სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ
სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გორ დის­კომ­ფორ­ტს იწ­­ვ­ევს ქა­ვი­ლი. ეტი­კე­ტის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის მო­ქა­ვე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ ქა­ვი­ლი ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლია, რომ ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა არა­თუ ქცე­ვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა აი­ძუ­ლოს, არა­მედ ძილი, მოს­ვე­ნე­ბა და მა­დაც კი და­ა­კარ­გვი­ნოს. შო­რი­სის არე­ში ქა­ვილს უამ­რა­ვი მი­ზე­ზი აქვს, ჰი­გი­ე­ნის ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით და­წყე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, ქა­ვი­ლი შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­სა და მტვერ­თან კონ­ტაქ­ტმა. ქა­ვილს იწ­ვევს შო­რი­სის გა­და­ხუ­რე­ბაც, მა­გა­ლი­თად, სინ­თე­ტი­კუ­რი ქსო­ვი­ლის თეთ­რე­უ­ლის გამო. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ხში­რად ქა­ვი­ლის მი­ზე­ზი მა­ინც ინ­ტი­მუ­რი ჰი­გი­ე­ნის და­უც­ვე­ლო­ბაა: იშ­ვი­ა­თი ბანა, კრი­ტი­კულ დღე­ებ­ში სა­ფე­ნე­ბის ან ტამ­პო­ნე­ბის იშ­ვი­ა­თი ცვლა, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ფე­ნე­ბის ხან­გრძლი­ვი ტა­რე­ბა. არა­ნაკ­ლებ მავ­ნეა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ჰი­გი­ე­ნა: სა­შოს ხში­რი გა­მო­რე­ცხვა, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი საპ­ნის სის­ტე­მა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, არო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ფე­ნე­ბის ხმა­რე­ბა...

ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი ქსო­ვი­ლი­საა თეთ­რე­უ­ლი. მაქ­მა­ნი და ატ­ლა­სი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ

არ არის ჰი­გი­ე­ნუ­რი - აღი­ზი­ა­ნებს კანს და არ ატა­რებს ჰა­ერს. თუ მა­ინც ასე­თი თეთ­რე­უ­ლის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტთ, ხა­რის­ხი­ა­ნი შე­არ­ჩი­ეთ.

შო­რი­სის არე­ში ქა­ვი­ლი აუზ­ზე სი­ა­რულ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, თუ წყლი­დან ამოს­ვლის შემ­დეგ არ მი­ვი­ღებთ შხაპს და კარ­გად არ და­ვი­ბანთ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა­გან სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ქა­ვილს იწ­ვევს:

  • ჰერ­პე­სი;
  • სა­ზარ­დუ­ლის ეპი­დერ­მო­ფი­ტია;
  • კან­დი­დო­ზი;
  • ნე­ი­რო­დერ­მი­ტი;
  • ბოქ­ვე­ნის პე­დი­კუ­ლო­ზი;
  • ტრი­ქო­მო­ნი­ა­ზი;
  • მუნი.

გე­ნი­ტა­ლურ ჰერ­პესს ტალ­ღი­სე­ბუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს. გამ­წვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი იწყე­ბა ქა­ვი­ლი­თა და წვით და მთავ­რდე­ბა ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რით. ჰერ­პე­სის გამ­წვა­ვე­ბა ყო­ველ­თვის იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად ინიშ­ნე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მო­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, ჰერ­პე­სის ვირუ­სის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია და სწო­რი და დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი რე­ცი­დი­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

სა­ზარ­დუ­ლის ეპი­დერ­მო­ფი­ტია კა­ნის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც, ჩვე­უ­ლებ­რივ, სხე­უ­ლის მოვ­ლის სა­შუ­ლე­ბე­ბით, მა­გა­ლი­თად, პირ­სა­ხო­ცით, ნე­ჭით, გა­და­ე­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით უნდა ჩა­ტარ­დეს.

კან­დი­დო­ზი (რძი­ა­ნა) ან­თე­ბი­თი სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს კანს, შარ­დსა­ს­ქე­სო, სა­სუნ­თქი, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მე­ბის ლორ­წო­ვან გარ­სებს. ქა­ლებს კან­დი­დო­ზის დროს, ჩვე­უ­ლებ­რივ, საშო და გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი უზი­ან­დე­ბათ. მა­მა­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ავად­დე­ბი­ან. და­ა­ვა­დე­ბა, წე­სი­სა­მებრ, სა­ს­ქე­სო ასოს თავს აზი­ანებს. რძი­ა­ნას მკურ­ნა­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი (კრე­მე­ბი, ვა­გი­ნა­ლუ­რი ტაბ­ლე­ტე­ბი ან სან­თლე­ბი) და ში­ნა­გა­ნი (ტაბ­ლე­ტე­ბი ან კაფ­სუ­ლე­ბი) სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

ნე­ი­რო­დერ­მი­ტი კა­ნის ალერ­გი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბაა, რო­მელ­საც შე­უ­პო­ვა­რი, ქრო­ნი­კუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს. მი­ზე­ზი ბო­ლომ­დე არ არის გარ­კვე­უ­ლი. მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პლექ­სუ­რია - მო­ი­ცავს რე­ჟიმს, დი­ე­ტას, ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის კურსს, ჰორ­მო­ნულ თე­რა­პი­ას, ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ას, ქა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, გამ­წო­ვი ეფექ­ტის მქო­ნე ნე­იტ­რა­ლურ კრე­მებ­სა და მა­ლა­მო­ებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
2

saskeso organoebis kavili sheidzleba gamoicvios antibiotikmac asecve sxvadasxva samedicino samkurnalo preparatebmac kovel shemtxvevashi koveltvis mainc sakuradgeboa da unda gavamaxvilot kuradgeba pirvel rigshi sacvlebis xarisxs shemdeg sisuptaves da mere vickebt tu ram gamoicvia saskeso organoebis kavili

wwwwwwwwwwwww
5

რიგგარეშე არჩევნების ნიშანია,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

ყველამ ვიცით, როგორ დისკომფორტს იწვევს ქავილი. ეტიკეტის თანახმად, საზოგადოებაში სასქესო ორგანოების მოქავება დაუშვებელია, მაგრამ ქავილი ზოგჯერ იმდენად აუტანელია, რომ ადამიანს შესაძლოა არათუ ქცევის წესების დარღვევა აიძულოს, არამედ ძილი, მოსვენება და მადაც კი დააკარგვინოს. შორისის არეში ქავილს უამრავი მიზეზი აქვს, ჰიგიენის ელემენტარული წესების უგულებელყოფით დაწყებული, ავადმყოფობით დამთავრებული.

მაგალითად, ქავილი შესაძლოა გამოიწვიოს პროფესიული საქმიანობის დროს თუ საყოფაცხოვრებო პირობებში ქიმიურ ნივთიერებებსა და მტვერთან კონტაქტმა. ქავილს იწვევს შორისის გადახურებაც, მაგალითად, სინთეტიკური ქსოვილის თეთრეულის გამო. მაგრამ ყველაზე ხშირად ქავილის მიზეზი მაინც ინტიმური ჰიგიენის დაუცველობაა: იშვიათი ბანა, კრიტიკულ დღეებში საფენების ან ტამპონების იშვიათი ცვლა, ყოველდღიური საფენების ხანგრძლივი ტარება. არანაკლებ მავნეა გადაჭარბებული ჰიგიენა: საშოს ხშირი გამორეცხვა, ანტიბაქტერიული საპნის სისტემატური გამოყენება, არომატიზებული საფენების ხმარება...

ძალზე მნიშვნელოვანია, როგორი ქსოვილისაა თეთრეული. მაქმანი და ატლასი ძალიან ლამაზია, მაგრამ საერთოდ

არ არის ჰიგიენური - აღიზიანებს კანს და არ ატარებს ჰაერს. თუ მაინც ასეთი თეთრეულის შეძენას გადაწყვეტთ, ხარისხიანი შეარჩიეთ.

შორისის არეში ქავილი აუზზე სიარულმაც შეიძლება გამოიწვიოს, თუ წყლიდან ამოსვლის შემდეგ არ მივიღებთ შხაპს და კარგად არ დავიბანთ.

დაავადებათაგან სასქესო ორგანოების ქავილს იწვევს:

  • ჰერპესი;
  • საზარდულის ეპიდერმოფიტია;
  • კანდიდოზი;
  • ნეიროდერმიტი;
  • ბოქვენის პედიკულოზი;
  • ტრიქომონიაზი;
  • მუნი.

გენიტალურ ჰერპესს ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. გამწვავების პერიოდი იწყება ქავილითა და წვით და მთავრდება ბუშტუკოვანი გამონაყარით. ჰერპესის გამწვავება ყოველთვის იმუნიტეტის დაქვეითებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ინიშნება იმუნური სისტემის მოსაძლიერებელი პრეპარატებიც. სამწუხაროდ, ჰერპესის ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნა შეუძლებელია და სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი რეციდივის საფრთხე არსებობს.

საზარდულის ეპიდერმოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, სხეულის მოვლის საშულებებით, მაგალითად, პირსახოცით, ნეჭით, გადაედება. მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს.

კანდიდოზი (რძიანა) ანთებითი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, შარდსასქესო, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების ლორწოვან გარსებს. ქალებს კანდიდოზის დროს, ჩვეულებრივ, საშო და გარეთა სასქესო ორგანოები უზიანდებათ. მამაკაცები ძალიან იშვიათად ავადდებიან. დაავადება, წესისამებრ, სასქესო ასოს თავს აზიანებს. რძიანას მკურნალობენ ადგილობრივი (კრემები, ვაგინალური ტაბლეტები ან სანთლები) და შინაგანი (ტაბლეტები ან კაფსულები) საშუალებებით.

ნეიროდერმიტი კანის ალერგიული დაზიანებაა, რომელსაც შეუპოვარი, ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. მკურნალობა კომპლექსურია - მოიცავს რეჟიმს, დიეტას, ანტიჰისტამინური პრეპარატების კურსს, ჰორმონულ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, ქავილის საწინააღმდეგო, გამწოვი ეფექტის მქონე ნეიტრალურ კრემებსა და მალამოებს. წაიკითხეთ სრულად

ერთა ლიგის მორიგი მატჩი და +1 ქულა - საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ფრე ითამაშა (ნახეთ გოლები)

ანტისაბჭოთა შეთქმულების ლიდერის ტრაგიკული ამბავი - სამხედრო ტრიბუნალი და სიკვდილით დასჯილი 17 ახალგაზრდა

მაკა ასათიანი ლევან ვასაძეს რთველში ეწვია - კადრები ვენახიდან და ამღერებული მილიონერი ბიზნესმენი