მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარაკეტო  თავდასხმა ბაღდადის საერთაშოსო აეროპორტზე - გარდაცვლილია 7 ადამიანი
სარაკეტო  თავდასხმა ბაღდადის საერთაშოსო აეროპორტზე - გარდაცვლილია 7 ადამიანი

ბაღ­და­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­საც გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის 5 წევ­რი­სა და 2 "სტუმ­რის“ სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტერ­სი“ ერა­ყის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტი­უ­შას ტი­პის სამი რა­კე­ტა სატ­ვირ­თო ტერ­მი­ნალ­თან ახ­ლოს და­ე­ცა და ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­იწ­ვა, რის შე­დე­გა­დაც, მათი ხუთი წევ­რი და ორი "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუ­მა­რი“ და­ი­ღუ­პა.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ი­სა და ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გარ­დაც­ვლი­ლია სულ მცი­რე 5 და დაჭ­რი­ლია 9 ადა­მი­ა­ნი.

ში­ი­ტი მებ­რძო­ლე­ბის „სა­ხალ­ხო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ძა­ლებ­მა“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „აშშ-ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ლაჩ­რუ­ლი და­ბომბვის“ შე­დე­გად, მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

"რო­ი­ტერ­სის" ცნო­ბით, თავ­დას­ხმის დროს ირა­ნუ­ლი ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის „ქუდსის ძა­ლე­ბის“ ლი­დე­რი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი და ერა­ყე­ლი საბ­რძო­ლო დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი აბუ მაჰდი ალ-მუ­ჰან­დი­სი და­ი­ღუპ­ნენ.

"აბუ მაჰდი ალ-მუ­ჰან­დი­სი­სა და ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნის სიკ­ვდილ­ზე ამე­რი­კე­ლი და ებ­რა­ე­ლი მტრე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი,“- უთხრა "რო­ი­ტერსს" ერა­ყის "სა­ხალ­ხო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ძა­ლე­ბის“ პრესს­პი­კერ­მა, აჰ­მედ ალ-ასა­ა­დიმ.

აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ ისურ­ვეს, "რო­ი­ტერსთან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე ირან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორი პირი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, ბაღ­დად­ში აშშ-ის მიერ ერაყ­ში საბ­რძო­ლო დაჯ­გუ­ფე­ბა „ქა­თა­იბ ჰეზ­ბო­ლას“ ბა­ზებ­ზე მი­ტა­ნი­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შის გამო, ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი სამ­შა­ბათს ბაღ­დად­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში შე­იჭრ­ნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

სარაკეტო  თავდასხმა ბაღდადის საერთაშოსო აეროპორტზე - გარდაცვლილია 7 ადამიანი

სარაკეტო  თავდასხმა ბაღდადის საერთაშოსო აეროპორტზე - გარდაცვლილია 7 ადამიანი

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც გასამხედროებული დაჯგუფებების 5 წევრისა და 2 "სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი“ ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კატიუშას ტიპის სამი რაკეტა სატვირთო ტერმინალთან ახლოს დაეცა და ორი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც, მათი ხუთი წევრი და ორი "მნიშვნელოვანი სტუმარი“ დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციისა და ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით კი, გარდაცვლილია სულ მცირე 5 და დაჭრილია 9 ადამიანი.

შიიტი მებრძოლების „სახალხო მობილიზაციის ძალებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ-ის მიერ განხორციელებული ლაჩრული დაბომბვის“ შედეგად, მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი გარდაიცვალა.

"როიტერსის" ცნობით, თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

"აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები,“- უთხრა "როიტერსს" ერაყის "სახალხო მობილიზაციის ძალების“ პრესსპიკერმა, აჰმედ ალ-ასაადიმ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, "როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.

შეგახსენებთ, ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქათაიბ ჰეზბოლას“ ბაზებზე მიტანილი ავიაიერიშის გამო, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები სამშაბათს ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ.

ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?

ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია

აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ირანელი გენერალი ემსხვერპლა - ირანი შურისძიებით იმუქრება