პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება

ბა­თუმ­ში სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფეს­ტი­ვა­ლი „გან­და­გა­ნა“ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ფეს­ტი­ვალს წელ­საც უამ­რა­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი და ტუ­რის­ტი ეს­წრე­ბა. აჭა­რუ­ლი სოფ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბულ ევ­რო­პის მო­ე­დან­სა და მე­მედ აბა­ში­ძეს ქუ­ჩა­ზე აჭა­რის ხუ­თი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნა­წარ­მით, პრო­დუქ­ტით, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და ფოლკ­ლო­რი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით წელს, გაზ­რდი­ლია ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც და ისი­ნი გარ­და აჭა­რი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ და კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლა­სებ­ში, ჭა­ჭის გა­მოხ­დის, თამ­ბა­ქოს დაჭ­რი­სა და საწ­ნა­ხელ­ში ყუ­რძნის და­წურ­ვის პრო­ცეს­ში. ბავ­შვე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ კუ­თხე­ში პა­ტა­რე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე დღეს ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი „ბერ­მუ­ხა“ „კოლ­ხა“, და „არ­სი­ა­ნი, ასე­ვე ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლე­ბი „ჭვა­ნა“ და „ათძა­ლი“ იზ­რუ­ნე­ბენ. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლურ პროგ­რა­მას კი ბენ­დი Seaside და­ას­რუ­ლებს.

14 ოქ­ტომ­ბე­რი

14:00 – 14:30 - ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი „ბერ­მუ­ხა“

14:30 – 15:30 - ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი „ჭვა­ნა“

15:30 – 16:30 - ლა­ზუ­რი ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი „ათძა­ლი“ და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი „კოლ­ხა“

16:30 – 17:00 - ყუ­რძნის და­წურ­ვა საწ­ნა­ხელ­ში

17:00 – 18:00 - სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი „არ­სი­ა­ნი“

18:00 – 19:30 - ბენ­დი „Seaside”

სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფეს­ტი­ვა­ლი „გან­დგა­ნა“ 2015 წლი­დან, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა. მისი მი­ზა­ნი აჭა­რუ­ლი სოფ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, წარ­მო­ჩე­ნა და სოფ­ლად ტუ­რის­ტე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბაა. ფეს­ტი­ვა­ლი 13 ოქ­ტომ­ბერს გა­იხ­სნა და დღეს დას­რულ­დე­ბა.

ავტორი:

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გრძელდება

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე გამართულ ტრადიციულ ფესტივალს წელსაც უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ესწრება. აჭარული სოფლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძეს ქუჩაზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორითაა წარმოდგენილი. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაზრდილია ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არიან წარმოდგენილები.

დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჭაჭის გამოხდის, თამბაქოს დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“ „კოლხა“, და „არსიანი, ასევე ვოკალური ანსამბლები „ჭვანა“ და „ათძალი“ იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ბენდი Seaside დაასრულებს.

14 ოქტომბერი

14:00 – 14:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“

14:30 – 15:30 - ვოკალური ანსამბლი „ჭვანა“

15:30 – 16:30 - ლაზური ვოკალური ანსამბლი „ათძალი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“

16:30 – 17:00 - ყურძნის დაწურვა საწნახელში

17:00 – 18:00 - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“

18:00 – 19:30 - ბენდი „Seaside”

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი - უნიკალური პროდუქტი და ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად

ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

„ვენდიმ“  „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა