სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ
10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ

"თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ე­ბი" "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში" უკვე და­ი­წყო. ეს ის დროა, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელის. გან­სა­კუთ­რე­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან ამ დღე­ე­ბის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბიც. ფეს­ტი­ვა­ლი 28 ნო­ემ­ბრი­დან 1 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სა­სურ­ვე­ლი ჟან­რის წიგ­ნის შე­ძე­ნას დიდი ფას­დაკ­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, წა­რად­გენს წიგ­ნებს ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის. აქ შეხ­ვდე­ბით, რო­გორც სა­ბავ­შვო და თი­ნე­ი­ჯე­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ისე ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კას, ასე­ვე ის­ტო­რი­ულ, სა­თავ­გა­და­სავ­ლო და ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რას.

გთა­ვა­ზობთ 10 ახალ გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც "თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ებ­ზე" უნდა შე­ი­ძი­ნოთ:

გი­ლი­ან ფლი­ნი - ბას­რი საგ­ნე­ბი

გი­ლი­ან ფლი­ნის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თრი­ლე­რის "ბას­რი საგ­ნე­ბის" მი­ხედ­ვით, 2018 წელს HBO - მ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღო, სა­დაც მთა­ვარს როლს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ემი ადამ­სი ას­რუ­ლებს.

სე­რი­ა­ლი ოქ­როს გლო­ბუ­სის 2019 წლის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე 3-ჯერ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი და ერთი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი კა­მი­ლას შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც არას­დროს სა­უბ­რობ­და სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე, მის მშობ­ლებ­ზე და ძმა­ზე, თუმ­ცა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას ძველ სახ­ლში დარ­ჩე­ნა მო­უ­წევს და გა­დარ­ჩე­ნის­თვის სა­კუ­თარ წარ­სულ­ში, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ში გარ­კვე­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

კოლ­სონ უა­ი­თ­ჰე­დი - მი­წის­ქვე­შა რკი­ნიგ­ზა

კოლ­სონ უა­ი­თ­ჰე­დის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რო­მანს - "მი­წის­ქვე­შა რკი­ნიგ­ზა" აღე­ბუ­ლი აქვს პუ­ლი­ცე­რის პრე­მია. წიგ­ნი ასე­ვე მოხ­ვდა ბუ­კე­რის პრე­მი­ის მოკ­ლე სი­ა­ში.

რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კის უახ­ლეს ის­ტო­რი­ას - მო­ნო­ბა­სა და გაქ­ცე­ვა­ზე. მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით კი ავ­ტო­რი გვიყ­ვე­ბა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შიშ­სა და ბრძო­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის.

წიგ­ნი ერთი მხრივ, თავ­გა­და­სა­ვა­ლია ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ქა­ლი­სა, რო­მე­ლიც თავ­გან­წირ­ვით იბ­რძვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, მე­ო­რე მხრივ კი, ის ის­ტო­რი­აა, რო­მელ­საც ჩვენ, ყვე­ლა­ნი, ვი­ზი­ა­რებთ.

ალექ­სან­დრა ბრა­კე­ნი - მოგ­ზა­უ­რი

ეს არის წიგ­ნი მე­კობ­რე­ებ­სა და დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე. ამ­ბა­ვი მდი­და­რია ის­ტო­რი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბით, რაც მას გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ამი­ტომ, თუ ამ წიგ­ნის წა­კი­თხვას გა­და­წყვეტთ, კარ­გად მო­კა­ლათ­დით, რად­გან წინ და­უ­ვი­წყა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა გე­ლით.

რე­ი­ჩელ ლი­პინ­კო­ტი - "ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე"

შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეს ის, ვი­საც ვე­რას­დროს შე­ე­ხე­ბი?

სტე­ლა გრანტს უყ­ვარს, როცა ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს. ამ­ჟა­მად სტე­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რომ არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს არა­ფერს, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის ფილ­ტვე­ბის გა­და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.

ერ­თა­დერ­თი რამ, რაც უილ ნი­უ­მენს უნდა, ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გაღ­წე­ვაა. სუ­ლაც არ აღელ­ვებს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ახა­ლი, სა­ო­ცა­რი წამ­ლის გა­მოც­და. მალე 18 წლის გახ­დე­ბა, მო­იხ­სნის ყვე­ლა აპა­რატს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიღ­მა, რე­ა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს...

უილი ზუს­ტად ისაა, რის­გა­ნაც სტე­ლამ შორს უნდა და­ი­ჭი­როს თავი. ერ­თა­დერ­თი გზა სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნაა.

ჯეინ ოს­ტი­ნი - ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა

მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დევ­რის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წიგ­ნის ახა­ლი თარ­გმა­ნი.

"ამო­ჩე­მე­ბა", ალ­ბათ, არ არის ყვე­ლა­ზე მოხ­დე­ნი­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი სი­ტყვა. მაგ­რამ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს არსს. ამას­თან, მთარ­გმნელ­მა შეძ­ლო და ამ ფორ­მა­ში, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, ასა­ხა ავ­ტო­რის მის­წრა­ფე­ბა ალი­ტე­რა­ცი­ი­სა­კენ, რო­მე­ლიც ასე­თი მკა­ფი­ოა დედ­ნის სა­თა­ურ­ში Pride and Prejudice - "ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა" ამ მხრი­ვაც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვერ­სი­აა და ეს არ არის პა­ტა­რა ამ­ბა­ვი. რაც მთა­ვა­რია, ამ­სა­თა­უ­რი­ან წიგნს რომ აი­ღებ, უკვე იცი, რა­ზეა ის... " - ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი

ქენ­დის ბუშ­ნე­ლი - სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში

„სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ მრა­ვა­ლი ემის ჯილ­დოს, ოქ­როს გლო­ბუ­სის მფლო­ბე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც ქენ­დის ბუშ­ნე­ლის წიგ­ნის “სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში” მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.

ვინ არი­ან ნი­უ­ი­ორ­კე­ლი ფე­მი­ნის­ტე­ბი, ვინ ვისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ან საყ­ვა­რე­ლია და, სა­ერ­თო­დაც, რამ­დე­ნად სა­სურ­ვე­ლია ქალი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს­თვის?

რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი - გონს მო­ე­გე, დაო

იუ­მო­რი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წიგ­ნით, ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ­სა­ხე, TheChicSite.com-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­კუ­თა­რი მე­დი­ა­კომ­პა­ნია „ჩიკ მე­დი­ას“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი გვეხ­მა­რე­ბა, გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ტყუ­ი­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ხელს გვიშ­ლის ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რი.

„გონს მო­ე­გე, დაოს“ თი­თო­ე­უ­ლი თავი იწყე­ბა ცალ­კე­უ­ლი ტყუ­ი­ლით, რომ­ლი­საც ჰო­ლისს ოდეს­ღაც სჯე­რო­და - ტყუ­ი­ლით, რო­მელ­მაც და­ა­ზა­რა­ლა მისი ფსი­ქი­კა, თვით­შე­ფა­სე­ბა და რო­მელ­საც ლა­მის და­ნებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­ა­მარ­ცხა ის.

სო­ფია ამო­რუ­ზო - რო­გორ გავ­ხდი #GIRLBOSS

სო­ფია ამო­რუ­ზო ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი და მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც 2006 წელს მე­ო­რე­უ­ლი ტან­საც­მლის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია NASTY GAL შექ­მნა. მისი ბიზ­ნე­სი რამ­დე­ნი­მე წელ­ში მი­ლი­ო­ნი­ან კომ­პა­ნი­ად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარდ კომ­პა­ნი­ად და­ა­სა­ხე­ლა.

#GIRLBOSS სო­ფი­ას ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­აა, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი მკი­თხველს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და უყ­ვე­ბა, რო­გორ იქცა მე­ამ­ბო­ხე მა­წან­წა­ლი­დან სწრა­ფად მზარ­დი ბიზ­ნე­სის და­მა­არ­სებ­ლად და აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად.

და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე - ანტი გა­ყიდ­ვე­ბი

ეს არის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი გა­ყიდ­ვე­ბის თე­მა­ზე.

რო­გო­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის სა­ი­დუმ­ლო? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არა­ერთ სპე­ცი­ა­ლისტს შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია წიგ­ნი­სა თუ კვლე­ვის სა­ხით, თუმ­ცა ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ არ­სე­ბობს და რომ ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის უკან მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა დგას. სწო­რედ ასეთ პრაქ­ტი­კა­სა და ცოდ­ნა­ზეა აგე­ბუ­ლი წიგ­ნი „ან­ტი­გა­ყიდ­ვე­ბი“, რო­მელ­საც „სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ყიდ­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტრე­ნე­რი და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე გვთა­ვა­ზობს.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი - შავი ფურ­ცე­ლი

„შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბის“ ავ­ტო­რის­გან! "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“ - ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რის, ნი­კო­ლო ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის „შავი ფურ­ცე­ლი“ (ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი).

წიგ­ნი ეძღვნე­ბა ნი­კო­ლოზ თარ­ხნიშ­ვი­ლის (კო­ნია პა­პას) ხსოვ­ნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ

10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ

"თბილისის წიგნის დღეები" "ექსპო ჯორჯიაში" უკვე დაიწყო. ეს ის დროა, რომელსაც მკითხველი მთელი წლის განმავლობაში ელის. განსაკუთრებით ემზადებიან ამ დღეებისთვის გამომცემლობებიც. ფესტივალი 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ლიტერატურის მოყვარულები სასურველი ჟანრის წიგნის შეძენას დიდი ფასდაკლებით შეძლებენ.

გამომცემლობა "პალიტრა L" მე-11 პავილიონში, ტრადიციულად, წარადგენს წიგნებს ყველა გემოვნების მკითხველისათვის. აქ შეხვდებით, როგორც საბავშვო და თინეიჯერულ ლიტერატურას, ისე ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას, ასევე ისტორიულ, სათავგადასავლო და ბიზნესლიტერატურას.

გთავაზობთ 10 ახალ გამოცემას, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ:

გილიან ფლინი - ბასრი საგნები

გილიან ფლინის ფსიქოლოგიური თრილერის "ბასრი საგნების" მიხედვით, 2018 წელს HBO - მ ამავე სახელწოდების სერიალი გადაიღო, სადაც მთავარს როლს ცნობილი მსახიობი ემი ადამსი ასრულებს.

სერიალი ოქროს გლობუსის 2019 წლის დაჯილდოებაზე 3-ჯერ იყო ნომინირებული და ერთი გამარჯვება მოიპოვა.

წიგნის სიუჟეტი კამილას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც არასდროს საუბრობდა საკუთარ წარსულზე, მის მშობლებზე და ძმაზე, თუმცა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისას ძველ სახლში დარჩენა მოუწევს და გადარჩენისთვის საკუთარ წარსულში, აწმყოსა და მომავალში გარკვევა დასჭირდება.

კოლსონ უაითჰედი - მიწისქვეშა რკინიგზა

კოლსონ უაითჰედის ყველაზე ცნობილ რომანს - "მიწისქვეშა რკინიგზა" აღებული აქვს პულიცერის პრემია. წიგნი ასევე მოხვდა ბუკერის პრემიის მოკლე სიაში.

რომანი მოგვითხრობს თანამედროვე ამერიკის უახლეს ისტორიას - მონობასა და გაქცევაზე. მაგიური რეალიზმის გამოყენებით კი ავტორი გვიყვება მთავარი პერსონაჟების შიშსა და ბრძოლას თავისუფლებისათვის.

წიგნი ერთი მხრივ, თავგადასავალია ფერადკანიანი ქალისა, რომელიც თავგანწირვით იბრძვის თავისუფლებისთვის, მეორე მხრივ კი, ის ისტორიაა, რომელსაც ჩვენ, ყველანი, ვიზიარებთ.

ალექსანდრა ბრაკენი - მოგზაური

ეს არის წიგნი მეკობრეებსა და დროში მოგზაურობაზე. ამბავი მდიდარია ისტორიული დეტალებით, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ამიტომ, თუ ამ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, კარგად მოკალათდით, რადგან წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გელით.

რეიჩელ ლიპინკოტი - "ორი ნაბიჯი შენამდე"

შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც ვერასდროს შეეხები?

სტელა გრანტს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას.

ერთადერთი რამ, რაც უილ ნიუმენს უნდა, ამ საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

უილი ზუსტად ისაა, რისგანაც სტელამ შორს უნდა დაიჭიროს თავი. ერთადერთი გზა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ერთმანეთისგან შორს ყოფნაა.

ჯეინ ოსტინი - ამპარტავნობა და ამოჩემება

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული შედევრის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის ახალი თარგმანი.

"ამოჩემება", ალბათ, არ არის ყველაზე მოხდენილი და ლიტერატურისთვის საყვარელი სიტყვა. მაგრამ ის მაქსიმალურად ზუსტად გამოხატავს არსს. ამასთან, მთარგმნელმა შეძლო და ამ ფორმაში, ნაწილობრივ მაინც, ასახა ავტორის მისწრაფება ალიტერაციისაკენ, რომელიც ასეთი მკაფიოა დედნის სათაურში Pride and Prejudice - "ამპარტავნობა და ამოჩემება" ამ მხრივაც გაუმჯობესებული ვერსიაა და ეს არ არის პატარა ამბავი. რაც მთავარია, ამსათაურიან წიგნს რომ აიღებ, უკვე იცი, რაზეა ის... " - ლევან ბერძენიშვილი

ქენდის ბუშნელი - სექსი დიდ ქალაქში

„სექსი დიდ ქალაქში“ მრავალი ემის ჯილდოს, ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული საკაბელო ტელესერიალია, რომელიც ქენდის ბუშნელის წიგნის “სექსი დიდ ქალაქში” მიხედვით შეიქმნა.

ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და, საერთოდაც, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის?

რეიჩელ ჰოლისი - გონს მოეგე, დაო

იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით, ცნობილი ონლაინსახე, TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია „ჩიკ მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება, გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან, რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.

„გონს მოეგე, დაოს“ თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით, რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით, რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და რომელსაც ლამის დანებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაამარცხა ის.

სოფია ამორუზო - როგორ გავხდი #GIRLBOSS

სოფია ამორუზო ამერიკელი ბიზნესლედი და მწერალია, რომელმაც 2006 წელს მეორეული ტანსაცმლის ონლაინმაღაზია NASTY GAL შექმნა. მისი ბიზნესი რამდენიმე წელში მილიონიან კომპანიად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დაასახელა.

#GIRLBOSS სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად.

დავით ჩიკვაიძე - ანტი გაყიდვები

ეს არის პირველი ქართული წიგნი გაყიდვების თემაზე.

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? ამ კითხვაზე პასუხი არაერთ სპეციალისტს შემოუთავაზებია წიგნისა თუ კვლევის სახით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას. სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელსაც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - შავი ფურცელი

„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ ავტორისგან! "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ - ის გამარჯვებული ავტორის, ნიკოლო ტოტოღაშვილის „შავი ფურცელი“ (ლექსების კრებული).

წიგნი ეძღვნება ნიკოლოზ თარხნიშვილის (კონია პაპას) ხსოვნას.

ჩემი კაფეს ბიჭი და რამდენიმე ახალი წიგნი ზამთრის მარაგისთვის

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

„შავ პარასკევს“ გამომცემლობა „პალიტრა L“  რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი