სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო
"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო

ბო­ლო­ხანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში, სო­ფელ შინ­დის­თან და­ღუ­პუ­ლი 17 ჯა­რის­კა­ცის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილ­მს "შინ­დი­სი". შე­საძ­ლოა ბევ­რმა არც იცის, რომ წლე­ბის წინ შინ­დი­სის გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი "კვი­რის პა­ლიტ­რამ" აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე გვიყ­ვე­ბა:

"აგ­ვის­ტოს ომის დღე­ებ­ში ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი და რა თქმა უნდა მეც, ვცდი­ლობ­დით უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს შიდა ქარ­თლში არ ვყო­ფილ­ვარ. ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც გარ­კვე­უ­ლი ხანი რუ­სუ­ლი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ რჩე­ბოდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას სა­გუ­შა­გო­ე­ბი ჰქონ­დათ გახ­სნი­ლი.

სწო­რედ მა­შინ მო­ვა­ხერ­ხე ერთი რუსი ჯა­რის­კა­ცის, საშა დროზ­დო­ვის ჩა­წე­რა. რა თქმა უნდა, ეს მარ­ტი­ვი არ იყო, ვფიქ­რობ, რომ, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. ჩემი მო­სა­უბ­რე გე­ო­ლო­გი­ის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა...

რად­გან ჩემ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არ და­მი­წყია კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბის დას­მა. სი­მარ­თლე გი­თხრა, მე­ში­ნო­და არ და­ე­წყო - რა ინ­ტერ­ვი­უს მარ­თმე­ვო? (მან იცო­და, რომ ჩვენ უბ­რა­ლოდ ვსა­უბ­რობ­დით) მი­ვე­ცი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რა­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და, მო­ე­ყო­ლა. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და როცა მი­თხრა, რომ ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და ვინ­მე გია - რო­გორც მერე სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ სა­რა­ტოვ­ში. როცა ეს გა­ვი­გე, ვკი­თხე თუ იყო მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფი, მი­თხრა, რომ არა და შემ­დეგ მო­მიყ­ვა, რო­გორ შე­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რა­ღაც მო­მენ­ტში ომის ერთი ეპი­ზო­დი გა­იხ­სე­ნა, უბ­რა­ლოდ, რო­გორც ამ­ბა­ვი... რაც მი­ამ­ბო მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ამის შე­სა­ხებ არც ჩემ­თვის და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო. ამას გარ­და, ემო­ცი­უ­რად იყო ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი, მინ­დო­და ბევ­რი კი­თხვის დას­მა, მაგ­რამ შიში მქონ­და, სა­ერ­თოდ არ შე­ე­წყვი­ტა სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ ვუს­მენ­დი. მან არ იცო­და სოფ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არ უთ­ქვამს, თუმ­ცა დე­ტა­ლუ­რად მოყ­ვა იქ რაც შე­ემ­თხვათ.

და­ძა­ბუ­ლი ვუს­მენ­დი, რას იტყო­და ქარ­თვე­ლებ­ზე, და­ი­წყებ­და თუ არა ძა­გე­ბას, რომ ისი­ნი მო­იქ­ცნენ ლაჩ­რუ­ლად და ა.შ. მაგ­რამ როცა მი­თხრა: "ჩვე­ნი მე­თა­უ­რი კაი ხანს იდგა მათ ცხედ­რებ­თან - აი, ასე­თი ბი­ჭე­ბი რომ მყო­ლო­დაო..." შვე­ბა ვიგ­რძე­ნი...

კარ­გად მახ­სოვს შეგ­რძნე­ბა რო­მე­ლიც და­მე­უფ­ლა, ეს იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ა­მა­ყის შეგ­რძნე­ბა - როცა მტე­რი შენი ჯა­რის­კა­ცე­ბის ვაჟ­კა­ცო­ბას აღი­ა­რებს! მე მა­შინ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და რომ საშა დროზ­დო­ვი შინ­დი­სის ის­ტო­რი­ას მიყ­ვე­ბო­და.

მახ­სოვს დავ­პირ­დი, რომ მის მო­ნა­ყოლს არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებ­დი, მაგ­რამ სა­უბ­რის ბო­ლოს­ვე ვი­ცო­დი, რომ პი­რო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვარ­ღვევ­დი. დღემ­დე ვფიქ­რობ, რომ საშა დროზ­დოვ­თან ჩემი სა­უ­ბა­რი რომ შედ­გა, ეს ერ­თგვა­რად მისი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ალ­ბათ...

სტა­ტი­ის წე­რი­სას გვა­რი­ა­ნად ვი­ტი­რე. მახ­სოვს, რე­დაქ­ცი­ა­ში ჩემი კო­ლე­გე­ბის, კო­რექ­ტო­რე­ბის, სტი­ლის­ტე­ბის ქვი­თი­ნი, რო­დე­საც სა­გა­ზე­თო გვერ­დი მზად­დე­ბო­და.

დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო, რე­კავ­დნენ რე­დაქ­ცი­ა­ში და კი­თხუ­ლობ­დნენ - ვინ არი­ან და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბიო, ყვე­ლას მათი გვარ-სა­ხე­ლე­ბი აინ­ტე­რე­სებ­დათ, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც არ სჯე­რო­დათ სა­ერ­თოდ ამ ის­ტო­რი­ის. "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" მხო­ლოდ ერთს ვფიქ­რობ­დით - უნდა გაგ­ვე­გო, ვინ იყ­ვნენ გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, რე­დაქ­ცი­ა­ში გახ­ლდით, ჩემს კო­ლე­გას, ჟურ­ნალ " გზის" ჟურ­ნა­ლისტს ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძეს სტუმ­რად ჰყავ­და რეს­პონ­დენ­ტე­ბი, როცა ტი­რი­ლის ხმაც მო­მეს­მა მათი ვა­ნა­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. ხა­თუ­ნა გა­მო­ვი­და და მი­თხრა, რომ ისი­ნი იმ ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი არი­ან შენ რომ სტა­ტია და­წე­რეო, მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე, ერთხელ რო­დე­საც დროზ­დო­ვი მო­მიყ­ვა ამ­ბავს და მე­ო­რედ, რო­დე­საც უკვე ვი­ცო­დით კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იყ­ვნენ ის ბი­ჭე­ბი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მშობ­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი რო­დე­საც მთე­ლი რე­დაქ­ცია მად­ლო­ბას ვუხ­დი­დით ასე­თი შვი­ლე­ბის გაზ­რდის­თვის... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად რას ჰყვე­ბო­და რუსი ჯა­რის­კა­ცი "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტთან

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ddgfdf
1
მეტ ქართველს დახოცავდა?
me
13
ზღაპარი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო

ბოლოხანს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 ჯარისკაცის შესახებ გადაღებულ ფილმს "შინდისი". შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ წლების წინ შინდისის გმირობის ამბავი "კვირის პალიტრამ" აღმოაჩინა. ამ საინტერესო ისტორიას გაზეთის ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე გვიყვება:

"აგვისტოს ომის დღეებში ყველა ჟურნალისტი და რა თქმა უნდა მეც, ვცდილობდით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების დროს შიდა ქართლში არ ვყოფილვარ. ომის დამთავრების შემდეგაც გარკვეული ხანი რუსული ჯარის ნაწილები საქართველოში კვლავ რჩებოდნენ, რამდენიმე ადგილას საგუშაგოები ჰქონდათ გახსნილი.

სწორედ მაშინ მოვახერხე ერთი რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ჩაწერა. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო, ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა. ჩემი მოსაუბრე გეოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი აღმოჩნდა...

რადგან ჩემთვის ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, არ დამიწყია კონკრეტული კითხვების დასმა. სიმართლე გითხრა, მეშინოდა არ დაეწყო - რა ინტერვიუს მართმევო? (მან იცოდა, რომ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით) მივეცი საშუალება, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, მოეყოლა. ძალიან გამიკვირდა როცა მითხრა, რომ ქართველი მეგობარი ჰყავდა ვინმე გია - როგორც მერე საუბრისას გაირკვა, ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ სარატოვში. როცა ეს გავიგე, ვკითხე თუ იყო მანამდე საქართველოში ნამყოფი, მითხრა, რომ არა და შემდეგ მომიყვა, როგორ შემოვიდნენ საქართველოში.

რაღაც მომენტში ომის ერთი ეპიზოდი გაიხსენა, უბრალოდ, როგორც ამბავი... რაც მიამბო მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამის შესახებ არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ამას გარდა, ემოციურად იყო ძალიან მძიმე მოსასმენი, მინდოდა ბევრი კითხვის დასმა, მაგრამ შიში მქონდა, საერთოდ არ შეეწყვიტა საუბარი, ამიტომ უბრალოდ ვუსმენდი. მან არ იცოდა სოფლის დასახელება, ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამს, თუმცა დეტალურად მოყვა იქ რაც შეემთხვათ.

დაძაბული ვუსმენდი, რას იტყოდა ქართველებზე, დაიწყებდა თუ არა ძაგებას, რომ ისინი მოიქცნენ ლაჩრულად და ა.შ. მაგრამ როცა მითხრა: "ჩვენი მეთაური კაი ხანს იდგა მათ ცხედრებთან - აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." შვება ვიგრძენი...

კარგად მახსოვს შეგრძნება რომელიც დამეუფლა, ეს იყო წარმოუდგენელი სიამაყის შეგრძნება - როცა მტერი შენი ჯარისკაცების ვაჟკაცობას აღიარებს! მე მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ საშა დროზდოვი შინდისის ისტორიას მიყვებოდა.

მახსოვს დავპირდი, რომ მის მონაყოლს არ გავასაჯაროვებდი, მაგრამ საუბრის ბოლოსვე ვიცოდი, რომ პირობას აუცილებლად დავარღვევდი. დღემდე ვფიქრობ, რომ საშა დროზდოვთან ჩემი საუბარი რომ შედგა, ეს ერთგვარად მისი ქართველი მეგობრის დამსახურებაა ალბათ...

სტატიის წერისას გვარიანად ვიტირე. მახსოვს, რედაქციაში ჩემი კოლეგების, კორექტორების, სტილისტების ქვითინი, როდესაც საგაზეთო გვერდი მზადდებოდა.

დიდი გამოხმაურება იყო, რეკავდნენ რედაქციაში და კითხულობდნენ - ვინ არიან დაღუპული გმირებიო, ყველას მათი გვარ-სახელები აინტერესებდათ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ სჯეროდათ საერთოდ ამ ისტორიის. "კვირის პალიტრაში" მხოლოდ ერთს ვფიქრობდით - უნდა გაგვეგო, ვინ იყვნენ გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, რედაქციაში გახლდით, ჩემს კოლეგას, ჟურნალ " გზის" ჟურნალისტს ხათუნა ბახტურიძეს სტუმრად ჰყავდა რესპონდენტები, როცა ტირილის ხმაც მომესმა მათი ვანაობით დავინტერესდი. ხათუნა გამოვიდა და მითხრა, რომ ისინი იმ ბიჭების მშობლები არიან შენ რომ სტატია დაწერეო, მაშინ ვიფიქრე, რომ თავიდან დავიბადე, ერთხელ როდესაც დროზდოვი მომიყვა ამბავს და მეორედ, როდესაც უკვე ვიცოდით კონკრეტულად ვინ იყვნენ ის ბიჭები. არასდროს დამავიწყდება მშობლების სახეები როდესაც მთელი რედაქცია მადლობას ვუხდიდით ასეთი შვილების გაზრდისთვის... წაიკითხეთ ვრცლად რას ჰყვებოდა რუსი ჯარისკაცი "კვირის პალიტრის" ჟურნალისტთან

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს