მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"
რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი დღეს ქრის­ტე­შო­ბის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს. სა­შო­ბაო ლი­ტურ­გია სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ აღავ­ლი­ნა. ლი­ტურ­გი­ას მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. უჩ­ვე­უ­ლო იყო ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც დაკ­ვირ­ვე­ბულ თვალს არ გა­მორ­ჩე­ნია.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო ლი­ტურ­გი­ამ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძი­სა და მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. ისი­ნი წლე­ბია სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ა­ზე სა­მე­ბის ტაძ­რის სა­სუ­ლი­ე­რო და­სის გუნდთან ერ­თად გა­ლო­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ჭო­ხო­ნე­ლი­ძის ოჯა­ხი ლი­ტურ­გი­ა­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არ მი­იწ­ვი­ეს. რაც მის მიერ გა­კე­თე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

AMBEBI.GE მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­და სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხურ­თან და თა­ვად თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბას. სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, ის ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს ხვალ გა­ა­კე­თებს. მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, ჩვენ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ამ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გუ­შინ თქვე­ნი და თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ლო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია.. რა იყო ამის მი­ზე­ზი, თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი ხომ არა?

- მინ­და ამ შე­კი­თხვას ხალ­ხმა გას­ცეს პა­სუ­ხი, ამი­ტომ ცოტა ხანს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დავ­ტო­ვებ ამ სა­კითხს. რო­გორ ფიქ­რობს ხალ­ხი, რა­შია საქ­მე? მე კარ­გად ვარ. ეს ცოტა გა­საკ­ვი­რი იყო, მაგ­რამ არ მწყე­ნია, იმი­ტომ რომ დღეს მე არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს. მე ჩემს პა­ტა­რა ტა­ძარ­ში ყვე­ლა­ფერს კარ­გად ვა­კე­თებ. სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევს ჩემს ოჯახ­ში, ღმერ­თი კი სიყ­ვა­რუ­ლია. გუ­შინ გა­და­სა­რე­ვად მო­ვა­ხერ­ხე ამის დამ­ტკი­ცე­ბა, ჩემი სახ­ლი­დან ტკბილ­ხმო­ვა­ნე­ბა ის­მო­და. რა თქმა უნდა, თა­ვის­თა­ვად არ არის გა­სა­ხა­რე­ლი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ არ მინ­და სიღ­რმე­ე­ბი ვე­ძიო.

- ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ იგა­ლო­ბებს სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ა­ზე?

- არამ­გო­ნია პატ­რი­არ­ქი წყვეტ­დეს. ვერ მი­ვაღ­წიე იქამ­დე, ვიცი პატ­რი­არ­ქი სხვაგ­ვა­რად აზ­როვ­ნებს. მას არ უყ­ვარს მო­ნე­ბი და ბრმად გამ­ყო­ლი ხალ­ხი. მინ­და მას ვკი­თხო, მაქვს თუ არა უფ­ლე­ბა ჩემი აზრი და პო­ზი­ცია გა­მაჩ­ნდეს? რამ­დე­ნი­მე მხრი­დან ვცა­დე პატ­რი­არ­ქთან შეს­ვლა და ვერ შევ­ხვდი. ადრე ყო­ველ­თვის თვი­თონ ითხოვ­და ჩვენ­თან შეხ­ვედ­რას. მინ­და მი­ვი­დე ილია მე­ო­რეს­თან, მო­ვე­ფე­რო და ვუ­თხრა, მე არას­დროს არა­ვის­თვის მი­ღა­ლა­ტია და მი­თუ­მე­ტეს, პატ­რი­არ­ქის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

მან ერთხელ უკვე იგალობა, როცა „ოცნების“ იარლიყი მოირგო, ისარგებლა რისი მირებაც მოასწრო და გადაბარგდა ახალ ბანაკსა და თავის მეორად ქმართან.

დათო
101

და რა უნდა მიეწვიათ??? დაგვღალა ამ ქალის პირადული ცხოვრების ამბებმა, 

არაა საჭირო პირადი თეთრეულის საქვეყნოდ გამოფენა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციისამებრ, გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უჩვეულო იყო ერთი ფაქტი, რომელიც დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია.

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიამ თამრიკო ჭოხონელიძისა და მარიამ როინიშვილის გარეშე ჩაიარა. ისინი წლებია საშობაო ლიტურგიაზე სამების ტაძრის სასულიერო დასის გუნდთან ერთად გალობენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ჭოხონელიძის ოჯახი ლიტურგიაზე შეგნებულად არ მიიწვიეს. რაც მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.

AMBEBI.GE მთელი დღის მანძილზე ცდილობდა საპატრიარქოს პრესსამსახურთან და თავად თამრიკო ჭოხონელიძესთან დაკავშირებას. საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებს. მასთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით:

- ქალბატონო თამრიკო, საშობაო ლიტურგიამ სამების საკათედრო ტაძარში გუშინ თქვენი და თქვენი ქალიშვილის გალობის გარეშე ჩაიარა, რამაც საზოგადოებაში გაკვირვება გამოიწვია.. რა იყო ამის მიზეზი, თქვენი განცხადებები ხომ არა?

- მინდა ამ შეკითხვას ხალხმა გასცეს პასუხი, ამიტომ ცოტა ხანს კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვებ ამ საკითხს. როგორ ფიქრობს ხალხი, რაშია საქმე? მე კარგად ვარ. ეს ცოტა გასაკვირი იყო, მაგრამ არ მწყენია, იმიტომ რომ დღეს მე არაფერი აღარ მიკვირს. მე ჩემს პატარა ტაძარში ყველაფერს კარგად ვაკეთებ. სიყვარული სუფევს ჩემს ოჯახში, ღმერთი კი სიყვარულია. გუშინ გადასარევად მოვახერხე ამის დამტკიცება, ჩემი სახლიდან ტკბილხმოვანება ისმოდა. რა თქმა უნდა, თავისთავად არ არის გასახარელი ამბავი, მაგრამ არ მინდა სიღრმეები ვეძიო.

- ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ იგალობებს საშობაო ლიტურგიაზე?

- არამგონია პატრიარქი წყვეტდეს. ვერ მივაღწიე იქამდე, ვიცი პატრიარქი სხვაგვარად აზროვნებს. მას არ უყვარს მონები და ბრმად გამყოლი ხალხი. მინდა მას ვკითხო, მაქვს თუ არა უფლება ჩემი აზრი და პოზიცია გამაჩნდეს? რამდენიმე მხრიდან ვცადე პატრიარქთან შესვლა და ვერ შევხვდი. ადრე ყოველთვის თვითონ ითხოვდა ჩვენთან შეხვედრას. მინდა მივიდე ილია მეორესთან, მოვეფერო და ვუთხრა, მე არასდროს არავისთვის მიღალატია და მითუმეტეს, პატრიარქისთვის.