საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰოლიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ
„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰოლიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ

"არ­ჩე­ვა­ნი შე­ნია" - ასე ჰქვია გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში 22 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა. გა­მო­ფე­ნა მომ­ზა­დე­ბუ­ლია სსიპ ლ. საყ­ვა­რე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის, ალ­კოჰო­ლის პრე­ვენ­ცი­ის 2019 წლის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ა(ა)იპ “არ­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლოს” მიერ და მხარ­და­ჭე­რი­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის მხრი­დან.

გა­მო­ფე­ნის მი­ზა­ნია ავა­მაღ­ლოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბა­დო­ბა ალ­კოჰო­ლის ზი­ა­ნის შე­სა­ხებ. ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­და, ალ­კოჰო­ლი ზი­ანს ჩვენს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბა­საც აყე­ნებს და ამას­თა­ნა­ვე, უმე­ტეს­წი­ლად არის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის, აგ­რე­სი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის.

გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ე­ცად­ნენ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზით გად­მო­ე­ცათ თუ რამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მო­აქვს ალ­კოჰოლს უშუ­ა­ლოდ მის­თვის, ვინც მას მო­იხ­მარს და რამ­დე­ნად დიდი პირ­და­პი­რი თუ არა­პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა აქვს მას ჩვენს გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თრო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ქარ­თვე­ლო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ელე­მენ­ტი, ადა­მი­ა­ნე­ბი ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბას ბევ­რად უფრო მეტ პო­ზი­ტი­ურ მოვ­ლე­ნას უკავ­ში­რე­ბენ ვიდ­რე ნე­გა­ტი­ურს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სრუ­ლად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი ჩვე­ვე­ბი ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფრო მე­ტად უვი­თარ­დე­ბათ ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბის აცი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი. მათი თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს, ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რის­კი უნდა იცო­დეს და გა­აზ­რე­ბუ­ლად იღებ­დეს ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. გა­აზ­რე­ბუ­ლო­ბა კი ნიშ­ნავს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ასეთ დროს „ადა­მი­ა­ნე­ბი იწყე­ბენ გა­მოღ­ვი­ძე­ბას და ამ­ბო­ბენ: „ მე მინ­და რა­ღაც სხვა. მე მინ­და ნამ­დვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­ცხა­დე, სტრე­სის შემ­ცი­რე­ბა ჯან­სა­ღი გზით და არა ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით“ ...

ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი არის ალ­კოჰო­ლის ზი­ა­ნის უგუ­ვე­ბელ­ყო­ფის ერთ-ერთი მი­ზე­ზი. ამი­ტომ იცო­დეთ:

  • ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა წამ­რო­ად­გენს 200-ზე მეტი და­ა­ვა­დე­ბი­სა და ტრამ­ვის გა­მომ­წვევ მი­ზეზს
  • ზო­გა­დად და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ტრამ­ვე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ტვირ­თის 5.1% უკავ­შირ­დე­ბა ალ­კოჰოლს
  • ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს სიკ­ვდილ­სა და უუ­ნა­რო­ბას ცხოვ­რე­ბის შე­და­რე­ბით ად­რე­ულ წლებ­ში, 20-39 წლის ას­სა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზებს შო­რის 13.5% უკა­ვია ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას.
  • არ­სე­ბობს მი­ზე­ზობ­რი­ვი კავ­ში­რი ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბა­სა და ფსი­ქი­კურ და ქცე­ვით აშ­ლი­ლო­ბებს შო­რის, ასე­ვე არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­სა და ტრამ­ვებს შო­რის.
  • დად­გე­ნი­ლია მი­ზე­ზობ­რი­ვი კავ­ში­რი ალ­კოჰო­ლის ჭარბ მოხ­მა­რე­ბა­სა და გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ინ­ცი­დენ­ტო­ბას შო­რის, რო­გო­რი­ცაა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, აივ ინ­ფექ­ცია და ა.შ
  • ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის გარ­და, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს მნიშ­ვნე­ლო­ვან სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­კარ­გებს, რო­გორც ინ­დი­ვი­დე­ბის­თვის ასე­ვე მთლი­ა­ნად სო­ცი­უ­მის­თვის. ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ძა­ლა­დო­ბას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰოლიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ

„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰოლიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ

"არჩევანი შენია" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში 22 სექტემბერს გაიხსნა. გამოფენა მომზადებულია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ალკოჰოლის პრევენციის 2019 წლის კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ “არტინფო საქართველოს” მიერ და მხარდაჭერილია თბილისის მერიის მხრიდან.

გამოფენის მიზანია ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების ცნობადობა ალკოჰოლის ზიანის შესახებ. ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ალკოჰოლი ზიანს ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც აყენებს და ამასთანავე, უმეტესწილად არის უმთავრესი მიზეზი უბედური შემთხვევების, აგრესიისა და ძალადობის.

გამოფენის ორგანიზატორები და მონაწილეები შეეცადნენ შემოქმედებითი გზით გადმოეცათ თუ რამხელა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს უშუალოდ მისთვის, ვინც მას მოიხმარს და რამდენად დიდი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა აქვს მას ჩვენს გარშემომყოფებზე.

საქართველოში ალკოჰოლის მოხმარება არსებული კულტურის ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ თრობა არასდროს ყოფილა ქართველობის განმსაზღვრელი ელემენტი, ადამიანები ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას ბევრად უფრო მეტ პოზიტიურ მოვლენას უკავშირებენ ვიდრე ნეგატიურს.

თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომელთაც სრულად აქვთ გააზრებული თავიანთი ჩვევები ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად უვითარდებათ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების აცილებისთვის საჭირო უნარები. მათი თქმით, იმისათვის, რომ ადამიანმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა რისკი უნდა იცოდეს და გააზრებულად იღებდეს ალკოჰოლის მიღების გადაწყვეტილებას. გააზრებულობა კი ნიშნავს გაცნობიერებას, მეტ ინფორმაციას და ასეთ დროს „ადამიანები იწყებენ გამოღვიძებას და ამბობენ: „ მე მინდა რაღაც სხვა. მე მინდა ნამდვილი ჯანმრთელობა, სიცხადე, სტრესის შემცირება ჯანსაღი გზით და არა ალკოჰოლზე დამოკიდებულებით“ ...

ინფორმაციის დეფიციტი არის ალკოჰოლის ზიანის უგუვებელყოფის ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ იცოდეთ:

  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება წამროადგენს 200-ზე მეტი დაავადებისა და ტრამვის გამომწვევ მიზეზს
  • ზოგადად დაავადებებისა და ტრამვების გლობალური ტვირთის 5.1% უკავშირდება ალკოჰოლს
  • ალკოჰოლის მოხმარება იწვევს სიკვდილსა და უუნარობას ცხოვრების შედარებით ადრეულ წლებში, 20-39 წლის ასსაკობრივ კატეგორიაში სიკვდილის მიზეზებს შორის 13.5% უკავია ალკოჰოლის მოხმარებას.
  • არსებობს მიზეზობრივი კავშირი ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასა და ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს შორის, ასევე არაგადამდებ დაავადებებსა და ტრამვებს შორის.
  • დადგენილია მიზეზობრივი კავშირი ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასა და გადამდები დაავადებების ინციდენტობას შორის, როგორიცაა ტუბერკულოზი, აივ ინფექცია და ა.შ
  • ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგების გარდა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ დანაკარგებს, როგორც ინდივიდებისთვის ასევე მთლიანად სოციუმისთვის. ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია ძალადობასთან.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში

ალჟირის ქართველი მმართველები, რომლის შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

12 წლის ბავშვი, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა