მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბუა ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა... ერთხანს ტაქსის მძღოლადაც ვმუშაობდი" - ოთო აბესაძე ციხეში ყოფნის უმძიმეს პერიოდსა და ახალ ცხოვრებაზე
"ბაბუა ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა... ერთხანს ტაქსის მძღოლადაც ვმუშაობდი" - ოთო აბესაძე ციხეში ყოფნის უმძიმეს პერიოდსა და ახალ ცხოვრებაზე

"როცა ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გი­ჭირს, მა­შინ ხვდე­ბი, ვინ არის შენი ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ასეთ დროს ყვე­ლა ნი­ღაბს იხ­სნის და თა­ვის ნამ­დვილ სა­ხეს ამ­ჟღავ­ნებს", - ამ­ბობს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ოთარ აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც ორი წლის წინ ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.2017 წლის ივ­ლის­ში, ქარ­თულ მე­დი­ა­ში ასე­თი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და: "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი - ოთარ აბე­სა­ძე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ოთარ აბე­სა­ძე მო­ქა­ლა­ქე­ებს მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, ტივ­ზე კა­ფეს მო­წყო­ბის ნე­ბარ­თვის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით აღე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის სა­ხით 3.000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა. ოთარ აბე­სა­ძე ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ მძი­მე ნპე­რი­ოდსა და ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- 2017 წლის 11 ივ­ლისს და­მა­კა­ვეს. საქ­მის გან­ხილ­ვა თით­ქმის ორი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დი, როცა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­თან გა­მა­ჩე­რეს და სპე­ცო­პე­რა­ცი­ით ამიყ­ვა­ნეს. თა­ვი­დან ხუმ­რო­ბა მე­გო­ნა... მა­ნამ­დე თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და, 2017 წლის 29 ივ­ნისს გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ორი კვი­რის შემ­დეგ კი და­მა­კა­ვეს.

- რა მოხ­და 11 ივ­ლი­სამ­დე?

- ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ჩემი ძა­ლი­ან ახლო სა­მე­გობ­რო­დან და­მი­კავ­შირ­და პი­როვ­ნე­ბა და დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა მთხო­ვა. ის ჩემ­თან თხოვ­ნით მო­ვი­და, რომ მდი­ნა­რე მტკვარ­ზე კა­ფე­ტე­რი­ის მო­წყო­ბა სურ­და და აინ­ტე­რე­სებ­და, სა­ა­მი­სოდ რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მეც და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნე და ვუ­თხა­რი, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მან კი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, რომ ქრთა­მი მოვ­თხო­ვე. ასე­თი ბრალ­დე­ბა ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, დიდ­ხანს ვი­ყა­ვი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი და ჩემ­თან არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მო­სუ­ლა. უამ­რავ ადა­მი­ანს დავ­ხმა­რე­ბი­ვარ და ვე­რა­ვინ იტყვის, ვინ­მეს­გან რა­ი­მე მო­მე­თხო­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რად იმუ­შა­ვა ჩემს დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ზე და სწო­რედ მისი ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­კა­ვეს.

- იქ­ნებ, ვინ­მეს თქვე­ნი "ჩა­ძირ­ვა" სურ­და?

- დღემ­დე ვერ ამიხ­სნია, რა მოხ­და. ირმა ჭკა­დუ­ას, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტია, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, რომ ის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ფერს თავი და­ვა­ნე­ბოთ და ლო­გი­კუ­რად ვიმ­სჯე­ლოთ: 2017 წელს, როცა აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი, ჩემს რე­პუ­ტა­ცი­ას შევ­ლა­ხავ­დი და ადა­მი­ანს ფულს მოვ­თხოვ­დი, თა­ნაც, 3 ათას დო­ლარს? ეს სა­სა­ცი­ლო თან­ხაა, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი­დან თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო. იმის სა­ჭი­რო­ე­ბა ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია, რომ ვი­ღა­ცის­გან 3 ათა­სი დო­ლა­რი მო­მე­თხო­ვა.

- ცი­ხე­ში რამ­დენ ხანს იყა­ვით?

- სა­პყრო­ბი­ლე­ში ყოფ­ნი­სას ადა­მი­ა­ნი წუ­თებს და წა­მებ­საც კი ით­ვლის. მეც ზუს­ტად ვიცი: ნა­ხე­ვა­რი წელი და სამი დღე გა­ვა­ტა­რე გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში. ჩემს პირ­ველ სა­სა­მარ­თლო­ზე შოკ­ში ვი­ყა­ვი და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და რაც მთა­ვა­რია, ჩემს ოჯახს, რო­მე­ლიც ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნე. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლამ არ იცის, რომ ბა­ბუა ჩემ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბას გა­დაჰ­ყვა - ინ­ფარ­ქტით და­მე­ღუ­პა. ეს ჩემ­თვი­საც და ჩემი ოჯა­ხის­თვი­საც დიდი ტრა­გე­დია იყო. ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდი: ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა, 35 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი და საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, ახ­ლაც ვმკურ­ნა­ლობ.

- ცი­ხე­ში რო­გორ გექ­ცე­ოდ­ნენ?
- დღეს მე არც ერთი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის ად­ვო­კა­ტად არ გა­მოვ­დგე­ბი, მაგ­რამ პირ­და­პირ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ცი­ხე­ში სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლია - და­წყე­ბუ­ლი კვე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლით, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რებს საკ­მა­ოდ კარ­გად ექ­ცე­ო­და. ჩვენს ცი­ხე­ებ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მეც ვიბ­რძო­დი და გა­მო­გი­ტყდე­ბით, მი­ხა­რია, რა­ღა­ცის შეც­ვლა­ში მა­ინც რომ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცი­ხე­ში კვე­ბაც ნორ­მა­ლუ­რი იყო და ჯან­დაც­ვის სა­კი­თხიც მოგ­ვა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ: პა­ტიმ­რე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნა და მკურ­ნა­ლო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.
- გა­გა­მარ­თლეს და ამა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით თქვენს ად­ვო­კა­ტებს. რას გვე­ტყო­დით მათ შე­სა­ხებ?
- დიდი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ მათ­განს: ირმა ჭკა­დუ­ას, ლილი გე­ლაშ­ვილს, ნონა ფი­ლა­ურს და რო­ლანდ ჭინ­ჭა­რაშ­ვილს - ამ ადა­მი­ა­ნებს მარ­თლაც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით, რომ სა­ში­ნე­ლი ბრალ­დე­ბა ჩა­მო­მეხ­სნა. ჩვენ, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი მი­ვა­წო­დეთ სა­სა­მარ­თლოს. ორი წელი დას­ჭირ­და იმის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ მე არც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ვარ და არც - მექ­რთა­მე, რაც ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი იყო. ამ­დე­ნი დრო იმი­ტომ დას­ჭირ­დათ, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო: გა­მოჰ­კი­თხეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა, ვი­საც ამ საქ­მეს­თან მე­რი­ა­ში ოდ­ნა­ვი შე­ხე­ბა მა­ინც ჰქონ­და. საკ­რე­ბუ­ლო­დან და მე­რი­ი­დან ვი­საც სა­ნე­ბარ­თვო სამ­სა­ხუ­რებ­თან და ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მას­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა გა­მო­ი­კი­თხა. არა­ვის უთ­ქვამს, რომ ვინ­მეს­თვის რა­ი­მე ტი­პის დახ­მა­რე­ბა მა­ინც მე­თხო­ვა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მე არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია და რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­ბო­ლო­ოდ გა­მა­მარ­თლეს.
- რო­გო­რი იყო თქვენ­თვის ეს ორი წელი, როცა ასე­თი ბრალ­დე­ბით გი­წევ­დათ ცხოვ­რე­ბა?
- ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი გა­მო­ვი­ა­რე. ისე, ეს ორი წელი ჩემ­თვის საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა: მუდ­მი­ვი სტრე­სი­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის ფონ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი ჩა­მორ­თმე­უ­ლი მქონ­და, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლე ჩემი მეც­ნი­ე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი გავ­ხდი, და­ვას­რუ­ლე მო­ლა­პა­რა­კე­ბა კი­დევ ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ჩემი ნაშ­რო­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­და რი­გის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკვე მი­მიწ­ვია, რო­გორც ლექ­ტო­რი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვარ, რო­მე­ლიც ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ი­კი­თხავს ლექ­ცი­ებს. ცოტა ხან­ში ჩემი ახა­ლი წიგ­ნიც და­ი­ბეჭ­დე­ბა... კი­დევ ვი­მე­ო­რებ - ძა­ლი­ან დიდი სტრე­სის ფონ­ზე შევ­ძე­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი და მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევს, რა­საც მო­ინ­დო­მებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბაბუა ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა... ერთხანს ტაქსის მძღოლადაც ვმუშაობდი" - ოთო აბესაძე ციხეში ყოფნის უმძიმეს პერიოდსა და ახალ ცხოვრებაზე

"ბაბუა ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა... ერთხანს ტაქსის მძღოლადაც ვმუშაობდი" - ოთო აბესაძე ციხეში ყოფნის უმძიმეს პერიოდსა და ახალ ცხოვრებაზე

"როცა ცხოვრებაში ძალიან გიჭირს, მაშინ ხვდები, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი. ასეთ დროს ყველა ნიღაბს იხსნის და თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს", - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ აბესაძე, რომელიც ორი წლის წინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.2017 წლის ივლისში, ქართულ მედიაში ასეთი შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვის დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 3.000 დოლარი მოითხოვა. ოთარ აბესაძე ციხეში გატარებულ მძიმე ნპერიოდსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- 2017 წლის 11 ივლისს დამაკავეს. საქმის განხილვა თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა. მანქანით მივდიოდი, როცა ბარათაშვილის ხიდთან გამაჩერეს და სპეცოპერაციით ამიყვანეს. თავიდან ხუმრობა მეგონა... მანამდე თბილისის მერიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ვმუშაობდი, მაგრამ ვინაიდან სხვა გეგმები მქონდა, 2017 წლის 29 ივნისს განცხადება დავწერე გათავისუფლებაზე. ორი კვირის შემდეგ კი დამაკავეს.

- რა მოხდა 11 ივლისამდე?

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ძალიან ახლო სამეგობროდან დამიკავშირდა პიროვნება და დაკვალიანება მთხოვა. ის ჩემთან თხოვნით მოვიდა, რომ მდინარე მტკვარზე კაფეტერიის მოწყობა სურდა და აინტერესებდა, საამისოდ რა უნდა გაეკეთებინა. მეც დავაკვალიანე და ვუთხარი, როგორ უნდა მოქცეულიყო. მან კი განცხადება დაწერა, რომ ქრთამი მოვთხოვე. ასეთი ბრალდება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, დიდხანს ვიყავი საჯარო მოხელე, საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ვმუშაობდი და ჩემთან არაერთი ადამიანი მოსულა. უამრავ ადამიანს დავხმარებივარ და ვერავინ იტყვის, ვინმესგან რაიმე მომეთხოვა. საბოლოოდ, ეს ადამიანი საკმაოდ კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორი აღმოჩნდა, რომელმაც მაქსიმალურად იმუშავა ჩემს დისკრედიტაციაზე და სწორედ მისი ბრალდების საფუძველზე დამაკავეს.

- იქნებ, ვინმეს თქვენი "ჩაძირვა" სურდა?

- დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა. ირმა ჭკადუას, რომელიც ცნობილი ადვოკატია, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ის კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორი ყოფილა. ყველაფერს თავი დავანებოთ და ლოგიკურად ვიმსჯელოთ: 2017 წელს, როცა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ჩემს რეპუტაციას შევლახავდი და ადამიანს ფულს მოვთხოვდი, თანაც, 3 ათას დოლარს? ეს სასაცილო თანხაა, რადგან იმ პერიოდში ჩემი ანაზღაურება საჯარო სამსახურიდან, საერთაშორისო პროექტებიდან თუ უნივერსიტეტებიდან გაცილებით მეტი იყო. იმის საჭიროება ნამდვილად არ მქონია, რომ ვიღაცისგან 3 ათასი დოლარი მომეთხოვა.

- ციხეში რამდენ ხანს იყავით?

- საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის. მეც ზუსტად ვიცი: ნახევარი წელი და სამი დღე გავატარე გლდანის მე-8 საპყრობილეში. ჩემს პირველ სასამართლოზე შოკში ვიყავი და ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას და რაც მთავარია, ჩემს ოჯახს, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში ჩავაყენე. შეიძლება ყველამ არ იცის, რომ ბაბუა ჩემზე ნერვიულობას გადაჰყვა - ინფარქტით დამეღუპა. ეს ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც დიდი ტრაგედია იყო. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი: ციხეში ყოფნისას ჯანმრთელობა შემერყა, 35 კილოგრამი დავიკელი და საკმაოდ მძიმე დაავადებები გადავიტანე, ახლაც ვმკურნალობ.

- ციხეში როგორ გექცეოდნენ?
- დღეს მე არც ერთი სახელმწიფო უწყების ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ციხეში სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია - დაწყებული კვებით, დამთავრებული პერსონალით, რომელიც პატიმრებს საკმაოდ კარგად ექცეოდა. ჩვენს ციხეებში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ მეც ვიბრძოდი და გამოგიტყდებით, მიხარია, რაღაცის შეცვლაში მაინც რომ მივიღე მონაწილეობა. ციხეში კვებაც ნორმალური იყო და ჯანდაცვის საკითხიც მოგვარებული ჰქონდათ: პატიმრების სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაყვანა და მკურნალობა ჩვეულებრივი ამბავია.
- გაგამართლეს და ამაში დიდი წვლილი მიუძღვით თქვენს ადვოკატებს. რას გვეტყოდით მათ შესახებ?
- დიდი მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ მათგანს: ირმა ჭკადუას, ლილი გელაშვილს, ნონა ფილაურს და როლანდ ჭინჭარაშვილს - ამ ადამიანებს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით, რომ საშინელი ბრალდება ჩამომეხსნა. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ყველანაირი საბუთი მივაწოდეთ სასამართლოს. ორი წელი დასჭირდა იმის დამტკიცებას, რომ მე არც კორუმპირებული ვარ და არც - მექრთამე, რაც ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო. ამდენი დრო იმიტომ დასჭირდათ, რომ საკმაოდ რთული პროცესი იყო: გამოჰკითხეს აბსოლუტურად ყველა, ვისაც ამ საქმესთან მერიაში ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა. საკრებულოდან და მერიიდან ვისაც სანებართვო სამსახურებთან და ნებართვების გაცემასთან ჰქონდა შეხება, უკლებლივ ყველა გამოიკითხა. არავის უთქვამს, რომ ვინმესთვის რაიმე ტიპის დახმარება მაინც მეთხოვა. მტკიცებულებათა ერთობლიობის შედეგად დადგინდა, რომ მე არავისთვის არაფერი მითხოვია და რამდენიმე კვირის წინ, საბოლოოდ გამამართლეს.
- როგორი იყო თქვენთვის ეს ორი წელი, როცა ასეთი ბრალდებით გიწევდათ ცხოვრება?
- ძალიან დიდი სტრესი გამოვიარე. ისე, ეს ორი წელი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა: მუდმივი სტრესისა და სასამართლოების ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი საბუთი ჩამორთმეული მქონდა, ძალიან აქტიურად გავაგრძელე ჩემი მეცნიერული საქმიანობა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გავხდი, დავასრულე მოლაპარაკება კიდევ ორ უნივერსიტეტთან, ჩემი ნაშრომებით დაინტერესდა რიგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. ამ უნივერსიტეტმა უკვე მიმიწვია, როგორც ლექტორი. შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ქართველი ვარ, რომელიც ასეთი მაღალი რანგის უნივერსიტეტში წაიკითხავს ლექციებს. ცოტა ხანში ჩემი ახალი წიგნიც დაიბეჭდება... კიდევ ვიმეორებ - ძალიან დიდი სტრესის ფონზე შევძელი ეს ყველაფერი და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოინდომებს...წაიკითხეთ სრულად

LIVE: პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა პარლამენტთან - კადრები ადგილიდან

"ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი" - პატრიარქის საკვირაო ქადაგება