სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს
"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს

სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩომ სომ­ხუ­რი მე­დია გი­უმ­რის ბა­ზის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი უარ­ყო­ფი­თი კამ­პა­ნი­ის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. მათი ცნო­ბით, სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ უარ­ყო­ფი­თი კონ­ტექ­სტის შემ­ცვე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

"სომ­ხეთ­ში არ არის არც პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, არც მე­დია, ვინც მი­ზან­და­სა­ხუ­ლად გა­მო­ვი­დო­და და მოს­კოვ­თან გან­ხეთ­ქი­ლე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სო­მეხ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ასე მი­იჩ­ნე­ვენ..." - წერს kavkaz-uzel.eu.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ბოლო დრო­ინ­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ის გამო, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

სა­ელ­ჩოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სერ­გეი შო­ი­გუს ვი­ზი­ტი­სას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი იმა­ზე, რომ "რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლოა რუ­სეთ-სომ­ხე­თის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბი­სა და სომ­ხე­თი კვლავ რჩე­ბა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად კავ­კა­სი­ა­ში".

"სერ­გეი შო­ი­გუმ გი­უმ­რის 102 ბა­ზის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რო­ბას უბ­რძა­ნა, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ. ეს ინ­ფორ­მა­ცია სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ თა­ვის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, ამის კვალ­დაკ­ვალ, გარ­კვე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, რუ­სეთ-სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნონ.

"რა­ტომ გა­ნი­ხი­ლე­ბა რუ­სულ-სომ­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არა რუ­სე­ბი­სა და სომ­ხე­ბის მიერ და არა­მედ და­სავ­ლე­თის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­სა და მე­დი­ის მიერ?.. რას ეყ­რდნო­ბი­ან "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი" ექ­სპერ­ტე­ბი, რო­დე­საც კვლე­ვებს აქ­ვეყ­ნე­ბენ" – წერს რუ­სე­თის სა­ელ­ჩო თა­ვის მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სომ­ხეთ­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის ყოფ­ნა სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე სა­კა­მა­თო თე­მად იქცა. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჯუ­ლი­ე­ტა გუ­კა­სი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა პრო­ტეს­ტის და­სა­წყე­ბად კი­დევ ერთი ბიძ­გი გახ­და. მას მოჰ­ყვა აქ­ცი­ე­ბი, სა­ხელ­წო­დე­ბით "რუ­სე­თის არ­მი­ავ, წადი აქე­დან" (Русская армия - вон из Армении!). იმავდრო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­ტრაქ­ცია, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­საც სა­პა­სუ­ხო ში­ნა­არ­სის ლო­ზუნ­გე­ბით ჰქონ­დათ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "რუ­სე­თის არ­მია სომ­ხეთს თურ­ქე­თის პო­ტენ­ცი­უ­რი აგ­რე­სი­ის­გან იცავს".

სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის ელ­ჩის პრესმდი­ვა­ნი ალექ­სან­დრე გუ­ჩკო­ვი არ აზუს­ტებს, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ რუ­სე­თი­სა და სომ­ხე­თის წყლის ამ­ღვრე­ვას...

"შე­სამ­ჩნე­ვია ის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, თით­ქოს ვი­ღაც ჩვენს შო­რის ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას ცდი­ლობს და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა" – აცხა­დებს გუ­ჩკო­ვი.

სომ­ხუ­რი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Lragir-ის რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის რე­დაქ­ტო­რი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის ნა­ი­რა აი­რუ­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით: "ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სეთ­თან ვა­სა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს და ითხოვს, სომ­ხურ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­და­ი­ხე­დოს და რუ­სე­თის მო­კარ­ნა­ხის პო­ზი­ცია თა­ნას­წორ, ორი­ვე მხა­რის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტან კავ­ში­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ამას მი­იჩ­ნე­ვენ ან­ტი­რუ­სულ გან­წყო­ბე­ბად".

სოხმურ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავრვის გან­ცხა­დე­ბას, რომ რუ­სეთს სურს, მოს­კოვს ამე­რი­კის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ზე წვდო­მა ჰქონ­დეს და ამის­თვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი "წმინ­და სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და არა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის..."

რუ­სუ­ლი მე­დი­აც დიდ­ხანს ატ­რი­ა­ლებ­და ამ თე­მას და მუდ­მი­ვად სვამ­და კი­თხვას, ექ­ნე­ბათ თუ არა "შე­უ­ზღუ­და­ვი წვდო­მა ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ზე რუ­სეთს?". ფა­ში­ნი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ "ის სომ­ხე­თის სა­კუთ­რე­ბაა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის".

"რუ­სე­ბი ყვე­ლა­ფერს, ყვე­ლა ნა­ბიჯს, გვერ­დზე გა­ხედ­ვას გი­კონ­ტრო­ლე­ბენ... თან გე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვენ არ გზღუ­დავთ, უბ­რა­ლოდ, შენ­თვის­ვე ჯო­ბია ასეო... იქ­ნებნ გვა­ცა­დოთ, თა­ვად გა­დავ­წყვი­ტოთ, რო­მე­ლი ჯო­ბია" - წე­რენ სომ­ხე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

თა­ვის მხრივ ამ თე­მის გარ­შე­მო აქ­ტი­უ­რო­ბენ რუ­სე­ბი, რო­მელ­თაც სომ­ხე­თი არ ეთ­მო­ბათ.

"ჩვენ არ გვიკ­ვირს, რომ სომ­ხე­თი სულ უფრო და უფრო იყუ­რე­ბა და­სავ­ლე­თის­კენ. ეს ასეც იყო, თუმ­ცა, მათ რო­გორც კი სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ, მა­შინ­ვე ჩვენ­თან გაჩ­ნდე­ბი­ან..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვა­სი­ლი არ­ტე­მო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნეტაი ვინა, ნეტავ ვინ ძაბავს?
4
ვერაფრით ვერ მიმხვდარვარ, რომელი ქვეყანა ამღვრევს წყალს!
rasa
6
ქართული აგენტურა და მესამე კოლონა იქნება )))
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს

"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს

სომხეთში რუსეთის საელჩომ სომხური მედია გიუმრის ბაზის გარშემო ატეხილი უარყოფითი კამპანიის გამო გააკრიტიკა. მათი ცნობით, სომხეთში რუსული სამხედრო კონტიგენტის წინააღმდეგ უარყოფითი კონტექსტის შემცველი პუბლიკაციები ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.

"სომხეთში არ არის არც პოლიტიკური ძალა, არც მედია, ვინც მიზანდასახულად გამოვიდოდა და მოსკოვთან განხეთქილებას შეუწყობდა ხელს. ყოველ შემთხვევაში, სომეხ ჟურნალისტები ასე მიიჩნევენ..." - წერს kavkaz-uzel.eu.

გამოცემის ცნობით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა უკმაყოფილებას გამოხატავს ადგილობრივ მედიაში არსებული ბოლო დროინდელი ტენდენციის გამო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციისგან მკვეთრად განსხვავებულია.

საელჩოს ინფორმაციით, სომხეთში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ "რუსეთის სამხედრო ბაზა ერთგვარი სიმბოლოა რუსეთ-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და სომხეთი კვლავ რჩება სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიაში".

"სერგეი შოიგუმ გიუმრის 102 ბაზის სამხედრო მეთაურობას უბრძანა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. ეს ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ინტერნეტგვერდზე განათავსა..." - წერს გამოცემა.

რუსეთის საელჩოს ცნობით, ამის კვალდაკვალ, გარკვეული მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში განხეთქილება შეიტანონ.

"რატომ განიხილება რუსულ-სომხური ურთიერთობები არა რუსებისა და სომხების მიერ და არამედ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოებისა და მედიის მიერ?.. რას ეყრდნობიან "დამოუკიდებელი" ექსპერტები, როდესაც კვლევებს აქვეყნებენ" – წერს რუსეთის საელჩო თავის მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ბოლო პერიოდში სომხეთში რუსული არმიის ყოფნა სხვადასხვა პლატფორმაზე საკამათო თემად იქცა. მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ჯულიეტა გუკასიანის მკვლელობა პროტესტის დასაწყებად კიდევ ერთი ბიძგი გახდა. მას მოჰყვა აქციები, სახელწოდებით "რუსეთის არმიავ, წადი აქედან" (Русская армия - вон из Армении!). იმავდროულად მიმდინარეობდა კონტრაქცია, რომლის მონაწილეებსაც საპასუხო შინაარსის ლოზუნგებით ჰქონდათ, რომლის თანახმადაც, "რუსეთის არმია სომხეთს თურქეთის პოტენციური აგრესიისგან იცავს".

სომხეთში რუსეთის ელჩის პრესმდივანი ალექსანდრე გუჩკოვი არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი მედიასაშუალებები ცდილობენ რუსეთისა და სომხეთის წყლის ამღვრევას...

"შესამჩნევია ის ტენდენციები, თითქოს ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს და ამიტომაც გადავწყვიტეთ ოფიციალური კომენტარის გაკეთება" – აცხადებს გუჩკოვი.

სომხური ინტერნეტგამოცემა Lragir-ის რუსული ვერსიის რედაქტორისა და პოლიტიკური მიმომხილველის ნაირა აირუმიანის შეფასებით: "ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ვასალურ დამოკიდებულებას აპროტესტებს და ითხოვს, სომხურ-რუსულ ურთიერთობები გადაიხედოს და რუსეთის მოკარნახის პოზიცია თანასწორ, ორივე მხარისთვის სარგებლის მომტან კავშირად ჩამოყალიბდეს. ამას მიიჩნევენ ანტირუსულ განწყობებად".

სოხმურ მედიასა და სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავრვის განცხადებას, რომ რუსეთს სურს, მოსკოვს ამერიკის მიერ დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებზე წვდომა ჰქონდეს და ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ ის ლაბორატორიები "წმინდა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება და არა სამხედრო დანიშნულებისთვის..."

რუსული მედიაც დიდხანს ატრიალებდა ამ თემას და მუდმივად სვამდა კითხვას, ექნებათ თუ არა "შეუზღუდავი წვდომა ამ ლაბორატორიებზე რუსეთს?". ფაშინიანმა უპასუხა, რომ "ის სომხეთის საკუთრებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის".

"რუსები ყველაფერს, ყველა ნაბიჯს, გვერდზე გახედვას გიკონტროლებენ... თან გეუბნებიან, ჩვენ არ გზღუდავთ, უბრალოდ, შენთვისვე ჯობია ასეო... იქნებნ გვაცადოთ, თავად გადავწყვიტოთ, რომელი ჯობია" - წერენ სომხები სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ ამ თემის გარშემო აქტიურობენ რუსები, რომელთაც სომხეთი არ ეთმობათ.

"ჩვენ არ გვიკვირს, რომ სომხეთი სულ უფრო და უფრო იყურება დასავლეთისკენ. ეს ასეც იყო, თუმცა, მათ როგორც კი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დასჭირდებათ, მაშინვე ჩვენთან გაჩნდებიან..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვასილი არტემოვი.

3 წლის სირიელი გოგონა, რომელსაც მამა აფეთქების ხმაზე აცინებდა, სამშვიდობოსაა - ტრაგიკული ისტორიის ბედნიერი ფინალი

დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ

ირანში 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა