პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მტკვარში გამორიყული ცხედრის საქმე - 35 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის პოლიციელები
მტკვარში გამორიყული ცხედრის საქმე - 35 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის პოლიციელები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მტკვარ­ში გა­მო­რი­ყუ­ლი ცხედ­რის საქ­მე გახ­სნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, რუს­თავ­ში მომ­ხდა­რი 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ა. გარ­და ამი­სა, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ღ. და 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.მ.

ამა­ვე ბრალ­დე­ბით, ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი - 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.დ., ხოლო ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა გ.ა.-მ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა - 1983 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ზ.ჯ.-მ, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მეს.

მსხვერ­პლის ქა­ლა­ქი­დან მო­ტყუ­ე­ბით გაყ­ვა­ნის მიზ­ნით, მათ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეს ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ გ.გ.-ს, ორ პო­ლი­ცი­ელს და ყო­ფილ სა­მარ­თალ­დამ­ცველს. მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, გ.გ.-მ გლ­დან­ში, თა­ვის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ის­ვა 35 წლის მა­მა­კა­ცი - დ.მ. გლ­დან­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ო­ბის დროს, ისი­ნი ვი­თომ შემ­თხვე­ვით შეხ­ვდნენ პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში მყოფ სამ პირს. მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს დ.მ, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩა­იყ­ვა­ნეს რუს­თავ­ში და გა­დას­ცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს.

აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა დ.მ. ჩა­იყ­ვა­ნეს მტკვრის ნა­პირ­ზე და ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა. კვა­ლის და­მალ­ვის მიზ­ნით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­აგ­დეს. დ.მ.-ს ცხე­და­რი 5 ოქ­ტომ­ბერს, რუს­თა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მტკვარ­მა გა­მო­რი­ყა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 5 პირი, ხოლო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჯ.-ს და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მტკვარში გამორიყული ცხედრის საქმე - 35 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის პოლიციელები

მტკვარში გამორიყული ცხედრის საქმე - 35 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის პოლიციელები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკვარში გამორიყული ცხედრის საქმე გახსნა. უწყების ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები - 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ.

ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი - 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს.

აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"