სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხედავენ სამყაროს შშმ ადამიანები  -  ზაქარია ჭელიძის მორიგი უნიკალური ფოტოპროექტი
როგორ ხედავენ სამყაროს შშმ ადამიანები  -  ზაქარია ჭელიძის მორიგი უნიკალური ფოტოპროექტი

ფო­ტოგ­რა­ფი ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც, გა­სულ ზა­ფხულს, შვი­ლიშ­ვილ­მა 86 წლის ბა­ბუ­ას ზღვა ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ანა­ხა, ამ­ჯე­რად აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ახა­ლი ფო­ტოპ­რო­ექ­ტით წარ­დგა. მან ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბი და­უ­რი­გა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­მაც ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს და ამ ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო...

დიახ, და­ჯე­რე­ბა იმი­სა, რომ შე­უძ­ლია და შემ­დეგ იმის კე­თე­ბა, რი­სიც სჯე­რა - ყვე­ლას შე­უძ­ლია და ამა­ში ისი­ნიც დარ­წმუნ­დნენ, ვინც ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

15-მა ახალ­გაზ­რდამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბით, უნა­რით, ხედ­ვით, გა­მოც­დი­ლე­ბით ფო­ტოგ­რა­ფი­ით გა­მო­ხა­ტა სა­კუ­თა­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა - ადა­მი­ა­ნე­ბის, მოვ­ლე­ნე­ბის, გა­რე­მოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ემო­ცია. გა­მო­ფე­ნა 18 ნო­ემ­ბერს ახალ­გაზ­რდულ სახ­ლში ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში გა­ი­მარ­თა.

ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე:

- პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა - REFILL. სა­ერ­თოდ, ხე­ლოვ­ნე­ბა ის სფე­როა, რო­მელ­საც ენა არ სჭირ­დე­ბა. ამ ფო­ტო­ე­ბით ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შევ­ძე­ლით და ჩვე­ნი სამ­ყა­რო აუ­დი­ტო­რი­ას და­ვა­ნა­ხეთ...

მოკ­ლედ, ისე­თი ჯგუ­ფი შე­ვარ­ჩიე, ვის­თა­ნაც ამ იდე­ას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. პრო­ექ­ტში 15 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­თაც ფი­რის ერთჯე­რა­დი კა­მე­რე­ბი და­ვუ­რი­გე. არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არც ასაკ­ში, სქეს­ში... არა­ფერ­ში, მთა­ვა­რი იყო, მო­ეს­მი­ნათ და გა­ე­გოთ, რას ვი­თხოვ­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტო­ა­პა­რატს, რო­მე­ლიც და­ვუ­რი­გე, მარ­ტი­ვი სახ­მა­რია, ერთჯე­რა­დია და ფირ­ზე 27 კადრს იღებს. შემ­დეგ ვადა 2 კვი­რა მი­ვე­ცი და ვუ­თხა­რი, რომ რაც გა­გი­ხარ­დე­ბათ, ის გა­და­ი­ღეთ-მეთ­ქი.

აქ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ჩვენ­ში შშმ პი­რებს ქუ­ჩებ­ში, პარ­კებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე ვერ ვხე­დავთ. ამი­ტომ, საქ­მე­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლე­ბიც ჩავ­რთე, რომ­ლებ­საც ვთხო­ვე, - შვი­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­დათ, რაც ნა­მუ­შევ­რებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბო­და. მთა­ვა­რი იყო, ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ და ერთი კა­მე­რით 27 კად­რი გა­და­ე­ღოთ.

- რა მოხ­და მას მერე, რაც თი­თო­ე­ულ­მა 27 კად­რი გა­და­ი­ღო?

- ფირი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­ვამ­ჟღავ­ნეთ - ეს პრო­ცე­სი ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს ხოლ­მე და მა­თაც ნა­ხეს. მერე ჰქონ­დათ ჯგუ­ფუ­რი შეხ­ვედ­რა, იყო ასე­ვე ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. მად­ლო­ბა მშობ­ლებს, იმ ცენ­ტრებს, რომ­ლე­ბიც იდე­ას გვერ­დში და­უდ­გნენ.

გა­მო­ფე­ნა­ზე ვნა­ხეთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ო­ცა­რი სამ­ყა­რო. დიახ, მათ გა­და­ი­ღეს გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ბევ­რი რამ - ქუ­ჩე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი, სახ­ლე­ბი, პარ­კე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი... ნა­მუ­შევ­რე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ისი­ნი ამის­თვის ბევრ ად­გი­ლას იყ­ვნენ - რი­ყის პარკში, ზო­ო­პარკში, ქა­ლაქ­გა­რეთ და ა.შ. და­ვა­ლე­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ... თი­თომ, რო­გორც ვთქვი, 27 კად­რი გა­და­ი­ღო, სა­ი­და­ნაც სა­გა­მო­ფე­ნოდ 2 შე­ირ­ჩა.

- თუ ნა­მუ­შევ­რებს უფრო კონ­კრე­ტუ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბით...

- რო­დე­საც იღე­ბენ ქუ­ჩას, არ ჩანს ხალ­ხი, მაგ­რამ იქ ჩანს პრობ­ლე­მა - რომ მან­ქა­ნე­ბი ტრო­ტუ­ა­რებ­ზე აყე­ნია, ყრია გა­სა­ტა­ნი ნა­გა­ვი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, ძვე­ლია, სა­რე­მონ­ტოა... ასე რომ, ბევ­რი რამ კარ­გად აქვთ და­ნა­ხუ­ლი. ვი­ღა­ცას ერთი გოგო მოს­წონს და მას უღებს სუ­რათს, შემ­დგომ კი იმ გო­გო­საც ამის­თვის აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი...

ასე­ვე ფე­რებ­შიც შე­სა­ნი­შა­ვად არის და­ნა­ხუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი - წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი, შავ ფერს ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ, რი­თაც გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, რა არის ბო­რო­ტე­ბა.

ეს დღე­ე­ბი ერ­თად ვი­ყა­ვით, ამით ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი ვართ, მე­გობ­რო­ბამ გა­ი­მარ­ჯვა, სა­ჩუქ­რე­ბი ყვე­ლას გა­და­ე­ცა. გა­ვა­კე­თეთ კა­ტა­ლო­გე­ბი.

ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ - მეტ­რო­ში, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში, სკო­ლებ­ში, თით­ქოს მათი ეში­ნი­ათ, თუ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ურ­ბი­ან. არა­და, ისი­ნიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მა­ინ­ცდა­მა­ინც მათი დაც­ვის დღეს გვახ­სოვ­დეს ისი­ნი. სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა. ფან­ტას­ტი­კუ­რია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა. არ იკ­ბი­ნე­ბი­ან და არც გა­დამ­დე­ბი არ არის მათი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მად­ლო­ბა „ცხოვ­რე­ბის შანსს“, თბი­ლი­სის მე­რი­ას, ასე­ვე ახალ­გაზ­რდულ სახ­ლს, ეს არის რეზო მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და ჩემი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­თაც უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე.

ასე რომ, ყვე­ლა უნდა ეცა­დოს, გა­ერ­კვეს სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში და და­იმ­კვიდ­როს თავი, პი­როვ­ნე­ბად და პრო­ფე­სი­უ­ლად შედ­გეს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­საქმდეს და ჰყავ­დეს ბევ­რი მე­გო­ბა­რი.

ავტორი:

როგორ ხედავენ სამყაროს შშმ ადამიანები  -  ზაქარია ჭელიძის მორიგი უნიკალური ფოტოპროექტი

როგორ ხედავენ სამყაროს შშმ ადამიანები  -  ზაქარია ჭელიძის მორიგი უნიკალური ფოტოპროექტი

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც, გასულ ზაფხულს, შვილიშვილმა 86 წლის ბაბუას ზღვა ცხოვრებაში პირველად ანახა, ამჯერად აუდიტორიის წინაშე ახალი ფოტოპროექტით წარდგა. მან ფოტოაპარატები დაურიგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებმაც ფოტოები გადაიღეს და ამ ნამუშევრებით გამოფენა მოეწყო...

დიახ, დაჯერება იმისა, რომ შეუძლია და შემდეგ იმის კეთება, რისიც სჯერა - ყველას შეუძლია და ამაში ისინიც დარწმუნდნენ, ვინც ზაქარია ჭელიძის პროექტში მონაწილეობდა.

15-მა ახალგაზრდამ განსხვავებული შესაძლებლობით, უნარით, ხედვით, გამოცდილებით ფოტოგრაფიით გამოხატა საკუთარი ყოველდღიურობა - ადამიანების, მოვლენების, გარემოს მიმართ დამოკიდებულება და ემოცია. გამოფენა 18 ნოემბერს ახალგაზრდულ სახლში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ეზოში გაიმართა.

ზაქარია ჭელიძე:

- პროექტის სახელწოდებაა - REFILL. საერთოდ, ხელოვნება ის სფეროა, რომელსაც ენა არ სჭირდება. ამ ფოტოებით ერთმანეთთან კომუნიკაცია შევძელით და ჩვენი სამყარო აუდიტორიას დავანახეთ...

მოკლედ, ისეთი ჯგუფი შევარჩიე, ვისთანაც ამ იდეას განვახორციელებდი. პროექტში 15 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ფირის ერთჯერადი კამერები დავურიგე. არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა არც ასაკში, სქესში... არაფერში, მთავარი იყო, მოესმინათ და გაეგოთ, რას ვითხოვდი.

რაც შეეხება ფოტოაპარატს, რომელიც დავურიგე, მარტივი სახმარია, ერთჯერადია და ფირზე 27 კადრს იღებს. შემდეგ ვადა 2 კვირა მივეცი და ვუთხარი, რომ რაც გაგიხარდებათ, ის გადაიღეთ-მეთქი.

აქ ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენში შშმ პირებს ქუჩებში, პარკებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ვერ ვხედავთ. ამიტომ, საქმეში ახალგაზრდების მშობლებიც ჩავრთე, რომლებსაც ვთხოვე, - შვილებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონოდათ, რაც ნამუშევრებში გამოჩნდებოდა. მთავარი იყო, ერთად ყოფილიყვნენ და ერთი კამერით 27 კადრი გადაეღოთ.

- რა მოხდა მას მერე, რაც თითოეულმა 27 კადრი გადაიღო?

- ფირი ლაბორატორიაში გავამჟღავნეთ - ეს პროცესი ყველას აინტერესებს ხოლმე და მათაც ნახეს. მერე ჰქონდათ ჯგუფური შეხვედრა, იყო ასევე ვიდეოინტერვიუები. მადლობა მშობლებს, იმ ცენტრებს, რომლებიც იდეას გვერდში დაუდგნენ.

გამოფენაზე ვნახეთ ამ ადამიანების საოცარი სამყარო. დიახ, მათ გადაიღეს გარშემო არსებული ბევრი რამ - ქუჩები, ყვავილები, მცენარეები, სახლები, პარკები, ადამიანები... ნამუშევრები იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ამისთვის ბევრ ადგილას იყვნენ - რიყის პარკში, ზოოპარკში, ქალაქგარეთ და ა.შ. დავალებას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ... თითომ, როგორც ვთქვი, 27 კადრი გადაიღო, საიდანაც საგამოფენოდ 2 შეირჩა.

- თუ ნამუშევრებს უფრო კონკრეტულად დავუბრუნდებით...

- როდესაც იღებენ ქუჩას, არ ჩანს ხალხი, მაგრამ იქ ჩანს პრობლემა - რომ მანქანები ტროტუარებზე აყენია, ყრია გასატანი ნაგავი, დაბინძურებულია, ძველია, სარემონტოა... ასე რომ, ბევრი რამ კარგად აქვთ დანახული. ვიღაცას ერთი გოგო მოსწონს და მას უღებს სურათს, შემდგომ კი იმ გოგოსაც ამისთვის აქვს გადაღებული...

ასევე ფერებშიც შესანიშავად არის დანახული ყველაფერი - წითელი, ყვითელი, შავ ფერს ისინი ვერ ხედავენ, რითაც გაოცებული ვარ. ამ ადამიანებმა არ იციან, რა არის ბოროტება.

ეს დღეები ერთად ვიყავით, ამით ყველა ბედნიერი ვართ, მეგობრობამ გაიმარჯვა, საჩუქრები ყველას გადაეცა. გავაკეთეთ კატალოგები.

ჩემთვის გაუგებარია ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ - მეტროში, სამარშრუტო ტაქსიში, სკოლებში, თითქოს მათი ეშინიათ, თუ მათთან ურთიერთობას გაურბიან. არადა, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მათი დაცვის დღეს გვახსოვდეს ისინი. საჭიროა მუდმივი ურთიერთობა. ფანტასტიკურია მათთან ურთიერთობა და მეგობრობა. არ იკბინებიან და არც გადამდები არ არის მათი მდგომარეობა.

მადლობა „ცხოვრების შანსს“, თბილისის მერიას, ასევე ახალგაზრდულ სახლს, ეს არის რეზო მელიქიშვილისა და ჩემი ერთობლივი პროექტი, რომლის განხორციელებითაც უდიდესი სიამოვნება მივიღე.

ასე რომ, ყველა უნდა ეცადოს, გაერკვეს საკუთარ სურვილებში და დაიმკვიდროს თავი, პიროვნებად და პროფესიულად შედგეს, შეძლებისდაგვარად დასაქმდეს და ჰყავდეს ბევრი მეგობარი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს