მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?
ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?

ქარ­თველ­მა ხე­ლო­ვან­მა, დე­ვიდ და­თუ­ნამ, მა­ი­ა­მი­ში, არტ-ბა­ზე­ლის გა­მო­ფე­ნა­ზე მა­უ­რი­ციო კა­ტე­ლა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, 120 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ბა­ნა­ნი შე­ჭა­მა.

დე­ვიდ და­თუ­ნა ამ­ბობს, რომ ეს პერ­ფორ­მან­სი იყო სა­ხელ­წო­დე­ბით - "მში­ე­რი ხე­ლო­ვა­ნი".

მუ­ზე­უმ­ში კე­დელ­ზე ბა­ნა­ნი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი. დე­ვიდ და­თუ­ნამ ის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თვალ­წინ ჩა­მოხ­სნა და მი­ირ­თვა.

"ნიუ-იორკ თა­იმსთან" სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ ბა­ნა­ნი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი იყო. "მე შე­მიძ­ლია შევ­ჭა­მო ბა­ნა­ნიც და ბა­ნა­ნის კონ­ცეფ­ცი­აც, ვი­ნა­ი­დან ხე­ლო­ვა­ნი ვარ," - დას­ძი­ნა დე­ვიდ და­თუ­ნამ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და­ე­კის­რე­ბა თუ არა ჯა­რი­მა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბა­ნა­ნის ჭა­მის გამო. რო­გორც გა­ლე­რე­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, არ აპი­რე­ბენ ხე­ლო­ვანს უჩივ­ლონ, რად­გა­ნაც მას ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში არ გა­უ­ნად­გუ­რე­ბია. "ბა­ნა­ნი, ეს მხო­ლოდ იდეა იყო“, - ამ­ბობს გა­ლე­რე­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

იტა­ლი­ელ­მა ხე­ლო­ვან­მა, მა­უ­რი­ციო კა­ტე­ლან­მა ნამ­დვი­ლი ბა­ნა­ნი­სა და წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტის კომ­ბი­ნა­ცია ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შად აქ­ცია. არტ ბა­ზე­ლის გა­მო­ფე­ნა­ზე სამი ასე­თი ბა­ნა­ნი ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ორი მათ­გა­ნი გა­ი­ყი­და და თი­თო­ე­ულ­ში 120 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დეს. ერთ-ერთი ფრან­გმა ქალ­მა იყი­და, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ კა­ტე­ლა­ნის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია. მე­სა­მე ბა­ნა­ნი, გა­ყიდ­ვამ­დე ქარ­თველ­მა დე­ვიდ და­თუ­ნამ მი­ირ­თვა. ბა­ნა­ნე­ბი კა­ტე­ლან­მა მა­ი­მი­ში, სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნა. ის ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რი არა პრო­დუქ­ტის ფასი, არა­მედ იდე­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა იდე­ას, ექ­სპერ­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­კი­თხებ­ში, ემა­ნუ­ელ პე­რო­ტი­ნი ამ­ბობს, რომ ბა­ნა­ნე­ბი მა­უ­რი­ცი­ოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ვაჭ­რო­ბის სიმ­ბო­ლოა და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ხე­ლო­ვა­ნი იუ­მო­რის­ტუ­ლად აკ­რი­ტი­კებს მსოფ­ლი­ო­ში ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას.

მა­უ­რი­ციო კა­ტე­ლა­ნი ძი­რი­თა­დად სკულპ­ტუ­რებს ქმნის. თავ­და­პირ­ვე­ლად, მან ბრინ­ჯა­ოს­გან შექ­მნა ბა­ნა­ნის სკულპ­ტუ­რა, თუმ­ცა სა­ბო­ლოდ გა­და­წყვი­ტა, რომ მუ­ზე­უმ­ში ნამ­დვი­ლი ბა­ნა­ნი გა­მო­ე­ფი­ნა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შად ექ­ცია. რო­გორც, artnet.com წერს, იტა­ლი­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნი თა­ვის ნა­მუ­შევ­რებ­ში სა­ტი­რა­სა და იუ­მორს იყე­ნებს და ამ მე­თო­დით მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს აკ­რი­ტი­კებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ ხე­ლო­ვან დე­ვიდ და­თუ­ნას, ის 1999 წლი­დან ნიუ-იორკში მოღ­ვა­წე­ობს. Business Insider-ის და სხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მხატ­ვა­რია და ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა შო­რის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რად იყი­დე­ბა.

და­ვით და­თუ­ნას ნა­მუ­შევ­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ პირ­თა, ასე­ვე კერ­ძო პი­რე­ბის კო­ლექ­ცი­ებ­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა გა­მორ­ჩე­ულ და ცნო­ბილ მუ­ზე­უ­მებ­ში შეხ­ვდე­ბით.

მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია სე­რია - „მი­ლი­ო­ნე­ბის ხედ­ვა“. მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის დიდი ად­გი­ლი აქვს დრო­შებს. მან სა­ქარ­თვე­ლოს მი­უ­ძღვნა ნა­მუ­შე­ვა­რი „სა­ქარ­თვე­ლო - მი­ლი­ონ­თა იმე­დი“, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი და ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

და­თუ­ნას სოლო გა­მო­ფე­ნე­ბი ჰქონ­და ნიუ იორ­კის ავან­გარ­დულ გა­ლე­რე­ა­ში, ნიუ იორ­კის უესტვუ­დის გა­ლე­რე­ა­ში, ინ­დი­ა­ნა­პო­ლი­სის ლან­გშარ­პის გა­ლე­რე­ა­ში, პა­რი­ზის ჩუ­კი­ნის გა­ლე­რე­ა­ში და ა.შ.

2013 წელს და­თუ­ნა გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც Google-ის სათ­ვა­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას და­უ­კავ­ში­რა. მისი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, Google-ის სათ­ვა­ლეს­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს უყუ­რებს, ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხვდე­ბა. 2011 წელს SCOPE-ის ხე­ლოვ­ნე­ბის შო­უ­ზე, მა­ი­ა­მი­ში, და­თუ­ნას ნა­მუ­შე­ვა­რი „სტივ ჯობ­სი / აინ რენ­დი" 210 000 აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და და ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ყი­დულ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
3

ალბათ სანაძლეოზე შეჭამა.

ეეხ,
4

და ვინ შეაფასა ჩვეულებრივი 80 თეთრიანი ბანანი 120 ათას დოლარად? ვაი თქვენს პატრონს, მაგ ფულით 1200 გაჭირვებულს დაეხმარებოდი 100 -100 ლარად რომ გეჩუქნა, რამხელა მადლს იზამდი, შენ რომ ქრისტიანი იყო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?

ქართველმა ხელოვანმა, დევიდ დათუნამ, მაიამიში, არტ-ბაზელის გამოფენაზე მაურიციო კატელანის ხელოვნების ნიმუში, 120 000 დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა.

დევიდ დათუნა ამბობს, რომ ეს პერფორმანსი იყო სახელწოდებით - "მშიერი ხელოვანი".

მუზეუმში კედელზე ბანანი წებოვანი ლენტით იყო მიმაგრებული. დევიდ დათუნამ ის დამთვალიერებლების თვალწინ ჩამოხსნა და მიირთვა.

"ნიუ-იორკ თაიმსთან" საუბრისას ქართველი ხელოვანი ამბობს, რომ ბანანი ძალიან გემრიელი იყო. "მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ხელოვანი ვარ," - დასძინა დევიდ დათუნამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ დაეკისრება თუ არა ჯარიმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბანანის ჭამის გამო. როგორც გალერეის წარმომადგენელი ამბობს, არ აპირებენ ხელოვანს უჩივლონ, რადგანაც მას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია. "ბანანი, ეს მხოლოდ იდეა იყო“, - ამბობს გალერეის წარმომადგენელი.

იტალიელმა ხელოვანმა, მაურიციო კატელანმა ნამდვილი ბანანისა და წებოვანი ლენტის კომბინაცია ხელოვნების ნიმუშად აქცია. არტ ბაზელის გამოფენაზე სამი ასეთი ბანანი ოთხი დღის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. ორი მათგანი გაიყიდა და თითოეულში 120 000 დოლარი გადაიხადეს. ერთ-ერთი ფრანგმა ქალმა იყიდა, რომელიც ამბობს, რომ კატელანის თაყვანისმცემელია. მესამე ბანანი, გაყიდვამდე ქართველმა დევიდ დათუნამ მიირთვა. ბანანები კატელანმა მაიმიში, სურსათის მაღაზიაში შეიძინა. ის ამბობს, რომ მთავარი არა პროდუქტის ფასი, არამედ იდეის ღირებულებაა.

რაც შეეხება იდეას, ექსპერტი ხელოვნების საკითხებში, ემანუელ პეროტინი ამბობს, რომ ბანანები მაურიციოს შემოქმედებაში ვაჭრობის სიმბოლოა და მისი საშუალებით ხელოვანი იუმორისტულად აკრიტიკებს მსოფლიოში ვაჭრობის სფეროში არსებულ მდგომარეობას.

მაურიციო კატელანი ძირითადად სკულპტურებს ქმნის. თავდაპირველად, მან ბრინჯაოსგან შექმნა ბანანის სკულპტურა, თუმცა საბოლოდ გადაწყვიტა, რომ მუზეუმში ნამდვილი ბანანი გამოეფინა და ხელოვნების ნიმუშად ექცია. როგორც, artnet.com წერს, იტალიელი ხელოვანი თავის ნამუშევრებში სატირასა და იუმორს იყენებს და ამ მეთოდით მსოფლიოში სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებს აკრიტიკებს.

რაც შეეხება ქართველ ხელოვან დევიდ დათუნას, ის 1999 წლიდან ნიუ-იორკში მოღვაწეობს. Business Insider-ის და სხვა გავლენიანი გამოცემების მიხედვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მხატვარია და ამასთანავე, თანამედროვე ხელოვანთა შორის მისი ნამუშევრები ყველაზე ძვირად იყიდება.

დავით დათუნას ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირთა, ასევე კერძო პირების კოლექციებში, მსოფლიოს სხვადასხვა გამორჩეულ და ცნობილ მუზეუმებში შეხვდებით.

მისი შემოქმედებიდან ყველაზე პოპულარულია სერია - „მილიონების ხედვა“. მხატვრის ნამუშევრებს შორის დიდი ადგილი აქვს დროშებს. მან საქართველოს მიუძღვნა ნამუშევარი „საქართველო - მილიონთა იმედი“, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული და ის განსხვავებული ტექნიკითაა შესრულებული.

დათუნას სოლო გამოფენები ჰქონდა ნიუ იორკის ავანგარდულ გალერეაში, ნიუ იორკის უესტვუდის გალერეაში, ინდიანაპოლისის ლანგშარპის გალერეაში, პარიზის ჩუკინის გალერეაში და ა.შ.

2013 წელს დათუნა გახდა მსოფლიოში პირველი მხატვარი, რომელმაც Google-ის სათვალე თანამედროვე ხელოვნებას დაუკავშირა. მისი პროექტის მიხედვით, Google-ის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. 2011 წელს SCOPE-ის ხელოვნების შოუზე, მაიამიში, დათუნას ნამუშევარი „სტივ ჯობსი / აინ რენდი" 210 000 აშშ დოლარად გაიყიდა და ის ფესტივალზე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.

ყაზახმა ბოდიბილდერმა სექს-თოჯინას ხელი სთხოვა - რას ყვება მამაკაცი საყვარელ ქალთან ურთიერთობაზე

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის