სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა
„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

TOYOTA-ს პირ­ველ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა დი­ლერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“ თა­ვის ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს Toyota C-HR-ის უახ­ლე­სი მო­დე­ლი გა­აც­ნო და მისი, რო­გორც ბენ­ზი­ნის, ასე­ვე ჰიბ­რი­დულ ძრა­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი წა­რუდ­გი­ნა.

Toyota C-HR-ის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ შო­უ­რუმ­ში ჩა­ტარ­და, „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის“, ტო­ი­ო­ტას რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, უზა­დო დი­ზა­ი­ნის, უახ­ლე­სი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის წყა­ლო­ბით, Toyota C-HR-ი მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი, სა­ი­მე­დო და კომ­ფორ­ტუ­ლია. ამა­ვე დროს, ის ვიწ­რო გზებ­ზეც რბი­ლად სა­მარ­თა­ვია. მისი თქმით, ახა­ლი მო­დე­ლი მყი­სი­ე­რი აჩ­ქა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით, სიმ­ძლავ­რის უმოკ­ლეს დრო­ში გან­ვი­თა­რე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

Toyota C-HR-ი სრუ­ლი­ად ახა­ლი სი­ტყვაა ავ­ტო­დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში. ამ მო­დე­ლის ძა­რის ქვე­და ნა­წი­ლი ქრო­სო­ვე­რია, სა­ხუ­რა­ვი კი - კუპე. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი სა­ხე­ლი - Coupe High Rider. უკა­ნა კა­რის სა­ხე­ლუ­რე­ბი იმგვა­რა­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მო­დე­ლი ორ­კა­რი­ა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი Toyota C-HR-ი წარ­მოდ­გე­ნი­ლია, რო­გორც ბენ­ზი­ნის, ასე­ვე ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვი­თაც და ხელ­მი­საწ­ვდო­მია სამ ახალ ფერ­ში: ლურ­ჯი, დი­ნა­მი­უ­რი წი­თე­ლი და ნა­რინ­ჯის­ფე­რი.

Toyota C-HR-ს გა­აჩ­ნია ქა­ლაქ­ში სა­მოძ­რა­ოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პაქ­ტუ­რო­ბა, გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბით, აღ­ჭურ­ვი­ლია სრუ­ლი ამძრა­ო­ბის უაღ­რე­სად გო­ნი­ე­რი და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მით და შემ­კუ­ლია TOYOTA-ს მარ­კის მო­დე­ლე­ბის­თვის ჩვე­უ­ლი ღირ­სე­ბე­ბით, რაც Toyota C-HR-ს ასე მიმ­ზიდ­ველს ხდის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ გა­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნინო გა­გუ­ას თქმით, C-HR-ის შექ­მნის პრო­ცეს­ში „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ინ­სპი­რა­ცია ალ­მა­სი იყო.

„C-HR-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ექ­სტე­რი­ე­რი სწო­რედ ალ­მა­სის წახ­ნა­გო­ვა­ნი ფორ­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბაა, რაც მის შე­უ­პო­ვარ და სპორ­ტულ ფორ­მას უს­ვამს ხაზს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ინ­ტე­რი­ერ­ზეც. მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა დაფა, მულ­ტი­მე­დია ეკ­რა­ნი და სხვა­დას­ხვა და­მა­ტე­ბი­თი ღი­ლა­კი მძღო­ლის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რაც დიდ კომ­ფორ­ტს ქმნის ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას. სპორ­ტუ­ლი სა­ვარ­ძლე­ბი კი უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­აა ნე­ბის­მი­ე­რი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას. გარ­და პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, C-HR-ის სა­ლონ­ში შე­ნიშ­ნავთ დახ­ვე­წილ ვი­ზუ­ა­ლურ დე­ტა­ლებს, LED-გა­ნა­თე­ბა­სა და ალ­მა­სის ფორ­მის ჭრი­ლებს. მო­დე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია JBL აუ­დი­ო­სის­ტე­მით, რო­მე­ლიც შე­უ­და­რე­ბელ ჟღე­რა­დო­ბას იძ­ლე­ვა. თუ არ­ჩე­ვანს C-HR-ზე შე­ა­ჩე­რებთ, მა­ლე­ვე აღ­მო­ა­ჩენთ მის ღირ­სე­ბებს. ეს ქა­ლა­ქის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მძლავ­რი და სა­ი­მე­დო ქრო­სო­ვე­რია, რომ­ლის წი­ნა­შეც ყვე­ლა გზა ხსნი­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ნინო გა­გუ­ამ.

Toyota C-HR-ის 1,2-ლიტ­რი­ა­ნი ტურ­ბო­აგ­რე­გა­ტის სიმ­ძლავ­რე 116 ცხე­ნის ძა­ლაა. ასე­თი ძრა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 100 კმ-ზე, სა­შუ­ა­ლოდ, 6,6 ლიტრს საწ­ვავს მო­იხ­მარს, რაც უსა­ფე­ხუ­რო ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. მო­ნა­ცე­მი შთამ­ბეჭ­და­ვია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი სრუ­ლამძრა­ვი­ა­ნია (4x4). გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა C-HR-ჰიბ­რი­დი, რო­მე­ლიც 1,8-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვი­თა და ლი­თი­უმ-იო­ნუ­რი (ბა­ტა­რე­ით) ელექტრო­მო­ტო­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, სის­ტე­მუ­რი სიმ­ძლავ­რე კი 122 ცხე­ნის ძალა აქვს.

ცნო­ბი­სათ­ვის, „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ამ“ C-HR-ი სპე­ცი­ა­ლუ­რად ევ­რო­პის ბაზ­რის­თვის შექ­მნა. მისი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი, პირ­ვე­ლად, 2014 წელს, პა­რი­ზის ავ­ტო­გა­მო­ფე­ნა­ზე წა­რად­გი­ნეს, 2016 წლი­დან კი მისი სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, Toyota C-HR-მა ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია C-SUV სეგ­მენტზე. პირ­ვე­ლი­ვე წელს, ევ­რო­პა­ში 120 000 ერ­თე­უ­ლი Toyota C-HR-ი გა­ი­ყი­და და მყი­სი­ე­რად და­ი­სა­კუთ­რა სეგ­მენ­ტის 10%-იანი წილი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყო­ვე­ლი 10 გა­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, 8 - ჰიბ­რი­დუ­ლი ელექტროძ­რა­ვით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბი გრძელ­დე­ბა - მომ­ხმა­რე­ბელს ახა­ლი მო­დე­ლის Toyota C-HR-ის შე­ძე­ნა დღე­ი­დან უკვე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ შე­უძ­ლია.

ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

TOYOTA-ს პირველმა ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ თავის ერთგულ მომხმარებელს Toyota C-HR-ის უახლესი მოდელი გააცნო და მისი, როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები წარუდგინა.

Toyota C-HR-ის პრეზენტაციას, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმში ჩატარდა, „ტოიოტა კავკასიის“, ტოიოტას რეგიონული ოფისისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, ავტომოყვარულები ესწრებოდნენ.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, უზადო დიზაინის, უახლესი ფუნქციებისა და უსაფრთხოების სისტემების წყალობით, Toyota C-HR-ი მაქსიმალურად სრულყოფილი, საიმედო და კომფორტულია. ამავე დროს, ის ვიწრო გზებზეც რბილად სამართავია. მისი თქმით, ახალი მოდელი მყისიერი აჩქარების შესაძლებლობით, სიმძლავრის უმოკლეს დროში განვითარებითა და განსაკუთრებული ეკონომიურობით გამოირჩევა.

Toyota C-HR-ი სრულიად ახალი სიტყვაა ავტოდიზაინის სფეროში. ამ მოდელის ძარის ქვედა ნაწილი ქროსოვერია, სახურავი კი - კუპე. სწორედ ამან განაპირობა მისი სახელი - Coupe High Rider. უკანა კარის სახელურები იმგვარადაა განთავსებული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მოდელი ორკარიანია. აღსანიშნავია, რომ ახალი Toyota C-HR-ი წარმოდგენილია, როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავითაც და ხელმისაწვდომია სამ ახალ ფერში: ლურჯი, დინამიური წითელი და ნარინჯისფერი.

Toyota C-HR-ს გააჩნია ქალაქში სამოძრაოდ აუცილებელი კომპაქტურობა, გამოირჩევა განსაკუთრებული ეკონომიურობით, აღჭურვილია სრული ამძრაობის უაღრესად გონიერი და ულტრათანამედროვე სისტემით და შემკულია TOYOTA-ს მარკის მოდელებისთვის ჩვეული ღირსებებით, რაც Toyota C-HR-ს ასე მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გაგუას თქმით, C-HR-ის შექმნის პროცესში „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ დიზაინერების ინსპირაცია ალმასი იყო.

„C-HR-ის განახლებული ექსტერიერი სწორედ ალმასის წახნაგოვანი ფორმების გამეორებაა, რაც მის შეუპოვარ და სპორტულ ფორმას უსვამს ხაზს. იგივე შეიძლება ითქვას ინტერიერზეც. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედია ეკრანი და სხვადასხვა დამატებითი ღილაკი მძღოლისკენ არის მიმართული, რაც დიდ კომფორტს ქმნის ავტომობილის მართვისას. სპორტული სავარძლები კი უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა ნებისმიერი სიჩქარით გადაადგილებისას. გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, C-HR-ის სალონში შენიშნავთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, LED-განათებასა და ალმასის ფორმის ჭრილებს. მოდელი აღჭურვილია JBL აუდიოსისტემით, რომელიც შეუდარებელ ჟღერადობას იძლევა. თუ არჩევანს C-HR-ზე შეაჩერებთ, მალევე აღმოაჩენთ მის ღირსებებს. ეს ქალაქისთვის განკუთვნილი მძლავრი და საიმედო ქროსოვერია, რომლის წინაშეც ყველა გზა ხსნილია“, - აღნიშნა ნინო გაგუამ.

Toyota C-HR-ის 1,2-ლიტრიანი ტურბოაგრეგატის სიმძლავრე 116 ცხენის ძალაა. ასეთი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი 100 კმ-ზე, საშუალოდ, 6,6 ლიტრს საწვავს მოიხმარს, რაც უსაფეხურო ავტომატური გადაცემათა კოლოფის დამსახურებაცაა. მონაცემი შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი სრულამძრავიანია (4x4). გაცილებით საინტერესოა C-HR-ჰიბრიდი, რომელიც 1,8-ლიტრიანი ძრავითა და ლითიუმ-იონური (ბატარეით) ელექტრომოტორითაა აღჭურვილი, სისტემური სიმძლავრე კი 122 ცხენის ძალა აქვს.

ცნობისათვის, „ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ C-HR-ი სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის შექმნა. მისი კონცეპტუალური მოდელი, პირველად, 2014 წელს, პარიზის ავტოგამოფენაზე წარადგინეს, 2016 წლიდან კი მისი სერიული წარმოება დაიწყო. გამოჩენისთანავე, Toyota C-HR-მა ძლიერი გავლენა იქონია C-SUV სეგმენტზე. პირველივე წელს, ევროპაში 120 000 ერთეული Toyota C-HR-ი გაიყიდა და მყისიერად დაისაკუთრა სეგმენტის 10%-იანი წილი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი 10 გაყიდული ავტომანქანიდან, 8 - ჰიბრიდული ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.

წარმატებული გაყიდვები გრძელდება - მომხმარებელს ახალი მოდელის Toyota C-HR-ის შეძენა დღეიდან უკვე „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეუძლია.

10 რჩევა, როგორ გავხდეთ მილიონერი

როგორ მივიღოთ ყიდვისას სწორი გადაწყვეტილება?

ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა