პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“  და „სახალხო აფთიაქმა“ პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეზე უმასპინძლეს
„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“  და „სახალხო აფთიაქმა“ პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეზე უმასპინძლეს

მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უფა­სოდ, ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ვა­უ­ჩე­რი და ფილ­მის სე­ანსზე დას­წრე­ბა - ასე მი­უ­ლო­ცეს „სა­ხალ­ხო აფ­თი­აქ­მა“ და „სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ“ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ პენ­სი­ო­ნე­რებს ხან­დაზ­მულ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე. იმათ კი, ვინც ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მის­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს „სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ“ სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი სახ­ლებ­ში გა­დას­ცა.

ხან­დაზ­მულ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე 1-ელ ოქ­ტომ­ბერს აღი­ნიშ­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ხან­დაზ­მულ­თა სა­ერ­თა­შო­რიო დღი­სად­მი" ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდა, პენ­სი­ო­ნე­რე­ბის მი­მართ კი ყუ­რა­დღე­ბის, ზრუნ­ვი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვა იყო.

„სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით პენ­სი­ო­ნე­რე­ბი კომ­პა­ნი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სეგ­მენ­ტია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა, მზრუნ­ვე­ლო­ბა და ხელ­შე­წყო­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ის ყო­ველ­თვის მზა­დაა, შექ­მნას მათ­თვის და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ ნა­წი­ლად ჩა­ტარ­და: პენ­სი­ო­ნე­რებს, 75 წლის და ზე­მოთ, რომ­ლე­ბიც გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან „სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში“, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქი­სა­გან უფა­სო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ვა­უ­ჩე­რე­ბი, რო­მე­ლიც ექი­მის უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ა­საც მო­ი­ცავს, სახ­ლებ­ში მი­უ­ტა­ნეს.

პენ­სი­ო­ნე­რე­ბის იმ ნა­წილს კი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თვა არ­ჩია, „სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ“ კი­ნოჩ­ვე­ნე­ბის სა­ღა­მო მო­უ­წყო.

„სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს, რომ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ყო­ვე­ლი დღე იყოს სი­ახ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი, რომ მათ გა­ი­ხა­ლი­სონ ცხოვ­რე­ბა, ჰქონ­დეთ მო­მავ­ლის იმე­დი და იცხოვ­რონ ხან­გრძლი­ვად. ბუ­ნებ­რი­ვია, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, ხან­დაზ­მულ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, ისე ვერ გა­მოვ­ტო­ვებ­დით, რომ მათ­თვის სა­ჩუ­ქა­რი არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მარ­თლაც სა­ო­ცა­რი დღე გა­მო­ვი­და ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის და იმე­დი გვაქვს, არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ, რომ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი არის ხან­დაზ­მულ­თა სა­ერ­თა­სო­რი­სო დღე. პენ­სი­ო­ნერ­საც სჭირ­დე­ბათ გარ­თო­ბა, სჭირ­დე­ბათ ზრუნ­ვა.

ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სტკი­ვათ, აწუ­ხებთ, მაგ­რამ მათ­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რონ. სწო­რედ ამა­ზე ვიზ­რუ­ნეთ, რომ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მათ დრო ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ“, - გა­ნა­ცხა­და მზია კორ­ძა­ი­ამ, „სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­იქ­მნა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ხან­გრძლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცია გეგ­მავს და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექ­ტებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს მის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე, სა­ქარ­თვე­ლოს პენ­სი­ო­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა • Georgian Union of Pensioners გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით

1 ოქ­ტომ­ბერს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­უ­წი­ეს ასე­ვე „სი­ნერ­ჯის ხანძთე­ლის ფონდმა“ და ქარ­თუ­ლი ჩი­რის ბრენდმა „ჩი­კო­რი“.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“  და „სახალხო აფთიაქმა“ პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეზე უმასპინძლეს

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“  და „სახალხო აფთიაქმა“ პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეზე უმასპინძლეს

მედიკამენტები უფასოდ, ბალნეოლოგიურ ცენტრში მომსახურებით სარგებლობის ვაუჩერი და ფილმის სეანსზე დასწრება - ასე მიულოცეს „სახალხო აფთიაქმა“ და „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. იმათ კი, ვინც ამ ღონისძიებაზე მისვლა ვერ მოახერხეს „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“ სიმბოლური საჩუქრები სახლებში გადასცა.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1-ელ ოქტომბერს აღინიშნა. ღონისძიების ავტორების თქმით, აღნიშნული აქტივობების მთავარი მიზანი საქართველოში „ხანდაზმულთა საერთაშორიო დღისადმი" ცნობიერების გაზრდა, პენსიონერების მიმართ კი ყურადღების, ზრუნვისა და პატივისცემის გამოხატვა იყო.

„სახალხო აფთიაქის“ წარმომადგენლების განცხადებით პენსიონერები კომპანიისთვის განსაკუთრებული სეგმენტია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება, მზრუნველობა და ხელშეწყობა. გამომდინარე აქედან, ის ყოველთვის მზადაა, შექმნას მათთვის დამატებითი სარგებელი.

ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა: პენსიონერებს, 75 წლის და ზემოთ, რომლებიც გაწევრიანებულები არიან „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებაში“, ორგანიზატორებმა მათთვის მოულოდნელად, სახალხო აფთიაქისაგან უფასო მედიკამენტები და ბალნეოლოგიური ცენტრის ვაუჩერები, რომელიც ექიმის უფასო კონსულტაციასაც მოიცავს, სახლებში მიუტანეს.

პენსიონერების იმ ნაწილს კი, რომელმაც სოციალურ ღონისძიებებში ჩართვა არჩია, „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“ კინოჩვენების საღამო მოუწყო.

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება“ არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ზრუნავს, რომ პენსიონერების ყოველი დღე იყოს სიახლით დატვირთული, რომ მათ გაიხალისონ ცხოვრება, ჰქონდეთ მომავლის იმედი და იცხოვრონ ხანგრძლივად. ბუნებრივია, 1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, ისე ვერ გამოვტოვებდით, რომ მათთვის საჩუქარი არ გაგვეკეთებინა. მართლაც საოცარი დღე გამოვიდა ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებული პენსიონერებისთვის და იმედი გვაქვს, არასდროს დაავიწყდებათ, რომ პირველი ოქტომბერი არის ხანდაზმულთა საერთასორისო დღე. პენსიონერსაც სჭირდებათ გართობა, სჭირდებათ ზრუნვა.

ასაკიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც სტკივათ, აწუხებთ, მაგრამ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო სასიამოვნოდ გაატარონ. სწორედ ამაზე ვიზრუნეთ, რომ 1-ელ ოქტომბერს მათ დრო ნამდვილად სასიამოვნოდ გაეტარებინათ“, - განაცხადა მზია კორძაიამ, „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება“ სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ორგანიზაციის დანიშნულებაა, პენსიონერების ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრების ხელშეწყობა. ორგანიზაცია გეგმავს და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს ამ მიმართულებით.

ორგანიზაციაში რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს მის ფეისბუქ გვერდზე, საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება • Georgian Union of Pensioners განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით

1 ოქტომბერს განხორციელებულ პროექტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ასევე „სინერჯის ხანძთელის ფონდმა“ და ქართული ჩირის ბრენდმა „ჩიკორი“.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"