პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები ყველგან და ყველასთვის - „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს
წიგნები ყველგან და ყველასთვის - „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს

წიგ­ნე­ბი ყველ­გან და ყვე­ლას­თვის - ეს „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა“ და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის „ბიბ­ლუ­სის“ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ქვეყ­ნის ექვს რე­გი­ონს სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ექ­ნე­ბა. 2 წლის წინ, „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ შიდა ქარ­თლში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, იმე­რეთ­ში, კა­ხეთ­ში, გუ­რია-აჭა­რა­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბი გახ­სნა. ახა­ლი პრო­ექ­ტის, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ფარ­გლებ­ში კი გა­იხ­სნე­ბა სამ­კი­თხვე­ლო სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­სა თუ ზრდას­რუ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ეც­ნონ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობს პრო­ექ­ტი და რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად, „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“რექ­ტორ კონ­სტან­ტი­ნე თო­ფუ­რი­ას ვე­სა­უბ­რეთ:

რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შექ­მნის რე­გი­ო­ნებ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნა და ძი­რი­თა­დად, რა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი?

გა­დავ­წყვი­ტეთ ოფი­სებს, რო­მე­ლიც 2 წლის წინ სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში გავ­ხსე­ნით, მეტი დატ­ვირ­თვა მივ­ცეთ,მო­სახ­ლე­ო­ბას კი მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სარ­გე­ბე­ლი­მო­ვუ­ტა­ნოთ.

ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნა რე­გი­ო­ნებ­ში და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­ეც­ნონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას. ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ მო­თხოვ­ნა მეტ­წი­ლად პრო­ფე­სი­ულ წიგ­ნებ­ზეა, ამი­ტომ ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში უმე­ტე­სად პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა, რო­გორც ქარ­თულ, ისე ინ­გლი­სურ ენა­ზე.

დარ­გობ­რი­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მი­სულ მკი­თხვე­ლებს მხატ­ვრუ­ლი და სა­ბავ­შო ლი­ტე­რა­ტუ­რაც დახ­ვდე­ბათ. ასე­ვე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც­მე-11 და მე-12კლა­სე­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს. ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლო­ბა კი შე­ეძ­ლე­ბა ყვე­ლას!

ვინ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი უფა­სო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნის წა­მო­წყე­ბა­ში?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი ბიბ­ლუ­სი და ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექ­ტში ჩვე­ნი პრო­ფე­სორ-ლექ­ტო­რე­ბიც ჩა­ერ­თვნენ - მათ ბიბ­ლი­ო­თე­კებს თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი­ა­ჩუ­ქეს. აქვე, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს მე­გო­ბარ „ბიბ­ლუსს“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა თქვე­ნი წა­მო­წყე­ბა? გარ­და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა, სხვა რა აქ­ტი­ვო­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბი?

რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბი ჩვე­ნი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წი­ლია.ვცდი­ლობთ,მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი­გავ­ხა­დოთ.

2 წე­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ოფი­სე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მი­ი­ღონ და გა­იღ­რმა­ვონ ცოდ­ნა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით; და­ეს­წრონ სრუ­ლი­ად უფა­სოდ ტრე­ნინ­გებს, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს, მას­ტერკლა­სებ­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯამ­ში, 200-ამდე შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და მათ­გა­ნაც ბევ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­დის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­საც ბევ­რი ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი ეყო­ლე­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად, რო­დის იგეგ­მე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნა ?

ჩვე­ნი გუნ­დი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს, რომ პრო­ექ­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ვფიქ­რობ, 2020 წლის თე­ბერ­ვლის­თვის ბიბ­ლი­ო­თე­კა ექ­ვსი­ვე რე­გი­ო­ნულ ოფისს ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

წიგნები ყველგან და ყველასთვის - „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს

წიგნები ყველგან და ყველასთვის - „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს

წიგნები ყველგან და ყველასთვის - ეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წიგნიერების ამაღლებას ემსახურება.

„საქართველოს უნივერსიტეტისა“ და წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქვეყნის ექვს რეგიონს საკუთარი ბიბლიოთეკები ექნება. 2 წლის წინ, „საქართველოს უნივერსიტეტმა“ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, კახეთში, გურია-აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული ოფისები გახსნა. ახალი პროექტის, ყველასთვის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკების ფარგლებში კი გაიხსნება სამკითხველო სივრცეები, სადაც მოსწავლეებსა თუ ზრდასრულებს საშუალება ექნებათ, სასურველ ლიტერატურას მშვიდ გარემოში გაეცნონ.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს პროექტი და როგორ ხორციელდება ის, ამის შესახებ დეტალურად, „საქართველოს უნივერსიტეტის“რექტორ კონსტანტინე თოფურიას ვესაუბრეთ:

რა შესაძლებლობებს შექმნის რეგიონებში ბიბლიოთეკების გახსნა და ძირითადად, რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი?

გადავწყვიტეთ ოფისებს, რომელიც 2 წლის წინ სხვადასხვა რეგიონში გავხსენით, მეტი დატვირთვა მივცეთ,მოსახლეობას კი მეტი საგანმანათლებლო სარგებელიმოვუტანოთ.

ბიბლიოთეკების გახსნა რეგიონებში დამატებითი შესაძლებლობაა, ადგილობრივები გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული ლიტერატურა იქნება, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

დარგობრივი ლიტერატურის გარდა, ბიბლიოთეკებში მისულ მკითხველებს მხატვრული და საბავშო ლიტერატურაც დახვდებათ. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელოებიც, რომლებიცმე-11 და მე-12კლასელებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას!

ვინ არიან ჩართულები უფასო ბიბლიოთეკების გახსნის წამოწყებაში?

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინიციატივაში მონაწილეობას იღებს წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი და ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთვნენ - მათ ბიბლიოთეკებს თავიანთი საყვარელი წიგნებიაჩუქეს. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ „ბიბლუსს“ თანამშრომლობისთვის.

რა მიზანს ემსახურება თქვენი წამოწყება? გარდა ბიბლიოთეკებისა, სხვა რა აქტივობებს განახორციელებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ რეგიონული ოფისები?

რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.ვცდილობთ,მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლება ხელმისაწვდომიგავხადოთ.

2 წელია, აღნიშნული ოფისები სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით; დაესწრონ სრულიად უფასოდ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს.

ამ დროის განმავლობაში ჯამში, 200-ამდე შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ. მახარებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მხრიდან ჩვენი ღონისძიებების მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ, ბიბლიოთეკებსაც ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება.

კონკრეტულად, როდის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა ?

ჩვენი გუნდი სრული დატვირთვით მუშაობს, რომ პროექტი რაც შეიძლება მოკლე ვადებში განვახორციელოთ. ვფიქრობ, 2020 წლის თებერვლისთვის ბიბლიოთეკა ექვსივე რეგიონულ ოფისს ექნება.

განსაკუთრებული ფასდაკლება საახალწლო პროდუქციაზე – „ბიბლუსში“ „შავი პარასკევია“

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ქარვასლაში "წიგნის დღეები" გაიმართება

10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ