სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის უნდა დალიოთ წნევის წამალი, რომ ინსულტის და გულის შეტევის რისკი შეამციროთ
როდის უნდა დალიოთ წნევის წამალი, რომ ინსულტის და გულის შეტევის რისკი შეამციროთ

იმის­თვის, რომ წნე­ვის წა­მალ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­გი­ტა­ნოთ, ის ძი­ლის წინ უნდა მი­ი­ღოთ - გვირ­ჩე­ვენ ეს­პა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წე­რენ ამ, ერთი შე­ხედ­ვით, უბ­რა­ლო რჩე­ვას, სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია.

კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ European Heart Journal-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ნათ­ქვა­მია, რომ ძი­ლის წინ მი­ღე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი პა­ცი­ენტს მე­ტად იცავს ინ­სულ­ტი­სა და გუ­ლის შე­ტე­ვის­გან.

ექ­სპერ­ტე­ბი მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ მე­დი­კა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის რე­ა­გი­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თი და ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის ბუ­ნებ­რი­ვი რიტ­მი ახ­დენს.

მკვლე­ვა­რე­ბი პო­უ­ლო­ბენ სულ უფრო მეტ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ბევ­რი მე­დი­კა­მენ­ტი, მათ შო­რის, გუ­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი წამ­ლე­ბი, უკეთ მოქ­მე­დე­ბენ, თუ მათ დღის კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ში მი­ვი­ღებთ.

კვლე­ვა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ European Heart Journal-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, მას­შტა­ბუ­რია და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 19 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღებ­და, რო­მე­ლიც წნე­ვის წა­მალს პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მო­იხ­მარს.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით ორ ჯგუ­ფად დაყ­ვეს: ერთი ჯგუ­ფი მე­დი­კა­მენტს დი­ლით იღებ­და, მე­ო­რე კი - ძი­ლის წინ. მკვლე­ვა­რე­ბი მათ მდგო­მა­რე­ო­ბას 5 და მეტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისი­ნი მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ კვლე­ვის იმ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც წნე­ვის წა­მალს სა­ღა­მოს იღებ­დნენ, გუ­ლის შე­ტე­ვით, ინ­სულ­ტი­თა და გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი, ორ­ჯერ იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

"სის­ხლის წნე­ვა ღამე უნდა მცირ­დე­ბო­დეს, როცა გვძი­ნავს და ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ის­ვე­ნებს. თუ ეს არ ხდე­ბა და წნე­ვა მა­ღა­ლი რჩე­ბა, გუ­ლის შე­ტე­ვი­სა და ინ­სულ­ტის შან­სი იზ­რდე­ბა“ - გან­მარ­ტა­ვენ ექ­სპერ­ტე­ბი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, წამ­ლის სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მი­ღე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის კონ­ტროლს უზ­რუნ­ველ­ყოფს. იმ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სის­ხლის წნე­ვის სა­შუ­ა­ლო დონე, რომ­ლე­ბიც წა­მალს სა­ღა­მოს სვამ­დნენ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლი იყო, რო­გორც დღის ისე ღა­მის სა­ა­თებ­ში.

ეს­პა­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ვი­გოს, წამ­ყვან­მა მკვლე­ვარ­მა რა­მონ ჰერ­მი­დამ გან­მარ­ტა, რომ კვლე­ვის შე­დე­გებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ მკურ­ნალ­მა ექი­მებ­მა და სა­კუ­თარ პა­ცი­ენ­ტებს წნე­ვის წამ­ლის სა­ღა­მოს მი­ღე­ბა ურ­ჩი­ონ.

"ექი­მე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მე­დი­კა­მენ­ტი დი­ლით, სა­უზ­მის დროს მი­ი­ღონ, მაგ­რამ ეს რჩე­ვა მცდარ თე­ო­რი­ას ემ­ყა­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დი­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­მოთ ჩა­მო­დის“ - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

თუმ­ცა, გუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­ნე­სა სმი­ტი პა­ცი­ენ­ტებს ურ­ჩევს, რომ წნე­ვის წამ­ლის მი­ღე­ბის დრო­ის შეც­ვლამ­დე, კონ­სულ­ტა­ცია მკურ­ნალ ექიმ­თან გა­ი­ა­რონ, რად­გან შე­საძ­ლოა, არ­სე­ბობ­დეს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ექიმ­მა პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა დღი­სით და­უ­ნიშ­ნა და არა ღა­მით.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სის­ხლის წნე­ვა­ზე გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წე­სიც ახ­დენს. ნე­გა­ტი­უ­რად მას­ზე შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს შემ­დეგ­მა ფაქ­ტო­რებ­მა: ალ­კოჰო­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა მოხ­მა­რე­ბამ; მო­წე­ვამ; ჭარბმა წო­ნამ; უმოძ­რა­ო­ბამ; მა­რი­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა მოხ­მა­რე­ბამ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როდის უნდა დალიოთ წნევის წამალი, რომ ინსულტის და გულის შეტევის რისკი შეამციროთ

როდის უნდა დალიოთ წნევის წამალი, რომ ინსულტის და გულის შეტევის რისკი შეამციროთ

იმისთვის, რომ წნევის წამალმა მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, ის ძილის წინ უნდა მიიღოთ - გვირჩევენ ესპანელი მეცნიერები. როგორც სპეციალისტები წერენ ამ, ერთი შეხედვით, უბრალო რჩევას, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ European Heart Journal-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ძილის წინ მიღებული მედიკამენტები პაციენტს მეტად იცავს ინსულტისა და გულის შეტევისგან.

ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მედიკამენტის ადამიანის რეაგირებაზე გავლენას ბიოლოგიური საათი და ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი რიტმი ახდენს.

მკვლევარები პოულობენ სულ უფრო მეტ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ბევრი მედიკამენტი, მათ შორის, გულისთვის განკუთვნილი წამლები, უკეთ მოქმედებენ, თუ მათ დღის კონკრეტულ მონაკვეთში მივიღებთ.

კვლევა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ European Heart Journal-ში გამოქვეყნდა, მასშტაბურია და მასში მონაწილეობას 19 ათასი ადამიანი იღებდა, რომელიც წნევის წამალს პერმანენტულად მოიხმარს.

მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად დაყვეს: ერთი ჯგუფი მედიკამენტს დილით იღებდა, მეორე კი - ძილის წინ. მკვლევარები მათ მდგომარეობას 5 და მეტი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

საბოლოო ჯამში, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ კვლევის იმ მონაწილეების შემთხვევაში, რომლებიც წნევის წამალს საღამოს იღებდნენ, გულის შეტევით, ინსულტითა და გულის უკმარისობით გამოწვეული გარდაცვალების რისკი, ორჯერ იყო შემცირებული.

"სისხლის წნევა ღამე უნდა მცირდებოდეს, როცა გვძინავს და ჩვენი ორგანიზმი ისვენებს. თუ ეს არ ხდება და წნევა მაღალი რჩება, გულის შეტევისა და ინსულტის შანსი იზრდება“ - განმარტავენ ექსპერტები.

კვლევის თანახმად, წამლის საღამოს საათებში მიღება არტერიული წნევის კონტროლს უზრუნველყოფს. იმ მონაწილეების სისხლის წნევის საშუალო დონე, რომლებიც წამალს საღამოს სვამდნენ, მნიშვნელოვნად დაბალი იყო, როგორც დღის ისე ღამის საათებში.

ესპანეთის უნივერსიტეტის, ვიგოს, წამყვანმა მკვლევარმა რამონ ჰერმიდამ განმარტა, რომ კვლევის შედეგებს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიაქციონ მკურნალმა ექიმებმა და საკუთარ პაციენტებს წნევის წამლის საღამოს მიღება ურჩიონ.

"ექიმების ყველაზე გავრცელებული რეკომენდაციაა, რომ მედიკამენტი დილით, საუზმის დროს მიიღონ, მაგრამ ეს რჩევა მცდარ თეორიას ემყარება, რომლის მიხედვითაც, არტერიული წნევის დილის მაჩვენებელი ქვემოთ ჩამოდის“ - ამბობს პროფესორი.

თუმცა, გულის ჯანმრთელობის ბრიტანული ფონდის წარმომადგენელი ვანესა სმიტი პაციენტებს ურჩევს, რომ წნევის წამლის მიღების დროის შეცვლამდე, კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიარონ, რადგან შესაძლოა, არსებობდეს რაიმე კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ექიმმა პაციენტს მედიკამენტის მიღება დღისით დაუნიშნა და არა ღამით.

აქვე აღსანიშნავია, რომ სისხლის წნევაზე გავლენას ადამიანის ცხოვრების წესიც ახდენს. ნეგატიურად მასზე შეიძლება იმოქმედოს შემდეგმა ფაქტორებმა: ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ; მოწევამ; ჭარბმა წონამ; უმოძრაობამ; მარილის გადაჭარბებულმა მოხმარებამ...

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ქართველი ძიუდოისტების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე - კატარში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი, მათ შორის 2 ოქრო მოიპოვა

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის