პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი კონგრესმენების წერილი გახარიას - "მიუღებელია, რომ "ოცნების" მიერ შექმნილი ფეისბუქ ანგარიშები დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას ავრცელებდნენ"
ამერიკელი კონგრესმენების წერილი გახარიას - "მიუღებელია, რომ "ოცნების" მიერ შექმნილი ფეისბუქ ანგარიშები დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას ავრცელებდნენ"

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­თავ­სდა ოთხი კონ­გრეს­მე­ნის – ადამ კინ­ზინ­გე­რის, ელი­ოტ ენ­გე­ლი­სა, გერი კო­ნო­ლის და მა­იკლ მა­კკო­ლის წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მარ­თა­ვენ.

წე­რილ­ში კონ­გრეს­მე­ნე­ბი იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მთავ­რო­ბა იმუ­შა­ვებს აშშ-ის კონ­გრეს­თან, ელჩ კელი დაგ­ნან­თან, ევ­რო­კავ­შირ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რათა გა­აძ­ლი­ერ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და გა­ი­ზარ­დოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად ყოფ­ნას კი­დევ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ჩვენ რო­გორც კონ­გრე­სის წევ­რე­ბი დიდი ხა­ნია მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­სა და და­სავ­ლე­თის­კენ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. რო­გორც 2019 წლის 13 დე­კემ­ბერს გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ზო­გი­ერ­თმა ჩვენ­გან­მა გა­მო­ხა­ტა შეშ­ფო­თე­ბა და­პი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნის ფაქ­ტებ­ზე. ამას­თა­ნა­ვე ჩვენ გწერთ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო ემ­ზა­დე­ბა 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ და­იც­ვათ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და დავ­რწმუნ­დეთ, რომ ისი­ნი და­ცუ­ლია სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ჩა­რე­ვე­ბის­გან.

თქვენს მიერ 2019 წლის 17 დე­კემ­ბერს გა­მოგ­ზავ­ნილ პა­სუხ­ში, თქვენ გვარ­წმუ­ნებთ, რომ 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით (ნორ­მე­ბის დაც­ვით). ბოლო მოხ­სე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, Facebook-მა და­ხუ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ შექ­მნი­ლი ან­გა­რი­შე­ბი. ის ფაქ­ტი, რომ ეს ან­გა­რი­შე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იდე­ო­ლო­გი­ას, უბ­რა­ლოდ მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვართ იმ ფაქ­ტით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ და­ნიშ­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი თა­ვი­დან ხსნი­ან ჩვენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია პარ­ტი­ის ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერთ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არის გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბა გა­მიზ­ნუ­ლია ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცი­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პა­ტი­ვის­ცე­მა ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია. მო­გი­წო­დებთ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის­კენ, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი პარ­ტი­ის მიერ.

1991 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მი­ის­წრა­ფო­და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლეთ­თან მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბის­კენ. ამას­თა­ნა­ვე, მი­უ­ხე­და­ვად ბოლო 3 ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სა ბოლო დრო­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი აშშ-ის თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მი­უ­თი­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე, რად­გან კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და ზე­წო­ლას, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა მათ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

ამას­თა­ნა­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ აშშ-ის მიერ მხარ­და­ჭე­რილ ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­ში პო­ლი­ტი­კურ­მა ჩა­რე­ვამ ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის პრო­ექ­ტში ჩარ­თვი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა გა­მო­იწ­ვია. ამ მოვ­ლე­ნებ­მა შე­საძ­ლოა არა­სა­სურ­ვე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ბიზ­ნეს გა­რე­მო­ზე და შე­საძ­ლოა, შე­ა­ფერ­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­მო­მავ­ლო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. შემ­ცი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არამ­ხო­ლოდ ქარ­თველ ხალ­ხსა და მათ იმე­დებს აზი­ა­ნებს, არა­მედ ხელს უშ­ლის და­სავ­ლურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას და აძ­ლი­ე­რებს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გავ­ლე­ნას რე­გი­ონ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აშშ-დან და ევ­რო­პი­დან ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის­კენ და პი­რი­ქით ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰაბი გახ­დეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის ბუმს (აღ­მავ­ლო­ბას) გა­მო­იწ­ვევს.

ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ თქვე­ნი მთავ­რო­ბა იმუ­შა­ვებს აშშ-ის კონ­გრე­სან, ელჩ კელი დაგ­ნან­თან, ევ­რო­კავ­შირ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რათა გა­აძ­ლი­ერ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და გა­ი­ზარ­დოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად ყოფ­ნას კი­დევ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით თქვენს პა­სუხს", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

წე­რილს ხელს ოთხი კონ­გრეს­მე­ნი, ადამ კინ­ზინ­გე­რი, გერი კო­ნო­ლი, ელი­ოტ ენ­გე­ლი, ​მა­იკლ მა­კკო­ლი აწე­რენ ხელს.

მკითხველის კომენტარები / 83 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
satana
149

აშუშუმ თავი გაანებოს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას!!!

აკი
136

ნუ დაღუნავთ მუდამ თავს, გაეცით საკადრისი პასუხი ამ ნაცმოძრაობის ამერიკულ ფრთას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ამერიკელი კონგრესმენების წერილი გახარიას - "მიუღებელია, რომ "ოცნების" მიერ შექმნილი ფეისბუქ ანგარიშები დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას ავრცელებდნენ"

ამერიკელი კონგრესმენების წერილი გახარიას - "მიუღებელია, რომ "ოცნების" მიერ შექმნილი ფეისბუქ ანგარიშები დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას ავრცელებდნენ"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განთავსდა ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელისა, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.

წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გააძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

"ჩვენ როგორც კონგრესის წევრები დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთისკენ ინტეგრაციას. როგორც 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში ზოგიერთმა ჩვენგანმა გამოხატა შეშფოთება დაპირებული დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოვლენის ფაქტებზე. ამასთანავე ჩვენ გწერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

საქართველო ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან.

თქვენს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოგზავნილ პასუხში, თქვენ გვარწმუნებთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაიმართება უმაღლესი სტანდარტებით (ნორმების დაცვით). ბოლო მოხსენებების მიხედვით, Facebook-მა დახურა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანგარიშები. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ დემოკრატიისა და დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, უბრალოდ მიუღებელია.

ამასთანავე, ჩვენ შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან ჩვენ საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მართალია, ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით არის გამოძიების საფუძველი, თუმცა უმეტესობა გამიზნულია ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოგიწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, რომელიც გარანტირებული იქნება თქვენი პარტიის მიერ.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ქართველი ხალხი მიისწრაფოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობისკენ. ამასთანავე, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიცემული პირობებისა ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ის თვალში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.

ამასთანავე, "ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისათვის ხელის შეშლა გამოიწვია. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს, რაც საქართველოში ეკონომიკის ბუმს (აღმავლობას) გამოიწვევს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გააძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს", - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს ოთხი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, გერი კონოლი, ელიოტ ენგელი, ​მაიკლ მაკკოლი აწერენ ხელს.

"52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი" -  მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს

გადაცემა Newsroom-ის სტუმრებია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და დავით კირკიტაძე

"კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ გამოცდამდე" - რისთვის აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ყოფილი ელჩები: იალოვეცი, ტეფტი და კორტნი