ორბელიანის (ყოფილი კოლმეურნეობის) მოედანზე საახალწო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს ცნობილი ქართველი მომღერლების კონცერტები, სამეწარმეო ბაზრობა და კვების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ. ღონისძიების პატარა სტუმრებს დაუვიწყარი საახალწლო განწყობისათვის შეუძლიათ საბავშვო ზონასა და სანტას სახლს ესტუმრონ.
გელოდებით სამუშაო დღეებში – 14:00 – 20:00, ხოლო შაბათ-კვირას – 12:00 – 21:00 საათამდე.