პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელთა სისხლიანი გარჩევის დეტალები  - "მეწყვილეები იყვნენ, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი"
პოლიციელთა სისხლიანი გარჩევის დეტალები  - "მეწყვილეები იყვნენ, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი"

27 ნო­ემ­ბერს, ცა­გე­რის სო­ფელ ლო­ჯა­ნა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლია ორი პო­ლი­ცი­ე­ლი და დაჭ­რი­ლია კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი პირი - 60 წლის მურ­თაზ სი­ლა­გა­ძე, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო ფაქტს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­ჩხუ­ბა­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გაშ­ვე­ლე­ბას შე­ე­ცა­და. მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღე­ბით არის ჩა­დე­ნი­ლი. რა­ტომ გა­ი­მე­ტეს სა­სიკ­ვდი­ლოდ ერ­თმა­ნე­თი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ამა­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ ად­გი­ლობ­რი­ვებს. ისი­ნი მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი რო­მეო მან­და­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის, კარ­ლო კო­პა­ლი­ა­ნის ძმის­შვი­ლის მე­უღ­ლეა. "რო­მეო ად­გი­ლობ­რი­ვია, 37 წლის. აგ­რე­სი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა, მშვი­დი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. წლე­ბია პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს და არა­სო­დეს გაგ­ვი­გია მას­ზე ცუდი. ორი შვი­ლის მა­მაა. რა მოხ­და იქ, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით, მე­ო­რე პო­ლი­ცი­ე­ლი გოჩა ონი­ა­ნია, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნი დან, მი­ნა­ხავს ეს პი­როვ­ნე­ბაც, ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ხში­რად ვხე­დავ­დი ტა­ძარ­ში. რა მოხ­და და რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე აქამ­დე, არ ვი­ცით. რო­გორც გა­ვი­გეთ მე­სა­მე პირი ად­გი­ლობ­რი­ვია, რო­მე­ლიც შე­ეწ­რო ფაქტს. არა­სო­დეს ამ ბი­ჭებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა არ გაგ­ვი­გია, მი­ზე­ზე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ", - ამ­ბობს ცა­გე­რის მკვიდ­რი, აკა­კი პირ­ვე­ლი.

ცა­გე­რის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გუ­გა­ვა: "ორი­ვეს პი­რა­დად ვიც­ნობ­დი, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. გოჩა ლენ­ტე­ხი­დან იყო. მე­სა­მე დაჭ­რი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვია, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო ამ ამ­ბავს, ხე­ლო­სა­ნი კა­ცია, გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და და მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა. ბი­ჭე­ბი პატ­რუ­ლი­რებ­დნენ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს სო­ფე­ლი და­შო­რე­ბუ­ლია ცა­გე­რი­დან. მე­წყვი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ იმ დღეს, აუხ­სნე­ლია რა­ტომ უნდა და­ე­ხო­ცათ ერ­თმა­ნე­თი. ჩვენ­თან ზო­გა­დად კად­რე­ბი ძა­ლი­ან მწი­რია და ამი­ტომ ძა­ლი­ან რთუ­ლია მთე­ლი რა­ი­ო­ნის სრუ­ლი კონ­ტრო­ლი. არ ვი­ცით, რა მოხ­და. მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ სო­ფელ ლა­ჯა­ნას ცენ­ტრში და იქ მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. თვითმხილ­ვე­ლი ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რია. გოჩა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, რო­მეო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი
37

მივესალმები 

...
30

სვანი იყო მეგრელის მეწყვილე ხომ? ასეა მგონი აქ, ისე კი სვანები ცოტა ,,მძიმე'' ხალხია. ჯობია შორს დაიჭიროთ თავი მათგან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

პოლიციელთა სისხლიანი გარჩევის დეტალები  - "მეწყვილეები იყვნენ, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი"

პოლიციელთა სისხლიანი გარჩევის დეტალები  - "მეწყვილეები იყვნენ, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი"

27 ნოემბერს, ცაგერის სოფელ ლოჯანაში პოლიციელებს შორის მომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი ადგილობრივი პირი - 60 წლის მურთაზ სილაგაძე, რომელიც შეესწრო ფაქტს და როგორც ამბობენ, მოჩხუბარი პოლიციელების გაშველებას შეეცადა. მკვლელობა, სავარაუდოდ, ტაბელური იარაღებით არის ჩადენილი. რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ერთმანეთი სამართალდამცავებმა, ამაზე პასუხი არ აქვთ ადგილობრივებს. ისინი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი რომეო მანდარია "ქართული ოცნების" დეპუტატის, კარლო კოპალიანის ძმისშვილის მეუღლეა. "რომეო ადგილობრივია, 37 წლის. აგრესიული პიროვნება არ ყოფილა, მშვიდი და კარგი ადამიანი იყო. წლებია პოლიციაში მუშაობს და არასოდეს გაგვიგია მასზე ცუდი. ორი შვილის მამაა. რა მოხდა იქ, ნამდვილად არ ვიცით, მეორე პოლიციელი გოჩა ონიანია, ლენტეხის რაიონი დან, მინახავს ეს პიროვნებაც, ეკლესიური ადამიანი იყო, ხშირად ვხედავდი ტაძარში. რა მოხდა და რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცით. როგორც გავიგეთ მესამე პირი ადგილობრივია, რომელიც შეეწრო ფაქტს. არასოდეს ამ ბიჭებს შორის უთანხმოება არ გაგვიგია, მიზეზები სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ", - ამბობს ცაგერის მკვიდრი, აკაკი პირველი.

ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა: "ორივეს პირადად ვიცნობდი, კარგი ადამიანები იყვნენ. გოჩა ლენტეხიდან იყო. მესამე დაჭრილი ადგილობრივია, რომელიც შეესწრო ამ ამბავს, ხელოსანი კაცია, გაშველებას ცდილობდა და მიიღო დაზიანება. ბიჭები პატრულირებდნენ ამ ტერიტორიაზე. ეს სოფელი დაშორებულია ცაგერიდან. მეწყვილეები იყვნენ იმ დღეს, აუხსნელია რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი. ჩვენთან ზოგადად კადრები ძალიან მწირია და ამიტომ ძალიან რთულია მთელი რაიონის სრული კონტროლი. არ ვიცით, რა მოხდა. მანქანიდან გადმოსულები იყვნენ სოფელ ლაჯანას ცენტრში და იქ მოხდა შელაპარაკება. თვითმხილველი ის დაზარალებული პირია. გოჩა ადგილზე დაიღუპა, რომეო საავადმყოფოში, დაველოდოთ გამოძიებას ძალიან მძიმე ამბავი მოხდა". წაიკითხეთ სრულად

შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც ვანში ბიზნესპარტნიორი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა

"მოვიდნენ რომ ყველა მოეკლათ და სასწაულით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა ამ ამბავს" - რა გაგრძელება მოჰყვება პანკისის სისხლიან დაპირისპირებას?

რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ "ქართუ ბანკის" საქმეზე ადეიშვილსა და მელიას