაშინ მივიღე ნაჩქარევი გადაწყვეტილება - გავთხოვდი... მოკლედ, მეორე მეუღლემ, ახლა ოჯახს მივხედოთ და სიბერეში, ბებია რომ გახდები, მაშინ წადი სათამაშოდო... არ ამიხდა?! წაიკითხეთ ვრცლად

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია