მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ახალ კორონავირუსზე
"საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ახალ კორონავირუსზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

და­ა­ვა­დე­ბა ჩი­ნეთ­ში, ქა­ლაქ ვუ­ჰან­ში გაჩ­ნდა და ამი­ტომ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წი­ლის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ვუ­ჰან­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა ან იქ უკვე იმოგ­ზა­უ­რა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­და­ნაა აღე­ბუ­ლი.

„ვინც მი­დის ქა­ლაქ ვუ­ჰან­ში (ხაზს ვუს­ვამ, არა ყვე­ლა ჩი­ნეთ­ში წამ­სვლე­ლის­თვის):

  • მო­ე­რი­დეთ ავად­მყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს, ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქტს, ცხო­ველ­თა ბაზ­რებ­სა და ფერ­მებს, ცხო­ვე­ლურ პრო­დუქ­ტებს, თერ­მუ­ლად არა­საკ­მა­რი­სად და­მუ­შა­ვე­ბულ ხორცს;
  • ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი საპ­ნით და წყლით მი­ნი­მუმ 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნეთ ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი სა­დი­ზენ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;
  • ხან­ში­შე­სულ­მა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოგ­ზა­უ­რებ­მა ვუ­ჰან­ში გამ­გზავ­რე­ბით შე­საძ­ლოა, მეტი რის­კი შე­უქ­ნან თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბას. ხოლო, თუ უკვე იმოგ­ზა­უ­რეთ ვუ­ჰან­ში და გაქვთ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა ან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლებს, აც­ნო­ბეთ ექიმს მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ;
  • მო­ე­რი­დეთ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს, არ იმოგ­ზა­უ­როთ ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში, და­ი­ფა­რეთ პი­რი­სა და ცხვი­რის მი­და­მო ცხვირ­სა­ხო­ცით, ტან­საც­მლის სა­ხე­ლოს ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ ცე­მი­ნე­ბის და ხვე­ლე­ბის დროს;
  • სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ჭი­როა გაძ­ლი­ერ­დეს ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის სტან­დარ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში;

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ატი­პი­უ­რი პნევ­მო­ნი­ის არა­ვი­თა­რი სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არის და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა სიმპტო­მუ­რია, სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით. ასე­ვე გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვე­ნი ექი­მე­ბი, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი კარ­გად არი­ან გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი.

მან ისა­უბ­რა მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ვუ­ჰან­ში გაჩ­ნდა და აღი­ნიშ­ნე­ბა 31 დე­კემ­ბრი­დან.

„დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით (ხაზს ვუს­ვამ, რად­გან ვო­პე­რი­რებთ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბათ კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მონ­ცე­მე­ბით) და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე შემ­თხვე­ვა და აქე­დან 6 იყო ლე­ტა­ლუ­რი. და­ა­ვა­დე­ბა აღი­ნიშ­ნა ვუ­ჰა­ნის ნა­წილ­ში, სა­დაც თევ­ზე­უ­ლით მო­ვაჭ­რე­თა ნა­წი­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი რი­ცხვით შემ­თხვე­ვე­ბი ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია უკვე რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის: ტა­ი­ლან­დში, ია­პო­ნი­ა­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და აშშ-ში. დად­გინ­და ასე­ვე, რომ ხდე­ბა გა­და­ცე­მა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე და ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ამ ვირუ­სის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა არის ანა­ლო­გი ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის - ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. ამას გარ­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს ხში­რად გარ­თუ­ლე­ბით, რო­გო­რიც ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბაა. დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2%-ია, 300-იდან 6-ში იყო ლე­ტა­ლუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ლე­ტა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50 წლის ზე­მოთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­შია და თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი აქვს თან­მდევ მძი­მე ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბას.

რო­გორც გაყ­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, სა­დაც გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და კო­მი­ტე­ტი მი­ი­ღებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ქვეყ­ნე­ბი­სად­მი.

„რა­ი­მე სა­ხის მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე ამ ქვეყ­ნებ­ში ან ქვეყ­ნე­ბი­დან, არც სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი აკ­რძალ­ვა, გარ­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ალ­ბათ ბევ­რი სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაჟ­ღერ­დე­ბა. ალ­ბათ, ხვალ გვე­ცო­დი­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც გა­გი­ზი­ა­რებთ. ყუ­რადსა­ღე­ბია აუ­ცი­ლებ­ლად ეს და­ა­ვა­დე­ბა, დიდი იმე­დი გვაქვს, რომ სწრა­ფად მოხ­დე­ბა კუ­პი­რე­ბა. თუმ­ცა მზად­ყოფ­ნა გლო­ბა­ლუ­რა­დაც და ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უკვე შიდა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და შიდა სა­მუ­შაო გეგ­მა, თუ რა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რა უნდა გა­ა­კე­თოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა და რა უნდა გა­კეთ­დეს მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში. ხვალ, 10 სა­ათ­ზე, სა­მი­ნის­ტრო­ში და­ნიშ­ნუ­ლია თათ­ბი­რი მი­ნის­ტრთან და სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, სა­დაც წარვდგე­ბით ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბით და სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა და პა­სუ­ხი, გა­დავ­წყვეტთ, თუ რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგათ. სა­ქარ­თვე­ლო შორ­საა ამ პრო­ვინ­ცი­ის­გან და არაა პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი. იქ, სა­დაც პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბია, დღეს უკვე მი­ი­ღე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი აე­რო­პორ­ტებ­ში, ძი­რი­თა­დად, სა­ინ­ფორ­მა­ციო, ჩვენც ალ­ბათ ხვალ გა­დავ­წყვეტთ და შე­სა­ბა­მის ზო­მევს დავ­გეგ­მავთ.

ჩვენ ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ე.წ. ალ­გო­რით­მით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მწვა­ნე, ყვი­თელ და წი­თელ ზო­ნებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ვართ მწვა­ნე ზო­ნა­ში, ანუ, რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რია, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლად მა­ინც არის. და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცით რამ­დე­ნი ჩი­ნე­ლი და ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, გვყავს მუ­შა­ხე­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა დიდ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ამ და ყვე­ლა სხვა სა­კი­თხზე შიდა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და გეგ­მის მო­ნა­ხა­ზი ხვალ სა­მი­ნის­ტრო­ში შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

Bena
3

რითი ვართ დაცულები ვითომ? სკოლებს მოსთხოვეთ პირველ რიგში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება !!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ახალ კორონავირუსზე

"საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ახალ კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

დაავადება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და ამიტომ ამირან გამყრელიძემ სწორედ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც ვუჰანში მიემგზავრება ან იქ უკვე იმოგზაურა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდანაა აღებული.

„ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში (ხაზს ვუსვამ, არა ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის):

  • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები;
  • ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;
  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს;
  • სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში;

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ატიპიური პნევმონიის არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ არის და აღნიშნული დაავადება სიმპტომურია, სიმძიმის მიხედვით. ასევე გამყრელიძის თქმით, მასთან მიმართებაში ჩვენი ექიმები, ინფექციონისტები კარგად არიან გათვიცნობიერებულები.

მან ისაუბრა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და აღინიშნება 31 დეკემბრიდან.

„დღევანდელი ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით (ხაზს ვუსვამ, რადგან ვოპერირებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის მონცემებით) დაფიქსირებულია დაახლოებით 300-მდე შემთხვევა და აქედან 6 იყო ლეტალური. დაავადება აღინიშნა ვუჰანის ნაწილში, სადაც თევზეულით მოვაჭრეთა ნაწილია განთავსებული. დღევანდელი რიცხვით შემთხვევები ექსპორტირებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. დადგინდა ასევე, რომ ხდება გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე და ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების - ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამას გარდა, მიმდინარეობს ხშირად გართულებით, როგორიც ფილტვების ანთებაა. დღევანდელი მაჩვენებლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია, 300-იდან 6-ში იყო ლეტალური“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ლეტალური მაჩვენებელი 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშია და თითქმის ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს თანმდევ მძიმე ქრონიკულ დაავადებას.

როგორც გაყრელიძემ აღნიშნა, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი.

„რაიმე სახის მოგზაურობებზე ამ ქვეყნებში ან ქვეყნებიდან, არც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს არავითარი აკრძალვა, გარდა ჩრდილოეთ კორეისა. დღევანდელ სხდომაზე ალბათ ბევრი სხვა რეკომენდაციები გაჟღერდება. ალბათ, ხვალ გვეცოდინება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელსაც გაგიზიარებთ. ყურადსაღებია აუცილებლად ეს დაავადება, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება. თუმცა მზადყოფნა გლობალურადაც და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უკვე შიდა კონსულტაციები და შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. ხვალ, 10 საათზე, სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი, გადავწყვეტთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. საქართველო შორსაა ამ პროვინციისგან და არაა პირდაპირი ფრენები. იქ, სადაც პირდაპირი ფრენებია, დღეს უკვე მიიღება შესაბამისი ზომები აეროპორტებში, ძირითადად, საინფორმაციო, ჩვენც ალბათ ხვალ გადავწყვეტთ და შესაბამის ზომევს დავგეგმავთ.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ე.წ. ალგორითმით, რომელიც მოიცავს მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებს. ჯერჯერობით ვართ მწვანე ზონაში, ანუ, რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად მაინც არის. დაახლოებით ვიცით რამდენი ჩინელი და ჩინეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, გვყავს მუშახელი, დასაქმებული სხვადასხვა დიდ მშენებლობაზე. ამ და ყველა სხვა საკითხზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და გეგმის მონახაზი ხვალ სამინისტროში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რა განმარტებას აკეთებენ საქართველოში

LIVE "ნიუსრუმიდან": ელის თუ არა საქართველოს საფრთხე კორონავირუსის გამო? - ინფექციონისტის რეკომენდაციები