პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვების მამა ალიმენტის შემცირებას ითხოვდა... უნდოდა კვირაში 4 დღე ბავშვები მასთან ყოფილიყვნენ" - ხაშურში მოკლული ქალის ადვოკატი
"ბავშვების მამა ალიმენტის შემცირებას ითხოვდა... უნდოდა კვირაში 4 დღე ბავშვები მასთან ყოფილიყვნენ" - ხაშურში მოკლული ქალის ადვოკატი

ხა­შურ­ში მოკ­ლუ­ლი ქა­ლი­სა და მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლის პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ქორ­წი­ნე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რედ მკვლე­ლო­ბის დღეს იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­ში ხა­შურ­ში მოკ­ლუ­ლი ნა­თია გო­გა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა მაია ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­უღ­ლე­ე­ბი ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად არ ცხოვ­რობ­დნენ. სა­სა­მარ­თლოს გაყ­რის თა­ო­ბა­ზე ქალ­მა მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც მე­უღ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბის შე­წყვე­ტა­ზე ვერ შე­თან­ხმდა. პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

"11 ოქ­ტომ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე იყო პრო­ცე­სი ჩა­ნიშ­ნუ­ლი და მა­ნამ­დე, დი­ლით უკვე ეს მოხ­და," - აცხა­დებს მაია ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ დედა თა­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკ­რძა­ლავ­და.

„სა­სა­მარ­თლო­ში მო­ვი­თხო­ვეთ ქორ­წი­ნე­ბის შე­წყვე­ტა და ალი­მენ­ტის და­ნიშ­ვნა ორ არას­რულ­წლო­ვან ბავ­შვზე. მე­უღ­ლემ გა­ა­კე­თა შე­სა­გე­ბე­ლი, გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხმო­ბა იყო და ჩვენს მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ალი­მენ­ტის შემ­ცი­რე­ბას ითხოვ­და. კი­დევ შე­მო­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი - ითხოვ­და, რომ კვი­რა­ში 4 დღე ბავ­შვე­ბი მას­თან ყო­ფი­ლიყ­ვნენ და 3 დღე დე­დას­თან, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც ერთი დედა ვერ და­ე­თან­ხმე­ბა ამ ასა­კის ბავ­შვებ­ზე. ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე მომ­ხდა­რი­ყო, ამა­ზე თა­ნახ­მა ვერ იქ­ნე­ბო­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა იყო, უწე­სი­ე­რე­სი და უპა­ტი­ოს­ნე­სი.

რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ჟღერ­დე­ბა, რომ არ აჩ­ვე­ნებ­და შვი­ლებს, მაგ­რამ ეს გო­გო­ნა და­ე­თან­ხმა ამ პო­ზი­ცი­ას, რომ მა­მას­თან ყო­ფილყვნენ შვი­ლე­ბი ყო­ვე­ლი თვის პირ­ველ და მე­სა­მე კვი­რას, ანუ კვი­რა გა­მო­ტო­ვე­ბით, პა­რას­კე­ვი დღის, თუ არ ვცდე­ბი, 18:00 სა­ა­თი­დან კვი­რა დღის 15:00 ან 13:00 სა­ა­თამ­დე. როცა მხა­რე­ე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან, ასე­თი პრაქ­ტი­კაა დად­გე­ნი­ლი, რომ ყო­ველ შა­ბათ - კვი­რას მა­მას შვილს ვერ მის­ცე­მენ, რად­გან დე­და­საც უნდა ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შა­ბათ - კვი­რას ბავ­შვი გა­ა­სე­ირ­ნოს ან სად­მე წა­იყ­ვა­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის დგე­ბა სა­კი­თხი, რომ ერთ შა­ბათ- კვი­რას ბავ­შვი არის დე­დას­თან, მე­ო­რე შა­ბათ-კვი­რას მა­მას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი პო­ზი­ცი­ით და­ვე­თან­ხმეთ და და­ვუ­წე­რეთ, რომ დედა თა­ნახ­მა იყო პა­რას­კევს წა­ეყ­ვა­ნა და ჰყო­ლო­და კვი­რას შუ­ა­დღემ­დე,“- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

შსს-მ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძე ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბავშვების მამა ალიმენტის შემცირებას ითხოვდა... უნდოდა კვირაში 4 დღე ბავშვები მასთან ყოფილიყვნენ" - ხაშურში მოკლული ქალის ადვოკატი

"ბავშვების მამა ალიმენტის შემცირებას ითხოვდა... უნდოდა კვირაში 4 დღე ბავშვები მასთან ყოფილიყვნენ" - ხაშურში მოკლული ქალის ადვოკატი

ხაშურში მოკლული ქალისა და მის მკვლელობაში ბრალდებული მეუღლის პირველი სასამართლო პროცესი ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით სწორედ მკვლელობის დღეს იყო ჩანიშნული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო საქმეში ხაშურში მოკლული ნათია გოგალაძის ადვოკატმა მაია ქართველიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეუღლეები ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდნენ. სასამართლოს გაყრის თაობაზე ქალმა მას შემდეგ მიმართა, რაც მეუღლესთან ქორწინების შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდა. პირველი სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მკვლელობა მოხდა.

"11 ოქტომბერს, 16:00 საათზე იყო პროცესი ჩანიშნული და მანამდე, დილით უკვე ეს მოხდა," - აცხადებს მაია ქართველიშვილი.

ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედა თავის ყოფილ მეუღლეს შვილებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

„სასამართლოში მოვითხოვეთ ქორწინების შეწყვეტა და ალიმენტის დანიშვნა ორ არასრულწლოვან ბავშვზე. მეუღლემ გააკეთა შესაგებელი, განქორწინებაზე თანხმობა იყო და ჩვენს მიერ დასახელებული ალიმენტის შემცირებას ითხოვდა. კიდევ შემოიტანა სარჩელი - ითხოვდა, რომ კვირაში 4 დღე ბავშვები მასთან ყოფილიყვნენ და 3 დღე დედასთან, რასაც ბუნებრივია, ვერც ერთი დედა ვერ დაეთანხმება ამ ასაკის ბავშვებზე. ბავშვები სკოლაში დადიან, შეუძლებელია ასე მომხდარიყო, ამაზე თანახმა ვერ იქნებოდა, არაჩვეულებრივი დედა იყო, უწესიერესი და უპატიოსნესი.

რაღაც ინფორმაციები ჟღერდება, რომ არ აჩვენებდა შვილებს, მაგრამ ეს გოგონა დაეთანხმა ამ პოზიციას, რომ მამასთან ყოფილყვნენ შვილები ყოველი თვის პირველ და მესამე კვირას, ანუ კვირა გამოტოვებით, პარასკევი დღის, თუ არ ვცდები, 18:00 საათიდან კვირა დღის 15:00 ან 13:00 საათამდე. როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, ასეთი პრაქტიკაა დადგენილი, რომ ყოველ შაბათ - კვირას მამას შვილს ვერ მისცემენ, რადგან დედასაც უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შაბათ - კვირას ბავშვი გაასეირნოს ან სადმე წაიყვანოს. შესაბამისად, ყოველთვის დგება საკითხი, რომ ერთ შაბათ- კვირას ბავშვი არის დედასთან, მეორე შაბათ-კვირას მამასთან. შესაბამისად, ასეთი პოზიციით დავეთანხმეთ და დავუწერეთ, რომ დედა თანახმა იყო პარასკევს წაეყვანა და ჰყოლოდა კვირას შუადღემდე,“- განაცხადა ადვოკატმა.

შსს-მ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა