პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქირურგიული ოპერაცია - ღია წესით თუ ლაპაროსკოპიით?!
ქირურგიული ოპერაცია - ღია წესით თუ ლაპაროსკოპიით?!

ლა­პა­როს­კო­პი­ულ ოპე­რა­ცი­ას ხში­რად 21-ე სა­უ­კუ­ნის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ქი­რურ­გე­ბი ღია წე­სით ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, რაც, რა თქმა უნდა, ლა­პა­როს­კო­პი­ის მთე­ლი რიგი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ლა­პა­როს­კო­პი­ას, რო­დის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ მე­თო­დით ჩა­რე­ვა და რამ­დე­ნად რთუ­ლია ის? ამ თე­მებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი თენ­გიზ გუ­გე­შაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობს ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით ოპე­რა­ცია და რა და­დე­ბით მხა­რე­ე­ბი აქვს მას?

ლა­პა­როს­კო­პია არის მინი ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დი, რო­მელ­მაც რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა ქი­რურ­გი­ა­ში. მისი და­ნერგვით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ებ­ზე. ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წყის ეტა­პებ­ზე ბევ­რი ქი­რურ­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით ონ­კო­ლო­გე­ბი, სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ ამ მე­თო­დით ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას. მი­აჩ­ნდათ, რომ ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო რა­დი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა. დღეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ტექ­ნი­კის დახ­ვე­წამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად, ონ­კო­ლო­გი­უ­რი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი მე­თო­დის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში ნაკ­ლე­ბი ტკი­ვი­ლით, სწრა­ფი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით და კლი­ნი­კა­ში მცი­რე დრო­ის და­ყოვ­ნე­ბით.

- რა შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თავთ ლა­პა­როს­კო­პი­ულ მე­თოდს?

ჩვენს კლი­ნი­კა­ში ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლად კეთ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ე­ბი მუც­ლის ღრუს ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე, რო­გორც არა­ონ­კო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. რო­გორც ყვე­ლა ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას, ასე­ვე ლა­პა­როს­კო­პი­ულ მე­თოდსაც აქვს ჩვე­ნე­ბა და უკუჩ­ვე­ნე­ბა. ოპე­რა­ცია არ უნდა გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცი­ის გუ­ლის­თვის. ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი მე­თო­დის უკუჩ­ვე­ნე­ბას ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს წარ­მო­ად­გენს სიმ­სივ­ნის დიდი ზომა, მისი ჩაზ­რდა მე­ზო­ბელ ორ­გა­ნო­ებ­ში. ასე­ვე უკუჩ­ვე­ნე­ბაა შე­ხორ­ცე­ბი­თი პრო­ცე­სი მუც­ლის ღრუ­ში, მაგ­რამ ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბის წყა­ლო­ბით ეს აღარ ით­ვლე­ბა აბ­სო­ლუ­ტურ უკუჩ­ვე­ნე­ბად.

- რა არის თო­დუ­ას კლი­ნი­კის უპი­რა­ტე­სო­ბა ზო­გად ქი­რურ­გი­ა­ში?

ჩვე­ნი კლი­ნი­კის უპი­რა­ტე­სო­ბაა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის შექ­მნი­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, არ­სე­ბობს დი­აგ­ნოს­ტი­კის ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა, ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის და სირ­თუ­ლის ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ უტარ­დე­ბათ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ქი­მიო-სხი­ვუ­რი თე­რა­პია. პა­ცი­ენტს აღარ სჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში წას­ვლა და შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ სივ­რცე­ში.

- ასე­თი მე­თო­დით ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­კე­თე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაა სა­ჭი­რო. თქვენს კლი­ნი­კა­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამ მხრივ?

ამ მხრივ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­შე­წყო­ბა გვაქვს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან. თუ გვჭირ­დე­ბა უახ­ლე­სი აპა­რა­ტი, მას აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ძენთ და ამ პრო­ცესს მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს. სულ ახ­ლა­ხანს შე­ვი­ძი­ნეთ ახა­ლი აპა­რა­ტი «liga sure» რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ რო­გორც ღია, ისე ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი მე­თო­დის დროს.

- და­ა­სა­ხე­ლეთ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში წარ­მა­ტე­ბით კეთ­დე­ბა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ძალ­ზედ სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დღეს გა­ი­ზარ­და ქი­რურ­გე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი დონე და სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში ტარ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ოპე­რა­ცია. ჩვენს კლი­ნი­კა­ში ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლად წარ­მა­ტე­ბით ტარ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ე­ბი: დი­აფ­რაგ­მის საყ­ლა­პა­ვის ხვრე­ლის თი­აქ­რის დროს, საყ­ლა­პა­ვის ახა­ლა­ზი­ის ( გა­უ­ვა­ლო­ბის) დროს, კუ­ჭის რე­ზექ­ცია და გას­ტრექ­ტო­მია რო­გორც არა­ონ­კო­ლო­გი­უ­რი ასე­ვე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, წვრი­ლი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის რე­ზექ­ცია, სპლე­ნექ­ტო­მია, ად­რე­ნა­ლექ­ტო­მია, ყვე­ლა სა­ხის თი­აქ­რე­ბის პლას­ტი­კა, ოპე­რა­ცი­ე­ბი ღვიძლზე, ნაღ­ვლის ბუშტზე და სა­ნაღ­ვლე გზებ­ზე.

- აკე­თებთ თუ არა ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ებს?

რა თქმა­უნ­და. ჩვენ ვა­კე­თებთ ახ­ვა­დას­ხვა სა­ხის ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ებს, მაგ­რამ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის პა­ცი­ენ­ტებ­თან გვაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. ოპე­რა­ცი­ას ვთა­ვა­ზობთ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მე­თო­დი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­სა და დი­ე­ტო­ლო­გის რე­კო­მენ­და­ცი­ით და შე­დე­გი არ აქვს. აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ფსი­ქო­ლო­გიც. ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვღე­ბუ­ლობთ მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ქირურგიული ოპერაცია - ღია წესით თუ ლაპაროსკოპიით?!

ქირურგიული ოპერაცია - ღია წესით თუ ლაპაროსკოპიით?!

ლაპაროსკოპიულ ოპერაციას ხშირად 21-ე საუკუნის მანიპულაციად მოიხსენიებენ.

თანამედროვე მედიცინის ძალიან ბევრ შემთხვევაში ქირურგები ღია წესით ოპერაციის ჩატარებას აღნიშნულ მეთოდს ამჯობინებენ, რაც, რა თქმა უნდა, ლაპაროსკოპიის მთელი რიგი დადებითი მხარეებით არის განპირობებული.

რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიას, როდის არის შესაძლებელი ამ მეთოდით ჩარევა და რამდენად რთულია ის? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თენგიზ გუგეშაშვილი გვესაუბრება.

- რას გულისხმობს ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაცია და რა დადებით მხარეები აქვს მას?

ლაპაროსკოპია არის მინი ინვაზიური მეთოდი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ქირურგიაში. მისი დანერგვით შესაძლებელი გახდა პრაქტიკულად ყველა ოპერაციის გაკეთება მუცლის ღრუს ორგანოებზე. ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარების საწყის ეტაპებზე ბევრი ქირურგი, განსაკუთრებით ონკოლოგები, სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას. მიაჩნდათ, რომ ლაპარასკოპიული მეთოდით შეუძლებელი იყო რადიკალური ოპერაციების გაკეთება. დღეს დამოკიდებულება შეიცვალა. ლაპარასკოპიული ტექნიკის დახვეწამ შესაძლებელი გახადა ოპერაციების გაკეთება რადიკალურად, ონკოლოგიური წესების სრული დაცვით.

ლაპარასკოპიული მეთოდის უპირატესობა გამოიხატება პოსტოპერაციულ პერიოდში ნაკლები ტკივილით, სწრაფი რეაბილიტაციით და კლინიკაში მცირე დროის დაყოვნებით.

- რა შემთხვევაში მიმართავთ ლაპაროსკოპიულ მეთოდს?

ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიულად კეთდება ოპერაციები მუცლის ღრუს ყველა ორგანოზე, როგორც არაონკოლოგიური, ასევე ონკოლოგიური დაავადებების დროს. როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, ასევე ლაპაროსკოპიულ მეთოდსაც აქვს ჩვენება და უკუჩვენება. ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს ოპერაციის გულისთვის. ლაპარასკოპიული მეთოდის უკუჩვენებას ონკოლოგიური დაავადებების დროს წარმოადგენს სიმსივნის დიდი ზომა, მისი ჩაზრდა მეზობელ ორგანოებში. ასევე უკუჩვენებაა შეხორცებითი პროცესი მუცლის ღრუში, მაგრამ ლაპარასკოპიული ტექნიკის განვითარების წყალობით ეს აღარ ითვლება აბსოლუტურ უკუჩვენებად.

- რა არის თოდუას კლინიკის უპირატესობა ზოგად ქირურგიაში?

ჩვენი კლინიკის უპირატესობაა ყველა პაციენტისთვის შექმნილი კომფორტული გარემო, არსებობს დიაგნოსტიკის ყველა თანამედროვე საშუალება, ტარდება ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაცია და საჭიროებისამებრ უტარდებათ მაღალტექნოლოგიური ქიმიო-სხივური თერაპია. პაციენტს აღარ სჭირდება სხვადასხვა კლინიკებში წასვლა და შეუძლია მიიღოს ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.

- ასეთი მეთოდით ოპერაციების წარმატებით გაკეთებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობაა საჭირო. თქვენს კლინიკაში რა მდგომარეობაა, ამ მხრივ?

ამ მხრივ შეიძლება ჩაითვალოს რომ ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს ხელმძღვანელობის მხრიდან. თუ გვჭირდება უახლესი აპარატი, მას აუცილებლად ვიძენთ და ამ პროცესს მუდმივი ხასიათი აქვს. სულ ახლახანს შევიძინეთ ახალი აპარატი «liga sure» რომელსაც წარმატებით ვიყენებთ როგორც ღია, ისე ლაპარასკოპიული მეთოდის დროს.

- დაასახელეთ განსაკუთრებით რთულად შესასრულებელი ოპერაცია, რომელიც თოდუას კლინიკაში წარმატებით კეთდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალზედ სასიხარულოა, რომ დღეს გაიზარდა ქირურგების პროფესიული დონე და სხვადასხვა კლინიკებში ტარდება პრაქტიკულად ყველა ოპერაცია. ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიულად წარმატებით ტარდება ოპერაციები: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, საყლაპავის ახალაზიის ( გაუვალობის) დროს, კუჭის რეზექცია და გასტრექტომია როგორც არაონკოლოგიური ასევე ონკოლოგიური დაავადებების დროს, წვრილი და მსხვილი ნაწლავის რეზექცია, სპლენექტომია, ადრენალექტომია, ყველა სახის თიაქრების პლასტიკა, ოპერაციები ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე და სანაღვლე გზებზე.

- აკეთებთ თუ არა ბარიატრიულ ოპერაციებს?

რა თქმაუნდა. ჩვენ ვაკეთებთ ახვადასხვა სახის ბარიატრიულ ოპერაციებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ამ კატეგორიის პაციენტებთან გვაქვს განსაკუთრებული მიდგომა. ოპერაციას ვთავაზობთ იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული აქვს მკურნალობის ყველა კონსერვატიული მეთოდი ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის რეკომენდაციით და შედეგი არ აქვს. აუცილებლად ჩართულია მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგიც. ქირურგიულ ოპერაციაზე გადაწყვეტილებას ვღებულობთ მკაცრი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ინფორმაცია სტუდენტებისთვის -  სად შეძლებენ ისინი დასაქმებას  2020-2021 წლიდან

მაზდას იპონური საღამო

LIVE "ნიუსრუმიდან": "მკვლელი" გამათბობლები