სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა ბოლო წლებში ბინის შეძენასთან დაკავშირებით?
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა ბოლო წლებში ბინის შეძენასთან დაკავშირებით?

ბი­ნის შე­ძე­ნი­სას თქვენ­თვის რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? იქ­ნებ უბ­ნის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის ხა­რის­ხი, ხედი, ბი­ნის ფარ­თო­ბი ან ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად?

წლი­დან წლამ­დე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა იც­ვლე­ბა, დე­ვე­ლო­პე­რე­ბის მი­მართ მეტი მო­თხოვ­ნა ჩნდე­ბა და ხა­რის­ხიც იზ­რდე­ბა.

თუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ძი­რი­თა­დად, დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ზე იყო მო­თხოვ­ნა, აქ­ტი­უ­რი ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის გამო, დღეს, მეტი ყუ­რა­დღე­ბა ეკო-სივ­რცე­ებს ეთ­მო­ბა.

ამას­თან, მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­კი­თხი; ასე­ვე, სა­ვაჭ­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ობი­ექ­ტებ­თან სი­ახ­ლო­ვე.

იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელს ენი­ჭე­ბა მეტი უპი­რა­ტე­სო­ბა, ამის შე­სა­ხებ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ბი­ნა­და­რის“ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერს ქეთი გი­ორ­გა­ძე­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა SS.ge-ის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელს ილია გი­ჯაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

ილია გი­ჯაშ­ვილ­მა გან­გვი­მარ­ტა, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი მცი­რე ფარ­თო­ბის მქო­ნე ბი­ნებს ეძებს რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ისე კო­მერ­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. ასეთ ბი­ნებს კი ძი­რი­თა­დად, ახალ კორ­პუ­სებ­ში ვხვდე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის სა­კი­თხსაც.

„ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე ბი­ნე­ბის ძი­ე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ძი­ე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­მა­ტე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რედ და გა­რე­უბ­ნებ­ში, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს ილია გი­ჯაშ­ვი­ლი.

„ბი­ნა­და­რის“ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი ქეთი გი­ორ­გა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ეს ტენ­დენ­ცია მათ პრო­ექ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია ეკო-პრო­ექ­ტის მი­მართ - „ბი­ნა­და­რი ლის­ზე“, რო­მელ­საც 1000 კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცე აკ­რავს და ბი­ნე­ბის ფარ­თო­ბი კი 40 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­დან იწყე­ბა.

„ის ფაქ­ტი რომ მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რისხზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ფასი და მომ­ხმა­რე­ბელ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­დახ­დის პი­რო­ბა ინარ­ჩუ­ნებს მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას უდა­ოა. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩნე­ვია ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხმა­რებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­რე­მო­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ეც­ნო­ბი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა თუ არაა პრო­ექ­ტში რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა და თუ კი, რა ფარ­თო­ბით. თან­და­თან უფრო ტენ­დენ­ცი­უ­რი ხდე­ბა ე.წ „გა­რე­უბ­ნე­ბი“, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩევ­ნი­ათ გა­ნიტ­ვირ­თონ და სა­ღა­მო გა­ა­ტა­რონ ქა­ლა­ქის ხმა­უ­რის­გან შორს, ეკო­ლო­გი­უ­რად ჯან­საღ გა­რე­მო­ში“, - გან­მარ­ტავს ის.

ამას­თან, დიდი ყუ­რად­რე­ბა ექ­ცე­ვა პარ­კინ­გის სა­კი­თხსაც. დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის დიდი ხნით გა­ჩე­რე­ბა საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია. ად­გი­ლე­ბი არ არის, არც კერ­ძო პარ­კინ­გებ­ზე, ამი­ტომ მშე­ნებ­ლო­ბი­სას ერთ-ერთ მთა­ვარ მო­თხოვ­ნად დიდი სა­პარ­კინ­გე ტე­რი­ტო­რია მი­იჩ­ნე­ვა.

გარ­და იმი­სა, რომ ლი­სის ეკო პრო­ექტს, რო­მე­ლი­ცორ­სა­დარ­ბა­ზო­ი­ან, 14 სარ­თუ­ლი­ანაბ­ლოკ­სა­და­ერ­თსა­დარ­ბა­ზო­ი­ან, 11 სარ­თუ­ლი­ან­ბბ­ლოკს­მო­ი­ცავს, 1-ელ­სარ­თულ­ზე საკ­მა­ოდ დიდი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი აქვს, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბა არც კორ­პუ­სე­ბის მიმ­დე­ბა­რედ არის პრობ­ლე­მა­ტუ­რი.

ამას­თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­თან სი­ახ­ლო­ვის სა­კი­თხიც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ბურ­თა­ლოს ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე შე­გიძ­ლია აღ­მოჩ­ნდე, ამი­ტომ ესეც უბ­ნის ერთ-ერთ უპი­რა­ტე­სო­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

ბო­ლოს კი, SS.ge-სა და “ბი­ნა­და­რის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა და ადა­რებს ფა­სებს და ეს ტენ­დენ­ცია სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში არას­დროს შე­იც­ვლე­ბა. თუმ­ცა უნდა ვი­ცო­დეთ, რომ დღეს, მ ფა­სის შე­და­რე­ბის უკე­თე­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს, იქ­ნე­ბა ეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა SS.ge-ზე არ­სე­ბუ­ლი ფა­სის გა­მოთ­ვლის სის­ტე­მა. ამი­ტომ ამ მხრივ, ბი­ნის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებს საქ­მე კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტივ­დათ.

ქეთი გი­ორ­გა­ძის თქმით, მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლი­სიწ­ნე­ბით, ლი­სის პრო­ექ­ტის სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა შემ­დე­გია: ყვე­ლა მსურ­ველს უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში იცხოვ­როს, ამი­ტომ თუ SS.ge-ზეც გა­და­ვა­მოწ­მებთ, „ლისი ბი­ნა­და­რის“ ფა­სე­ბი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­შუ­ა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა ბოლო წლებში ბინის შეძენასთან დაკავშირებით?

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა ბოლო წლებში ბინის შეძენასთან დაკავშირებით?

ბინის შეძენისას თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? იქნებ უბნის ეკოლოგიური მდგომარეობა, სამშენებლო მასალის ხარისხი, ხედი, ბინის ფართობი ან ეს ყველაფერი ერთად?

წლიდან წლამდე, საცხოვრებელი ბინის შერჩევისას მომხმარებლის ქცევა იცვლება, დეველოპერების მიმართ მეტი მოთხოვნა ჩნდება და ხარისხიც იზრდება.

თუ რამდენიმე წლის წინ ძირითადად, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე იყო მოთხოვნა, აქტიური ურბანიზაციის გამო, დღეს, მეტი ყურადღება ეკო-სივრცეებს ეთმობა.

ამასთან, მეტ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის საკითხი; ასევე, სავაჭრო და საგანმანათლებლო ობიექტებთან სიახლოვე.

იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა ბინის შერჩევისას წლების განმავლობაში და რა ტიპის საცხოვრებელს ენიჭება მეტი უპირატესობა, ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ბინადარის“ გაყიდვების მენეჯერს ქეთი გიორგაძესა და უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge-ის პროექტის ხელმძღვანელს ილია გიჯაშვილს ვესაუბრეთ.

ილია გიჯაშვილმა განგვიმარტა, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მცირე ფართობის მქონე ბინებს ეძებს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულებით. ასეთ ბინებს კი ძირითადად, ახალ კორპუსებში ვხვდებით.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილმდებარეობის საკითხსაც.

„ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ბინების ძიება შემცირებული არ არის, თუმცა ამავდროულად, ძიების მაჩვენებელი მომატებულია ქალაქის ცენტრის მიმდებარედ და გარეუბნებში, რაც სავარაუდოდ, ეკოლოგიური მდგომარეობით არის გამოწვეული“, - აღნიშნავს ილია გიჯაშვილი.

„ბინადარის“ გაყიდვების მენეჯერი ქეთი გიორგაძე განმარტავს, რომ ეს ტენდენცია მათ პროექტებთან მიმართებაშიც შეინიშნება. მაგალითად, მოთხოვნა მაღალია ეკო-პროექტის მიმართ - „ბინადარი ლისზე“, რომელსაც 1000 კვადრატულ მეტრამდე გამწვანებული სივრცე აკრავს და ბინების ფართობი კი 40 კვადრატული მეტრიდან იწყება.

„ის ფაქტი რომ მშენებლობის ხარისხზე ყურადღების გამახვილება, ფასი და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას უდაოა. ალბათ, ყველაზე შესამჩნევია ბოლო პერიოდში მომხმარებლის დამოკიდებულება გარემოზე, განსაკუთრებული ინტერესით ეცნობიან ინფორმაციას იმის შესახებ იქნება თუ არაა პროექტში რეკრეაციული ზონა და თუ კი, რა ფართობით. თანდათან უფრო ტენდენციური ხდება ე.წ „გარეუბნები“, რადგანაც ადამიანებს ურჩევნიათ განიტვირთონ და საღამო გაატარონ ქალაქის ხმაურისგან შორს, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში“, - განმარტავს ის.

ამასთან, დიდი ყურადრება ექცევა პარკინგის საკითხსაც. დედაქალაქში ავტომობილის დიდი ხნით გაჩერება საკმაოდ პრობლემატურია. ადგილები არ არის, არც კერძო პარკინგებზე, ამიტომ მშენებლობისას ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად დიდი საპარკინგე ტერიტორია მიიჩნევა.

გარდა იმისა, რომ ლისის ეკო პროექტს, რომელიცორსადარბაზოიან, 14 სართულიანაბლოკსადაერთსადარბაზოიან, 11 სართულიანბბლოკსმოიცავს, 1-ელსართულზე საკმაოდ დიდი საპარკინგე ადგილი აქვს, ავტომობილის გაჩერება არც კორპუსების მიმდებარედ არის პრობლემატური.

ამასთან, გასათვალისწინებელია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებთან სიახლოვის საკითხიც. მოგეხსენებათ, ლისის ტერიტორიიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს ცენტრალურ ქუჩებზე შეგიძლია აღმოჩნდე, ამიტომ ესეც უბნის ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევა.

ბოლოს კი, SS.ge-სა და “ბინადარის“ წარმომადგენელი განმარტავენ, რომ მომხმარებელი ყურადღებით აკვირდება და ადარებს ფასებს და ეს ტენდენცია სამშენებლო სექტორში არასდროს შეიცვლება. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს, მ ფასის შედარების უკეთესი მექანიზმები არსებობს, იქნება ეს სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაცია თუ უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge-ზე არსებული ფასის გამოთვლის სისტემა. ამიტომ ამ მხრივ, ბინის შეძენის მსურველებს საქმე კიდევ უფრო გაუმარტივდათ.

ქეთი გიორგაძის თქმით, მაღალი კონკურენციისა და მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისიწნებით, ლისის პროექტის საფასო პოლიტიკა შემდეგია: ყველა მსურველს უნდა მიეცეს საშუალება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვროს, ამიტომ თუ SS.ge-ზეც გადავამოწმებთ, „ლისი ბინადარის“ ფასები ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საშუალოდ შეიძლება ჩაითვალოს.

ქართველ სტუდენტებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ

"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ