სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრენის ბოლოს გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო" - ანიტა ფაცაცია ინდოეთშია, მგზავრობამ გართულებების გარეშე ჩაიარა
"ფრენის ბოლოს გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო" - ანიტა ფაცაცია ინდოეთშია, მგზავრობამ გართულებების გარეშე ჩაიარა

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს გუ­შინ ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფრე­ნის პრო­ცესს გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია და ანი­ტას მალე ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ტა­რას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­დო­ე­თი­დან ანი­ტას მშობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

მა­რი­კო სად­რა­ძე, ანი­ტას დედა:

"მო­გე­სალ­მე­ბით. ემო­ცი­უ­რად სრუ­ლი­ად გა­დამ­წვა­რი ვარ, მაგ­რამ ის რაც ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უბ­რა­ლოდ არ მაძ­ლევს ნე­ბას დღეს­ვე არ დავ­წე­რო. ჩემი ჩიტი თბილ ქვეყ­ნებ­ში ჩა­მოფ­რინ­და, რო­გორც უკვე იცით. ფრე­ნამ ჩა­ი­ა­რა იდე­ა­ლუ­რად. მთე­ლი გზა ეძი­ნა მე კი მის მო­ნა­ცე­მებს ეკ­რან­ზე მივშტე­რე­ბო­დი. ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად კარ­გად იყო მთე­ლი გზის მან­ძილ­ზე, რომ ექი­მებს ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თათ და პლან­შტებ­ში ფილ­მებს უყუ­რებ­დნენ. ფრე­ნის ბოლო ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გა­იღ­ვი­ძა და გა­მო­ა­ცხა­და: " მე ბა­ჭია ვარო". კი­დევ ბევ­რი მე­ჭო­რა­ვა და ცოტა იცი­ნა კი­დეც. და­ვეშ­ვით მშვი­დო­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ზუს­ტად ვიცი თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მად­ლო­ბა ყვე­ლას!!! <3 ჩემი გოგო ინ­ტენ­სი­უ­რი და­აწ­ვი­ნეს და მარ­ტო ერთხელ მომ­ცეს ნახ­ვის უფ­ლე­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით ძი­ლის რე­ჟიმ­ზე ჰყავთ, მაგ­რამ რომ გა­იღ­ვი­ძოს და მე არ დავ­ხვდე არ ვიცი რას იფიქ­რებს. პა­ტა­რაა და ძა­ლი­ან შე­ე­შინ­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეგო­ნე­ბა, რომ დე­დამ მი­ა­ტო­ვა. ხვალ გა­და­წყდე­ბა სა­კი­თხი პა­ლა­ტა­ში გად­მო­იყ­ვა­ნენ თუ ინ­ტენ­სი­ურ­ში დარ­ჩე­ბა. ღმერ­თს ვთხოვ, ხვალ უკვე ჩვენ­თან იყოს, პა­ლა­ტა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ანი­ტამ დღეს ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა და ყვე­ლას გვიჩ­ვე­ნა იმის მა­გა­ლი­თი თუ რო­გორ უნდა ვიბ­რძო­ლოთ სი­ცო­ცხლის­თვის და მან ეს 2 წლის ასაკ­ში შეძ­ლო! დღეს მა­მა­მისს ვუ­თხა­რი, რომ იმ­დე­ნად ძლი­ე­რი შვი­ლი გვყავს, მგო­ნი ვერ ვარ­თმევთ თავს მის მშობ­ლო­ბას, რად­გან ჩვენ ხში­რად ვე­ცე­მით, ანი­ტა კი არა­სო­დეს, არც ერთი წა­მით არ და­ნე­ბე­ბუ­ლა. მან და­ამ­ტკი­ცა, რომ სი­ცო­ცხლე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ტკბი­ლია და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად უნდა ვიბ­რძო­ლოთ მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად" .

გი­ორ­გი ფა­ცა­ცია, ანი­ტას მამა:

"პირ­ვე­ლი ღა­მის მშვი­დო­ბა ინ­დო­ე­თი­დან... დაგ­ვიგ­როვ­და კი­თხვე­ბი და აქ გავ­ცემთ პა­სუ­ხებს:

1. ვინ იპო­ვა კლი­ნი­კა და ვის ჰქონ­და მას­თან კონ­ტაქ­ტი?

კლი­ნი­კა პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში მო­ი­ძია და მას­თან კონ­ტაქ­ტზე გა­ვი­და 1=7 იდან ერთ-ერთი - Natia Goderdzishvili და კლი­ნი­კაც თან­ხმო­ბით გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, თუმ­ცა, კი­დევ ერ­ხელ ვი­ტყვით, რომ ფრე­ნის რის­კის გამო ( რაც არ გა­მარ­თლდა ჩვენ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ ) ამ ვა­რი­ანტს გან­ვი­ხი­ლავ­დით ერთ- ერთ ბოლო ვა­რი­ან­ტად. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დგომ კი, სხვა მხა­რე­ებ­თან ერ­თად - ისევ ნა­თია იყო ჩარ­თუ­ლი ანი­ტას უსაფრ­თხო ფრე­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის­გან ინ­დოთ­ში. მის­გან გა­მო­ჩე­ნილ­მა ყუ­რა­დღე­ბამ, კლი­ნი­კა­ში მის­ვლამ, აე­რო­პორ­ტში დახ­ვედ­რამ ჩვენ­ზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და ვიგ­რძე­ნით, რომ ანი­ტას ოჯა­ხი მარ­ტო არ იქ­ნე­ბა

2. ჰყავს თუ არა ინ­დო­ეთს ძლი­ე­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი?

პა­სუ­ხი: აქაც გან­ვმე­ორ­დე­ბით და თან, რამ­დე­ნი­მე დე­ტალს და­ვა­მა­ტებთ.ინ­დო­ეთ­ში არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტრან­სპლან­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრი.ჰყავთ დიდი პრაქ­ტი­კის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ტრან­სპლან­ტო­ლო­გე­ბი.ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც გა­უ­კეთ­და გუ­ლის გა­და­ნერგვა იყო 6 დ ღ ი ს.კონ­კრე­ტუ­ლად, ანი­ტას ექი­მი Dr.ბა­ლაკ­რიშ­ნა­ნი არის 30 წლი­ა­ნი სტა­ჟის მქო­ნე ბავ­შვთა ტრან­სპლან­ტო­ლო­გი. იგი ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა აშშ-ში და 23 დე­კემ­ბერს ჩავა ინ­დო­ეთ­ში. მა­ნამ­დე კი ანი­ტას კარ­გად და­ას­ვე­ნე­ბენ და ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას მი­ი­ღე­ბენ ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ მისი ორ­გა­ნიზ­მის მო­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

3. რო­დის უკეთ­დე­ბა ანი­ტას ოპე­რა­ცია და აპა­რატს ჩა­უდ­გა­მენ თუ პირ­და­პირ გუ­ლის გა­და­ნერგვა­ზე იფიქ­რებს ექი­მი?

პა­სუ­ხი: ჯერ არ ვი­ცით რო­გო­რი იქ­ნე­ბა ანი­ტას მდგო­მა­რე­ო­ბა, ან, რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბა დო­ნო­რი. ამის მი­ხედ­ვით გა­და­წყვე­ტენ ექი­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, ჯერ აპა­რა­ტის ჩად­გმა გახ­დეს სა­ჭი­რო , რომ შემ­დეგ მშვი­დად და­ვე­ლო­დოთ დო­ნორს. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია, ანი­ტა აც­დეს ორ ოპე­რა­ცი­ას და პირ­და­პირ ტრან­სპლან­ტა­ცია გა­კეთ­დეს.

4. რო­გო­რია დრო­ში სხვა­ო­ბა თბი­ლის­სა და ჩენ­ნა­ის შო­რის და რო­გო­რია კლი­მა­ტი?

პა­სუ­ხი:ჩვენ­მა გო­გომ ზამ­თრი­დან. ზა­ფხულ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მზე ჯერ ჩვენს გო­გოს­თან თენ­დე­ბა და 1 სთ-სა და 30წთ-ში თენ­დე­ბა ჩვენ­თან. (🇬🇪)

5. რა უნდა ვქნათ ინ­დო­ეთ­ში ხა­ჭა­პურ­ზე?

პა­სუ­ხი: რა უნდა ვქნათ და... სხვა გზა არ არის - ინ­დო­ე­ლებს უნდა ვას­წავ­ლოთ ფე­ნო­ვა­ნე­ბის ცხო­ბა. ☺️ შე­გიძ­ლი­ათ, სხვა ვერ­სი­ე­ბიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზოთ.

რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს მად­ლო­ბა ვუ­თხრათ ღმერ­თს, ერ­თმა­ნეთს და ყვე­ლას, ვინც მცი­რე­დით მა­ინც გვიდ­გას გვერ­დში ამ ბრძო­ლა­ში

ლოც­ვაც არ მო­ვაკ­ლოთ ჩვენს გო­გოს, გთხოვთ. (ფო­ტო­ე­ბი ძვე­ლია, მაგ­რამ ბევ­რს ასეთს გა­და­ი­ღე­ბენ მო­მა­ვალ­შიც".

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა - დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გინ­და. მას ესა­ჭი­რო­ე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა. პა­ტა­რა გო­გო­ნას ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის გა­და­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

GE28BG0000000100761966

მიმ­ღე­ბი - ლია ჩხა­ი­ძე (ანი­ტას ბე­ბია)

თი­ბი­სი ბან­კის ან­გა­რი­ში:

GE38TB7855945064300017

გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­დან ჩა­სა­რი­ცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხა­ი­ძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2121
2

ufalma dagifaros patara -bednieri janmrteli daubrundi saqartvelos

ნათკა
1

ძლივს ერთი კარგი ამბავი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ანიტას და ყველა პატარა ანგელოზს❤❤❤

ავტორი:

"ფრენის ბოლოს გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო" - ანიტა ფაცაცია ინდოეთშია, მგზავრობამ გართულებების გარეშე ჩაიარა

"ფრენის ბოლოს გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო" - ანიტა ფაცაცია ინდოეთშია, მგზავრობამ გართულებების გარეშე ჩაიარა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს გუშინ ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ფრენის პროცესს გართულებები არ მოჰყოლია და ანიტას მალე ოპერაციას გაუკეთებენ. ინფორმაციას პატარას მდგომარეობის შესახებ ინდოეთიდან ანიტას მშობლები ავრცელებენ.

მარიკო სადრაძე, ანიტას დედა:

"მოგესალმებით. ემოციურად სრულიად გადამწვარი ვარ, მაგრამ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, უბრალოდ არ მაძლევს ნებას დღესვე არ დავწერო. ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა, როგორც უკვე იცით. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებდნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო". კიდევ ბევრი მეჭორავა და ცოტა იცინა კიდეც. დავეშვით მშვიდობით. ეს ყველაფერი კი ზუსტად ვიცი თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას!!! <3 ჩემი გოგო ინტენსიური დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება.

ჯერჯერობით ძილის რეჟიმზე ჰყავთ, მაგრამ რომ გაიღვიძოს და მე არ დავხვდე არ ვიცი რას იფიქრებს. პატარაა და ძალიან შეეშინდება. დარწმუნებული ვარ ეგონება, რომ დედამ მიატოვა. ხვალ გადაწყდება საკითხი პალატაში გადმოიყვანენ თუ ინტენსიურში დარჩება. ღმერთს ვთხოვ, ხვალ უკვე ჩვენთან იყოს, პალატაში. მიუხედავად ამისა, ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო! დღეს მამამისს ვუთხარი, რომ იმდენად ძლიერი შვილი გვყავს, მგონი ვერ ვართმევთ თავს მის მშობლობას, რადგან ჩვენ ხშირად ვეცემით, ანიტა კი არასოდეს, არც ერთი წამით არ დანებებულა. მან დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად" .

გიორგი ფაცაცია, ანიტას მამა:

"პირველი ღამის მშვიდობა ინდოეთიდან... დაგვიგროვდა კითხვები და აქ გავცემთ პასუხებს:

1. ვინ იპოვა კლინიკა და ვის ჰქონდა მასთან კონტაქტი?

კლინიკა პირველივე დღეებში მოიძია და მასთან კონტაქტზე გავიდა 1=7 იდან ერთ-ერთი - Natia Goderdzishvili და კლინიკაც თანხმობით გამოგვეხმაურა, თუმცა, კიდევ ერხელ ვიტყვით, რომ ფრენის რისკის გამო ( რაც არ გამართლდა ჩვენდა სასიხარულოდ ) ამ ვარიანტს განვიხილავდით ერთ- ერთ ბოლო ვარიანტად. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კი, სხვა მხარეებთან ერთად - ისევ ნათია იყო ჩართული ანიტას უსაფრთხო ფრენის ორგანიზებაში. დიდი ადამიანური მხარდაჭერა ვიგრძენით საქართველოს ელჩისგან ინდოთში. მისგან გამოჩენილმა ყურადღებამ, კლინიკაში მისვლამ, აეროპორტში დახვედრამ ჩვენზე დადებითი გავლენა მოახდინა და ვიგრძენით, რომ ანიტას ოჯახი მარტო არ იქნება

2. ჰყავს თუ არა ინდოეთს ძლიერი სპეციალისტები?

პასუხი: აქაც განვმეორდებით და თან, რამდენიმე დეტალს დავამატებთ.ინდოეთში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი.ჰყავთ დიდი პრაქტიკის და გამოცდილების მქონე ტრანსპლანტოლოგები.ყველაზე პატარა პაციენტი, რომელსაც გაუკეთდა გულის გადანერგვა იყო 6 დ ღ ი ს.კონკრეტულად, ანიტას ექიმი Dr.ბალაკრიშნანი არის 30 წლიანი სტაჟის მქონე ბავშვთა ტრანსპლანტოლოგი. იგი ამჟამად იმყოფება აშშ-ში და 23 დეკემბერს ჩავა ინდოეთში. მანამდე კი ანიტას კარგად დაასვენებენ და ყველა საჭირო ზომას მიიღებენ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მისი ორგანიზმის მოსაძლიერებლად.

3. როდის უკეთდება ანიტას ოპერაცია და აპარატს ჩაუდგამენ თუ პირდაპირ გულის გადანერგვაზე იფიქრებს ექიმი?

პასუხი: ჯერ არ ვიცით როგორი იქნება ანიტას მდგომარეობა, ან, როდის გამოჩნდება დონორი. ამის მიხედვით გადაწყვეტენ ექიმები. შეიძლება, ჯერ აპარატის ჩადგმა გახდეს საჭირო , რომ შემდეგ მშვიდად დაველოდოთ დონორს. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ანიტა აცდეს ორ ოპერაციას და პირდაპირ ტრანსპლანტაცია გაკეთდეს.

4. როგორია დროში სხვაობა თბილისსა და ჩენნაის შორის და როგორია კლიმატი?

პასუხი:ჩვენმა გოგომ ზამთრიდან. ზაფხულში გადაინაცვლა. მზე ჯერ ჩვენს გოგოსთან თენდება და 1 სთ-სა და 30წთ-ში თენდება ჩვენთან. (🇬🇪)

5. რა უნდა ვქნათ ინდოეთში ხაჭაპურზე?

პასუხი: რა უნდა ვქნათ და... სხვა გზა არ არის - ინდოელებს უნდა ვასწავლოთ ფენოვანების ცხობა. ☺️ შეგიძლიათ, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზოთ.

რაც ყველაზე მთავარია, არ დაგვავიწყდეს მადლობა ვუთხრათ ღმერთს, ერთმანეთს და ყველას, ვინც მცირედით მაინც გვიდგას გვერდში ამ ბრძოლაში

ლოცვაც არ მოვაკლოთ ჩვენს გოგოს, გთხოვთ. (ფოტოები ძველია, მაგრამ ბევრს ასეთს გადაიღებენ მომავალშიც".

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას ესაჭიროება მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. პატარა გოგონას ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები - ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)

თიბისი ბანკის ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხაიძე

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ატენის ხეობაში ძლიერ ხანძარს 200-მდე მეხანძრე აქრობს - ფოტოები სტიქიის ზონიდან

რატომ გაჩერდა დასავლეთისკენ მიმავალი მატარებელი ხარაგაულში - "საქართველოს რკინიგზაში" განმარტება გაკეთდა