საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება
ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება

კლდე­ზე და­კი­დუ­ლი სას­ტუმ­რო (კაფ­სუ­ლა) ექ­სტრე­მა­ლე­ბის­თვის, სა­ფეს­ტი­ვა­ლი სივ­რცე, ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბი, თავ­შე­საფ­რე­ბი და გა­სარ­თო­ბი ატ­რაქ­ცი­ე­ბი ბუ­ნე­ბა­ში - მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც აჭა­რა­ში, ჭვა­ნის ხე­ო­ბა­ში იგეგ­მე­ბა. ხე­ო­ბის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მო­ამ­ზა­და ჭვა­ნა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას მო­ი­ცავს. გეგ­მის მი­ხედ­ვით ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის, ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის თა­ღო­ვა­ნი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან წის­ქვი­ლე­ბის სოფ­ლამ­დე უნდა მო­ე­წყოს.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია აჭა­რა­ში შევ­ქმნათ ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი, სა­დაც რე­გი­ო­ნის სტუმ­რე­ბი წლის ნე­ბის­მი­ერ დროს იმოგ­ზა­უ­რე­ბენ. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია ჭვა­ნის ხე­ო­ბა თა­ვი­სი მდი­და­რი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი­თა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით, სა­დაც 2020 წლი­დან ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყე­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ რიგ­ში შე­იქ­მნას ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის ხი­დი­დან წის­ქვი­ლე­ბის სოფ­ლამ­დე, მე­ო­რეს მხრივ კი გარ­და­მა­ვა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ჭვა­ნის ხე­ო­ბი­დან სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. შე­დე­გად, ჭვა­ნის ხე­ო­ბა გახ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ეკო­ტუ­რიზ­მი, კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის იზი­დავს,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

ჭვა­ნას ხე­ო­ბა ბა­თუ­მი­დან 58 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ის რე­გი­ონ­ში ფოლკ­ლო­რი­თა და მუ­სი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ტუ­რის­ტებს გარ­და ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სა სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი, თაფ­ლი და ხილი და­ა­გე­მოვ­ნონ. იქ­ვეა სიმწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი ძვე­ლი, ხის წიქ­ვი­ლე­ბი და სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც წის­ქვი­ლე­ბის სოფ­ლის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ხე­ო­ბა მდი­და­რია ჩანჩქე­რე­ბით, ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი კი ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის სამი სა­უ­კუ­ნის ხის ხი­დია, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუსს ატა­რებს. ხე­ო­ბა­ში­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ფან­დუ­რე­ბის სა­ხე­ლოს­ნოც, სა­დაც მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­სა­წყოს შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

uuu
2

აქაც ბიძოს მტაცებლური ინტერესი ხომ არ იკვეთება?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება

ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება

კლდეზე დაკიდული სასტუმრო (კაფსულა) ექსტრემალებისთვის, საფესტივალი სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციები ბუნებაში - მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლის განხორციელებაც აჭარაში, ჭვანის ხეობაში იგეგმება. ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას მოიცავს. გეგმის მიხედვით ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.

„ჩვენი მიზანია აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ გამორჩეულია ჭვანის ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში შეიქმნას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა ხაბელაშვილების ხიდიდან წისქვილების სოფლამდე, მეორეს მხრივ კი გარდამავალი ტურისტული მარშრუტები ჭვანის ხეობიდან სხვა მუნიციპალიტეტებში. შედეგად, ჭვანის ხეობა გახდება საინტერესო ტურისტული მიმართულება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმის იზიდავს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ გამორჩეული კი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

რე|ბანკის საახალწლო აქცია

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Shell-ის და Mobil-ის ძრავის ზეთებზე

"ნიკორას" მასტერკლასი პატარა შეფებისთვის