სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი მეუღლე მოკლა
დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი მეუღლე მოკლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 32 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გუ­შინ ხა­შურ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მოკ­ლა.

"შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პატ­რა­მენ­ტი­სა და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ხა­შურ­ში, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.დ. (ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძე) ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 11 ოქ­ტომ­ბერს, ხა­შურ­ში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფილ მე­უღ­ლეს - 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.გ.-ს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის კონ­და­ხით თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ქალი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­იყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ი.დ.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი მა­ლე­ვე და­ად­გი­ნეს და იგი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, 2 ხელ­ყუმ­ბა­რა და სა­ნა­დი­რო დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ხელ­ყუმ­ბა­რა" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით აწარ­მო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი მეუღლე მოკლა

დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი მეუღლე მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელმაც გუშინ ხაშურში ყოფილი მეუღლე მოკლა.

"შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. (ირაკლი დეკანოიძე) ცხელ კვალზე დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყება გამოძიებას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აწარმოებს.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს